სატრანსფერო ციებ ცხელება
როგორც დაგეგმილი იყო მოლაპარაკებები სტეფან იოვეტიჩის თაობაზე ფლორენციულ კლუბთან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიწყება . რაც შეეხება ფაბიო კუალიარელას , რომელიც განიხილებოდა ამ ორ კლუბს შორის ურთიერთობის დათბობის მთავარ საგნად , არ დატოვებს ტურინს სეზონის მსვლელობის დროს და დაეხმარება ” იუვენტუსს ” მეორე წრეშიც . საქმე იმაშია , რომ თავად ფორვარდმა გამოთქვა სურვილი წლევანდელი სეზონის ტურინში გატარება და შესაბამისად მაროტა ივლისში შეუდგება ჩერნოგორიელის გადმობარგებაზე მუშაობას . შეგახსენებთ , რომ იები იოვეტიჩის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვდნენ , ეს ციფრი ამ ეტაპზე სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შემცირდება . თუმცა ეს ბოლო ინფორმაცია ფორვარდებთან დაკავშირებით არ არის , შესაძლოა ბოლო წამებში ჯუზეპე მაროტამ ჯამპაოლო პაცინი გაიფორმოს , გამომდინარე იქიდან რომ როსონერიმ მარიო ბალოტელი გაიფორმა . თუმცა , პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლისანდრო ლოპესის თაობაზე .
წყარო : Сalcionews24, Тuttojuve
იოვეტიჩი გვჭირდება აუცილებლად
პაცო რად გვინდა?! კარგი ფეხვურთელია მარა მაგას კვალიც მირჩევნია
პაცინიო
