ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky : ” იუვენტუსსმა ” პოლის კონტრაქტის 50 % შეიძინა

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება , მაროტა/პარატიჩის დუეტი კი როგორც ჩანს აქცენტს არა ზამთრის გაძლიერებაზე , არამედ ზაფხულისაზე აკეთებს . საქმე იმაშია , რომ უკანასკნელი რამდენიმე საათის მანძილზე აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბელფოდილის ტრანსფერზე . ტურინელებს ერთი ხანობა ისიც კი სურდათ ახალგაზრდა ფორვარდი ფაბიო კუალიარელაში გაეცვალათ , მაგრამ თავად ფაბიომ არ ისურვა სეზონის ბოლომდე გუნდის დატოვება და მოლაპარაკებებიც ჩიხში შევიდა , თუმცა როგორც ჟურნალისტები ამბობენ სეზონის ბოლოს ყველაფერი თავიდან დაიწყება . პარმას შემდგომ მაროტა და კომპანია ” სამპდორიას ” მიადგნენ , ხოლო სალაპარაკო თემა რა თქმა უნდა ანდრეა პოლი იყო და არა მარტო ის . მანამ სანამ პოლის შევეხებოდეთ , უნდა ვთქვათ რომ ბეპე მაქსიმალურად ცდილობს მომავლისთვის გენუელთა ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელი იკარდი დაიბევოს , რომელზედაც თვალი არა ერთმა ევროპულმა გრანდმა დაადო . რაც შეეხება ანდრეა პოლის , Sky – ს ცნობით მაროტამ შეიძინა მისი კონტრაქტის 50 % , ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე სამპაში დარჩება , სეზონის ბოლოს კი კარიერას ტურინულ გრანდში განაგრძობს . აქვე უნდა ითქვას , რომ იტალიის 30 გზის ჩემპიონმა ორი ახალგაზრდა საკორი და პეპიჩი გაიფორმა – პირველი ნახევარმცველია , ხოლო ჩერნოგირიელი პეპიჩი ამპლუით მეორე ფორვარდია და ისინი პრიმავერას გააძლიერებენ .

პ.ს. სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ბოლო ინფორმაციით , ანდრეა პოლის ტრანსფერის დარეგისტრირება ვერ მოხერხდა დროულად , თუმცა მხარეებმა უკლებლივ ყველა წინადადებაზე მიაღწიეს შეთანხმებას და ივლისში , როდესაც ზაფხულის ფანჯარა გაიხსნება ახალგაზრდა ფეხბურთელს აღარაფერი შეუშლის ხელს მოირგოს შავ თეთრი მაისური .

წყარო :tuttosport.com

101 thoughts on “Sky : ” იუვენტუსსმა ” პოლის კონტრაქტის 50 % შეიძინა

  1. რა პრინციპით ყიდულობს მაროტა ფეხბურთელებს არ მესმის რა. რა ჯანდაბას აკეთებეს გუნდში ბენდტნერი და რა ჯანდაბა უნდა შემატოს გუნდს ანელკამ? 22 თამაშში 3 გოლი ასეთია ანელკას ჩინური მონაგარი. ჩინეთის ჩემპიონატში ვერ გაქონდა გოლები და იტალიაში გაიტანს რამეს? მეტი არაა ჩემი მტერი ასეთი შეტევით იუვემ რამე წარმატებას მიაღწიოს.

  2. გუნდში ყველაფერი კარგადაა ჩემი აზრით კი ლცაოსთან ყველას დაგვწყდა გული რო გვინდოდა შემდეგ ეტეპზე გავსულიყავით მარა? იღბალი არიყო აშკარად ჩვენ მხარეზე მარკიზიოს მომენტს ვგულისხმობ,ლაციომ მთელი გული და სული ჩადო ამ თამაში კიოვოსთან დაჟე 3-მი ძირითადის კაციც კი დასვენა გუნდს ისე უნდა იტალის თასის ფინალში თამაში,იუვე მეორე სასტავით რაც შეძლო ისე ითამაშა და მაგრაც ითამაშეს ბიჭებმა ლაციოს სასტავთან მარა თავშიც ავღნიშნე რო არ გაგვიმართლა. რაც შეხება ტრანსფერებს ანელკა არ მეიმედება მარა რახან მოიყვენეს ესგი ჯერათ ვნახოთ როგორ იქნებაა მე ვფიქრობ რო საფხულში მაგარი ცვლილებები იქნება ბევრი წავა და კაი იგროკებსაც დავიმატებთ ლორენტე -პოლი კაი დასაწყისიაა.რაც შეხებაა ტრანსფერებს ბალოტელის ტრანსფერი იყო იტალიაში ერთეერთი ხმაურიანი.იუვე რჩება ფაორიტად და ამის იმედი მაქ რო სკუდეტო ჩვენ დაგვრჩება მიტო რო კვყვავს ანტონიო კონტე და იტალიაში ერთ ერთი საუკეთესო გუნდი დღეს დღეობით!!!! :forza: :forza: :forza: :forza:

  3. ჰა შეგჩათ კვალიარელა? :lool: სად უნდა წასულიყო? რატო უნდა წასულიყო? საინტერესოა მაროტამ რო უთხრა პარმაში ხო არ წახვალო კვალიმ რა უპასუხა, მითუმეტეს დაბადებისდღე აქ დღეს ნასვამი იქნებოდა :chuvak: ხვალ თვალი თუ ექნა მაროტას ჩალურჯებული არ გაგიკვირდეთ :chuvak:

  4. რა მნიშვნელობა აქ ვის მოიყვანდნენ მომავალ ტრანსფერებზე ისევე ხო დაწერდით ტომებათ იმ ფეხბურთელების გვარებს რომლებიც უნდა მოვიდნენ გუნდში
    რატო გინდათ რო ყოველ ტრანსფერზე 10 კაცი შეიცვალოს? კონტემ ხო გააკეა გუნდი მისი გემოვნებით ერთხელ? ხოდა ახლა მიყვეს იმ გუნდით და იქამდე ითამაშოს სანამ რაიმე აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული ვინმეს მოსვლა
    დღეს იყო ერთი აუცილებლობა მაღალი დონის შემტევის მოსვლა რაც გაკეთდა, მეტს რას ითხოვთ?
    დღეს ჯოვინკო არ მოგწონთ ხვალ იოვეტიჩი არ მოგეწონებათ რა დალევს იოვეტიჩებს? ერთი იოვეიჩი წავა ფიორედან და მეორე გამოჩნდება მერე იმაზე იოცნებებთ
    გუნდი შეკრულია და აქ უკვე სხვა დონეზეა ლაპარაკი თქვენ აქ ვიღაცეების სათამაშო ფორმას განიხილავთ ვინ როდის ამოქაჩავს და ისინი იქ იმაზე ფიქრობენ რამდენი ტიტული უნდა მოიგონ და როგორ
    ხალხი რომელიც იუვეში თამაშობს რა სათამაშო ფორმის არ ქონაზეა ლაპარაკი იუვეს ძირითადის ფეხბურთელს თუ არააქ სათამაშო ფორმა აბა ვისააქ?
    შეიძლება ერთი ორჯერ შემოგელანძღოს ფეხბურთელი გარკვეული წვრილმანი დეტალების გამო მარა 30 ფეხბურთელს რო ჩამოწერთ ესენი უნდა წავიდეს და ესენი უნდა მოვიდესო, არვიცი…

  5. ზაფხულში მოვა მხოლოდ ლორენტე. მაროტა მესამე წელია უკვე რაც გუნდშია და ახლა თუ იწყებს მის მშენებლობას კარგად გვქონია საქმე.

  6. პელუზო, პოლი, ანელკა და ღლაპები პრიმავერისთვის. ნაპოლი და ლაციო დავშოკეთ ამ ტრანსფერებით. ალბათ უახლოეს საათებში უარს განაცხადებენ სკუდეტოსთვის ბრძოლაზე და ერთმანეთში გაითამაშებენ მეორე და მესამე ადგილს. მაროტა ერთიც არ აგცდეს რასაც ახლა მე შენ გაგინებ.

  7. ჯაკერინი გვარი არ მოგწონთ თუ? რას ერჩით ვერ გამიგია…სამაგიეროდ რა კარგი სახელ აქვს… ე მ ა ნ უ ე ლ ე :)))

    ნუ ცდილობთ სულ ცუდის/უარყოფითის დანახვას. არანაირად არარის გუნდში საგანგაშო სიტუაცია შექმნილი,ისევ შენების პროცესში ვართ და როცა დრო მოვა მაროტა ევრორემონტზეც იზრუნებს:))) უფრო ზაფხულისთვის…დააბალანსებენ შემადგენლობას მაქსიმალურად.

    ჩვენი სატრანსფერო სვლებით ჩანს,რომ გუნდი მაქსიმალურად ბოლომდე შანსის გამოყენებას აძლევს ყველას…არ ვდაობ,არის ხალხი გასაშვები,მაგრამ თქვენს მიერ ჩამოთვლილებში ბევრი ისეთია,რომლებიც თუ არაფერს აკეთებენ,არც არაფერს აფუჭებენ და რას გიშლით??? გუნდს ზამენა არ ყავდეს? თუ ზამენაზე მესი-რონალდოები გინდათ?

  8. Gunds chirdeba 25-27 pexburteli. Primavera ki imistvisaa r0m talantebi daizard0n da r0rame mtlad daitramv0s mteli gundi, primaveradan itamash0s vinmem! Chventan ki sashineli situaciaa. 1adgilze 3 pexburteli m0dis t0! Lixshtaineri.kaseresi.isla.pepe.padoini eg erti plangi! Asam0a.decheglie.peluz0.jakerini. Me2 plangi! Centrshi p0gba.padoini.jakerini.maronea zamenaze! Win kidev balagania t0! Quagliarela.matri.anelka.bendtneri.beltrame KAIT RA XALXN0! C0NTE DA MAR0TA-PATARICH GVEKAIPEBIT T0??? @@@ WASASVLELIA: matri.quagliarela.bendtneri.padoini.jakerini.peluzo! DA AI GUNDI @@@ BUFONI-ST0RARI-RUBINIO! Lixshtaineri-isla-pepe! asam0a-decheglie-caceresi! Kielini-barzagli-b0nuchi-kaseresi-marone! Vidali-pirlo-marchisio-p0gba-p0li! Giovinco-vuchinichi-l0rente + im0bile/gabiadinidan ert-erti da + t0p p0rvardi! ANU GAM0DIS R0M MX0L0D 1 T0P GOLAVIKI GVINDA, GABIADINI-IM0BILEDAN ERT.ERTIS DABRUNEBA, P0LI KI DAVIMATET DA B0TAF0G0ELI 18WLIS MCEVI DAVIMAT0T, AN Mazi an s0renseni davimat0t! Aseve gam0mrcha naxevardacvashi shemtevi x0m davitriet 18wlis ekvad0reli. P.S. Aba bichebo vel0debi ras pikr0bt chems m0sazrebasa da ideaze gaisistvis r0m ase m0xdes ra cvlilebebic davwere…

  9. კი… ეხლა იმიტომ არ გააკეთა ტრანსფერები, რომ ამდენი სიხარულისგან ერთბაშად გული არ გაგვსკდომოდა

    1. წესიერ და გააზრებულ ტრანსფერს ზამტრში ვერ განახორციელებ, აი ზაფხულში კი წავა 2 მაღალი დონის ფეხბურთელზე ჩალიჩი :yeah:

  10. ზაფხულისთვის 2 კლასნი ტრანსფერი განახორციელა მაროტა-პარატიჩმა

    პოლი-ლორენტეს სახით :up: და ვინ იქნება შემდეგი?! :love:

  11. ვაა პოლიი :love: ძაან მაგარი იგროკია ტექნიკური და მოედნის კარგი ხედვა, სამპას ნახევარი ძალაა რაა, სამპას ტამაშს რაც ვუყურე შეტევებს ხან ეს იწყებს და ხან ეს ამთავრებს, მაგარი კაცი ჩავიგდეთ ხელში :love: :boli: საღოლ მაროტა :up:

  12. ვაა პოლიი :love: ძაან მაგარი იგროკია ტექნიკური და მოედნის კარგი ხედვა, სამპას ნახევარი ძალაა რაა, სამპას ტამაშს რაც ვუყურე შეტევებს ხან ეს იწყებს და ხან ეს ამთავრებს, მაგარი კაცი ჩავიგდეთ ხელში :love: :boli: საღოლ მაროტა :up:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.