ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე ტრავმირებულია

არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა ფერნანდო ლორენტეს თაობაზე . გასულ შაბათს ბასკმა ფორვარდმა ვარჯიშის დროს მუხლის ტრავმა მიიღო , რის გამოც ვერ მოახერხა სამწვრთნელო სესიის გაგრძელება და პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი . დღეს , მას სრული გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს რის შემდეგაც ცნობილი გახდება თუ რამდენად არის სერიოზული მისი ტრავმა . გალილეო ფერარის ქუჩის ბინადრებს ( იუვენტუსის ოფისი ტურინში სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს ) ძალიან დიდი იმედი აქვთ , რომ ახლად გაფორმებულ ფორვარდს არაფერი სერიოზული არ ჭირს . მიუხედავად იმისა , რომ ლორენტე გუნდს ივლისში შეუერთდება , ნაკლებად არის სასურველი მას რაიმე სახის მძიმე დაზიანება ჰქონდეს მიღებული . ტურინელ ექიმებს ჯერ ჯერობით არა აქვთ რაიმე სახის უფლება ჩაერიონ ამ პროცესებში , გამომდინარე იქიდან , რომ ნანდო კვლავინდებურად ატლეტიკის საკუთრებაა , თუმცა საქმის კურსში არიან მიმდინარე მოვლენების . ატლეტიკის კუთხიდან , რომ შევხედოთ ეს დანაკლისი ნაკლებად არის რადგან ბიელსა ისევ იმ პოზიციას იკავებს , იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს ლორენტეს , თუ სხვა გამოსავალი არ იქნება . თუმცა , იყო ვარაუდი რომ მძიმე პერიოდის გადასალახავად რაც კლუბს დღეს უდგას , ბიელსა გამოიყენებდა ბასკს .

წყარო : tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

ამათმა შეიძლება ძალით დაამტვრიონ… :|

Di Francesco # 1
11 years ago

განაცხადი არაა ჯერ ლაციოსთან?

Gio Darja
11 years ago

1juve

არც ერთ ბასკს არ უთქვამს ძალიან კარგი ლორენტეს რომ ვიშორებთო, პირიქით, ტიპი სკამზე იჯდა და ხალხი ნანდოს ტრაფარეტებით იყო სან მამესზე )) ეგეთი ფორვარდი არ თამაშობდეს და გუნდი კრიზისში იყოს უსამართლობაა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტე ბიელსამ მისი დაბრუნება მინდორზე, თუმცა ტრავმამ შეაწუხა..ბასკები ბასკს ეგრე ადვილად ვერ სცილდებიან..

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  Gio Darja

მორიგი ტურის მატჩისთვის (“ატლეტიკოს” წინააღმდეგ) მზადებისას გუნდის ფანებმა პიკეტი მოაწყვეს “ბილბაოს” ბაზასთან და გამოკიდეს ბანერი: “ლორენტე მიეთრევა, რა ბედნიერებაა”.
არამგონია ეს მოეგონებია იმ ჟურნალისტს

Di Francesco # 1
11 years ago

ძაან დატვირთული იყო :chuvak:
Darja
გულშემატკივრებმა კაია რო მოვიცილეთო და ახლა ითხოვენ?

Gio Darja
11 years ago

გუშინ ძირითადში აპირებდა მე მგონი დაყენებას, გულშემატკივარი ითხოვს ეგეთ კრიზისში გუნდმა ლორენტე მაქსიმალურად გამოიყენოს ))

იმედია არაფერი სჭირს სერიოზული..

DeL_PieRoOo
11 years ago
Reply to  Gio Darja

ვნახოთ რა კარგი ფორვარდია და იმედია გამოგვადგება მარა ნახე მილანიი სადაცაა ბალოტელის გაიფორმებს და დავიჯეროო იუვეს ფული არ ქონდა რო ეგ მოეყვანა ანელკა რაღად გვინდოდა

DeL_PieRoOo
11 years ago

არაფერში არ გვიმართლებს ეხა იწვება ესეც 3 წელიიი პატო როგორც იწვა მილანში :: :forza:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x