” ლაციო ” – ” იუვეს ” ლუკა ბანტი განსჯის
იტალიის თასის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩს ” ლაციოსა ” და ” იუვენტუსის ” შორის ლუკა ბანტი განსჯის, რომელიც წარმოშობით ლივორნოდანაა. ეს მსაჯი ” იუვეს ” მონაწილეობით მე-16 მატჩს განსჯის. ამ 15 თამაშიდან ” ბიანკონერიმ ” 11-ჯერ მოიგო, 2 ფრე დააფიქსირა და 2-ჯერ დამარცხდა. იტალიის თასზე ბოლო 2 მატჩი როდესაც ბანტი ” ბებერი ქალბატონის ” თამაშის დროს მოედანზე იყო, ტურინულმა გიგანტმა 3-0 მოიგო. 2009 წელს “კატანიასთან” და 2012 წელს “რომასთან”. ამ სეზონში ბანტი ტურინის ” იუვენტუსის ” მატჩის დროს ” კარგი ფეხით მსაჯობს “. პირველ თამაშში ტურინულმა კლუბმა 1-6 მოუგო “პესკარას”, ხოლო მეორე მატჩში “უდინეზე” დააჩოქა ” იუვენტუს სტადიუმზე ” ( 4-0 ) .
წყარო : Juventus.com
აბა შენ იცი 5პენალი არ დაგვიდო იმ შობელზაგლივით ლუკა ბანტ!!!!!!!!!!! მაგრამ ჩვენ მაინც მოუგებ დედალ არწივებს :D:D:D

ხვალე სებას იმედი მაქ