ბუფონი : ” კონკურენტები მოტივაციას გვიზრდიან ”
” კონკურენტებმა შესაძლოა დადებითად იმოქმედონ ჩვენზე . რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი დიდი ზეწოლის ქვეშ , გაცილებით პროდუქტიული ხდება . მიუხედავად ამისა , გადაჭრით იმის მტკიცება , რომ სკუდეტოს მოვიპოვებთ ეხლა უკვე არ შეიძლება . დეკემბერში იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს ტიტულს აუცილებლად დავიცავდით , რადგან კონკურენტი არ ჩანდა არავინ , მაგრამ დღეს სურათი შეცვლილია და გუნდებმა გამოავლინეს ამბიცია . ვაცნობიერებთ რა , რომ შეცდომის დაშვების უფლება ფაქტიურად აღარ გვაქვს , დამატებით მოტივაციას გვძენს . ნაპოლი ? ბრწყინვალედ დაკომპლექტებული კლუბია , რომელსაც სურს გაიმეოროს იგივე რაც ჩვენ შარშან გავნახორციელეთ . ფეხბურთელები უკვე არა ერთი წელია რაც ერთად ასპარეზობენ და სათავეში მაღალი დონის სპეციალისტიც უდგათ . ერთი სიტყვით ყველაფერი აქვთ რათა იბრძოლონ სკუდეტოსთვის . თუმცა , ფარ ხმალს ასე მარტივად არ დავყრით , აუცილებელია იმ განწყობით თამაში , როგორსაც ერთი თვის წინ ვაჩვენებდით . მატრი ? ლამაზი გოლი გაიტანა და საერთოდ მომწონს მასში ის თვისება , რომ როდესაც მოედანზე გამოჰყავთ საჭირო მომენტში , საკუთარ საქმეს კარგად აკეთებს “ – განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა ” კიევოსთან ” გამართული მატჩის შემდეგ .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
ისე პრანდელი ფეხბურთის აზრზეა საერთოდ? თუ მანდამაინც იუვეს ფეხბურთლი გინდა წაიყვანე დეჩელიე ეს პელუზო რამ მოაფიქრა?