ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

 სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება და ბიანკონერი მაქსიმალურად ცდილობს ლისანდრო ლოპესის გაფორმებას . ბოლო ინფორმაციით ” ლიონმა ” უარი განაცხადა ტურინელთა ბოლო წინადადებაზე , რომლის თანახმადაც მაროტა 2 მილიონს იხდიდა არგენტინელის არენდაში და სეზონის ბოლოს 4 მილიონ ევროდ სრულად გამოისყიდიდა კონტრაქტს . ფრანგები დაჟინებით აცხადებენ , რომ მხოლოდ 8 მილიონ ევროდ შეელევიან ფორვარდს , მაგრამ ამასთანავე კარგად აცნობიერებენ , რომ ” იუვენტუსის ” დაინტერესების შეჩერება საკმაოდ რთულია და თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ლისანდროს 2014 წელს უსრულდება მათთან კონტრაქტი და შეუძლია მალე საერთოდ უფასოდ დატოვოს ” ლიონი ” , მაშინ მაროტას და კომპანიას დღეისათვის საკმაოდ კარგი შანსები გააჩნიათ მის შესაძენად . დღეს კიდევ ერთხელ შესდგება შეხვედრა , რომელზედაც საბოლოო გამოსყიდვის თანხა 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და ასევე ზეწოლისთვის გამოიყენებენ თავად ფეხბურთელის სურვილსაც კარიერის ” იუვენტუსსში ” გაგრძელების თაობაზე .

ტურინელები ამასთანავე დაცვის ხაზის გაძლიერებაზეც ზრუნავენ და აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ” სიენასთან ” მათი პორტუგალიელი უკანა ხაზელის , ნეტოს შესაძენად . ბიანკონერის არენდის წესით სურს მისი აყვანა და დაუყონებლივ იხდის 1 მილიონ ევროს , ხოლო სეზონის ბოლოს 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებასაც დაიტოვებს .

Tuttosport – ის მტკიცებით სტეფან იოვეტიჩის თაობაზე გალილეო ფერარის ბინადრები უკვე ამ წუთიდან იწყებენ აქტიურ მუშაობას . პრინციპში ალბათ არასწორია იმის თქმა , რომ დღეიდან რადგან ჩერნოგორიელს ” იუვენტუსსმა ” თვალი უკვე დიდი ხანია დაადგა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახლოსაც იყო მის შეძენასთან , მაგრამ ფლორენციულ კლუბთან არსებული არა სასიამოვნო ურთიერთობის გამო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა . დღეისათვის კი სიტუაცია დასტაბილურებისკენ არის წასული და მაროტა მზად არის იოვეტიჩთან დაასახლოვებლად ფაბიო კუალიარელა გაასხვისოს იებში , რომელიც ძალზედ ესიმპატიურება ფიორეს თავკაცს ვინჩენცო მონტელას .

წყარო : Calcionews24, Tuttojuve 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
11 years ago

მაგარი ტვინი წაიღეს რაა !

PIto
11 years ago

იუვენტუსი არის გუნდი რომელსაც ყველაზე კრიჟანი და გონებაჩლუნგი მენეჯერი ყავს :loool: გუნდის წინახაზო=ნაგავს და ეს საცოდავი 6 მილიონად ყიდულობს ფორვარდს

BESO BARAMIA
11 years ago

ვფიქრობ ლისანდროს ტრანსფერი არაა ურიგო, თუმც იოვეტიჩი იმ მხრივაა უპირატესი, რომ იტალიას/კალჩოს კარგად იცნობს-დიდებული თავდასხმის ხაზი გვეყოლება: მირკო/სება/ანელკა/ლორენტე/ლისანდრო—-ან/ მირკო-სება-ანელკა-ლორენტე-იოვეტიჩი—–ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება ამ ძალასთან შერკინება….. :yes: :up:
იმას კი უნდა შევეგუოთ, რომ კვალი წავა, ბენდტნერის ადგილი აქ არაა(სამწუხაროდ), ხოლო მატრის წასვლა მე პირადად მიხარია-არაა ეს ბიჭი იუვენტინო :no

რაც შეეხება დაცვას-აქ როგორც იძახიან იმ პატარ ბიჭზე, ახლა რომ ვიყიდეთ-მეტად პერსპექტიულიაო, კიდევ ერთიც და მეტად საკმარისი იქნება ჯანმრთელი როტაციისთვის;

აი, ვისიც მჯერა, მჯერა მარონემ უნდა გაამართლოს და იმედები მაქვს ბელტრამეზე;

მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

11 years ago

ამოვიდა ყელში უკვე უფასო ტრანსფერები რა :no დაამატე ეგ ერთი მილიონი და იყიდე, ოღონდ ვინმე მოვიდეს და მაიკაზე სხვა გვარი ეწეროს აღარ ვუყურებ ვინ იქნება, ზუსტად მეცოდინება ამ უნიჭეობს მაინც აჯობებს.
მოიყვანონ იოვეტიჩიც და გაუშვან ფაბიო.
და სიენას მცველი ვინაა ? ვინმემ იცით ? ნორმალურია ? თუ იგივე პელუზოა ? :roll:

Samtrediel90
11 years ago

დავიჯერო ეხლა ამას მაგალითად გაბიადინის დაბრუნება არ ჯობია?
ვინ ჩემი ფეხებია ეს ლისანდრო
მანდამაინც 30 წლის უნდა გახდნენ რო დააბრუნონ გუნდში თავისი ხალხი? :mad: :mad:

Samtrediel90
11 years ago

ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო რაააააააააააააა
არენდა არენდა არენდა არენდა :mad: :mad: :mad:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x