ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი : ” კონტემ აუცილებლად უნდა დაამარცხოს ” კიევო ” ”

ლუჩიანო მოჯიმ საკუთარი შთაბეჭდილებები გაანდო მკითხველს საკუთარ რუბრიკაში , რომელიც იბეჭდება გაზეთ Libero – ში …

” წარუმატებელი პერიოდია , რომელიც ნებისმიერ კლუბს უდგება სეზონში , თუმცა უფრო ცუდი იქნება თუ ამას რომელიმე ტურნირიდან გამოვარდნაც დაემატება . მიუხედავად ყველაფრისა მშვიდ გარემოში უნდა გააგრძელონ მუშაობა და ირწმუნონ საკუთარ თავში , ეს არის ყველაზე სწორი რჩევა რისი გაკეთებაც შესაძლებელია ამ ეტაპზე . ასეთ დროს ხშირად კონცენტრაციის დაკარგვაზე და გამარჯვებისკენ სწრაფვის არ ქონაზე საუბრობენ , რასაც არ მინდა შევეხო , რადგან ხშირ შემთხვევაში ამას სხვებს აბრალებენ ხოლმე . პრობლემა ალბათ უფრო შიდა სახის არის , მანქანა რომელიც აწყობილი იყო და მუშაობდა შეცდომებს უშვებს .  წამალი ? მხოლოდ და მხოლოდ შედეგის მიღწევა ეს იქნება იდეალური გამოსავალი ” .

” შედეგი არ მოვიდა და საოცრებაც არ მომხდარა . სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზეზი იმ ვნებათაღელვის რაც ჯენოასთან მატჩისშემდგომ მოხდა . მაგრამ მარტო შედეგის არ ქონას არ მოუტანია ეს ყველაფერი  – რამდენიმე მიზეზი არსებობს რამაც ხელი შეუწყო ზემოთხსენებულ ფაქტს . დაუშვებელია იმავე შემადგენლობით ვხედავდეთ გუნდის აჩრდილს გასული სეზონისა . არის თუ არა სატრანსფერო ფანჯარა ამისი მიზეზი ? სავარაუდოდ . ის ფაქტ რომ ბიანკონერი არ ააფეთქა ფანჯარა და მაინც ლიდერობს სატურნირო ცხრილში რაღაც ნეგატიურ დამოკიდებულებას აქარწყლებს , მაგრამ რეალობა ის არის რომ გუნდმა შეაჩერა პროგრესი . ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ბევრი რამ შეიცვალა , ხოლო ასეთ იანვარს არავინ არ ელოდა ” .

” პირველი რაც უნდა მოხდეს , ფეხბურთელებმა უნდა ირწმუნონ და ეს მაშინ როცა მეტოქის სუნთქვას გრძნობენ უკვე ზურგს უკან . არა სასრუველ ფორმაში მყოფი პირლო , კიელინის და ასამოას დანაკლისები – ეს მოქმედებს ამ ყოველივეზე . ტურინელებს პლიუს ამასთან აკლიათ ფანტაზია შემტევ ხაზში . მირკომ ვერა და ვერ აღიდგინა ფორმა ტრავმის შემდგომ , ჯიოვინკო კი ძალზეც ცუდ დროს გაუჩინარდა სიბნელეში . ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა მარკიზიოს რომ გაეტანა ის გოლი ლაციოსთან მატჩში . საერთოდ სეზონში ერთი ასეთი ეპიზოდი წყვიტავს გუნდისთვის მომავალს . შესაძლოა ამან დადებითად ან უარყოფითად იმოქმედოს და საბოლოოდ წაქციოს გუნდი ” .

ძველი საფეხბურთო წესი გვეუბნება , რომ გოლის გატანისას ისე უნდა მოვიქცეთ თითქოს არაფერი მომხდარა . მაგრამ გარკვეულ დროს ამან შესაძლოა უარყოფითი შედეგიც მოიტანოს , რადგან ის ტვირთი რაც სატარებელია შეცდომების დაშვებისკენ გაიძულებს . მაგალითად ბონუჩის და ვუჩინიჩის უადგილო დროს აღებული დისკვალიფიკაციები , ასევე კონტე . მემგონი დადგა დრო კუალიარელამ დაანახოს ყველას არის თუ არა იგი ის ტოპ ფეხბურთელი რომელიც ასე ესაჭიროება გუნდს . ჩემპიონთა ლიგის ტურნირი არც ისე შორს არის და ჯერ ჯერობით არავინ არ იცის ასეთ პირობებში როგორ იასპარეზებს იქ გუნდი . დღეისათვის აუცილებელია კიევოს და ფიორენტინას დამარცხება , რადგან დაბრუნდეს რწმენა , ფეხბურთელებმა კვლავ გააგრძელო ბრძოლა , ხოლო გულშემატკივრები არ იყვნენ პესიმისტურად განწყობილი და ეს კარგად იცის კონტემ ” .

 

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ale@sandro
11 years ago

აუ მოჯი მაგარი აკცია სად მაროტაა აქამდე მაგარი კამანდა გვეყოლედაა დააბრუნეტ მოჯიიიიიიიიიიიიიი :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

valeri tokhadze
11 years ago

მოჯი უნდა დავაბრუნოთ :forza:

გიორგი ნეფარიძე

მაროტას ხელში ჩემპიონობას დიდი კითხვის ნიშანი დაესვა

bacho kochlashvili
11 years ago

მოჯი რო იცოდე როგორ მენტარები უძლიერესი კაცი ზე გუნდი იქნებოდა ეხლა იუვე ეს რო იყოს იუვეში ისევ :blin:

კვალიარელა კიდე ვერაფერს ვერ დაამტკიცებს მაგასაც ვნახავთ გაიფაფხურებს რაღაცას და კი გახდიან ტოპს ასეა ხომე აქ

Di Francesco # 1
11 years ago

და მერე კიდე იტყვიან იტალიაში თაობა არ მოდისო
პოლი—–ვერატი——მარონე ძაან მაგარი სამეული იქნება ნაკრებში

Samtrediel90
11 years ago

პროსტო ლეალი რა პონტში არაა,პერინის ვერ ჯობია ვითომ? :chuvak:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  Samtrediel90

არა მეც პერინი მირჩევნია თან 21 წლამდელების სასტავის მეკარეც მაგია და ალბათ მაგიტო შეიყვანეს პერინი

Samtrediel90
11 years ago

ჯერ ადრეა მაინც,ვინ რა გაიზრდება კაცმა არ იცის,იმედია ლეალი აჯობებს,ცოოოტათი მაინც :chuvak:

11 years ago

კიევო ყოველთვის გვიხურებდა. წარმოდგენაც არ მინდა ტრადიცია რო არ დაარღვიონ და პილისიერმა დაგვამწუხროს. გუნდი მაგრად გატყდება, ან შეილება პირიქით მოტივაცია გაუჩნდეტ

Samtrediel90
11 years ago

ერთი 5 წუთი არ წაშალოთ რა მაგარი ვიდეოა იტალიის ფანებმა ნახეთ
ჩვენები ბიჭებიც არიან
http://www.youtube.com/watch?v=0doKvk_L8y0

zviadi basilaia
11 years ago

გადაუვლიან აწ უკვე საცოდავ კიევოს :modee:

shalalo demuria
11 years ago

ანელკას იმედი მაქ ყველაზე მეტად თავდამსხმელებში .

11 years ago

ანელკა ნეტა განაცხადში იქნება ? :mrgreen:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to 

:yes:

11 years ago

კვალიამ და ანელკამ უნდა გვიჯიგროს :) რა ვქნათ რაც გვაქ იმას უნდა ვუქომაგოდ. შევხედოთ რაა

11 years ago

მენატრები ბიჯო :euf:

Di Francesco # 1
11 years ago

მემგონი დადგა დრო კუალიარელამ დაანახოს ყველას არის თუ არა იგი ის ტოპ ფეხბურთელი რომელიც ასე ესაჭიროება გუნდს
ა კაცი

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x