ლიხტშტაინერი : ” პირველ პოზიციაზე ვართ , მაგრამ … ”
შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ვერონაში მართლაც შთამბეჭდავად იასპარეზა , რის შემდეგაც ტკბებოდა ერთპიროვნული ლიდერობით სერია ა-ში : ” კვლავინდებურად შევძელი გოლის გატანა , რაც არა ჩვეულებრივ ემოციებთან არის დაკავშირებული , თუმცა ყველაზე მთავარი გამარჯვების მოპოვება იყო , რასაც მივაღწიეთ . იანვარში სამწუხაროდ არა ერთი ქულა დავკარგეთ , რითაც მივეცით კონკურენტებს დაწევის საშუალება . საბედნიეროდ დღეს მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირდა და მოვახერხეთ სამი ქულის მოპოვება . ერთი რაც უნდა ითქვას ის არის , რომ მეორე ტაიმის საწყისი წუთები უკეთესად უნდა ჩაგვეტარებინა . პირველ პოზიციაზე ვართ , მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს თუ რაოდენ მოძლიერდნენ კონკურენტები , საუბარია ” ნაპოლიზე ” , ” ლაციოზე ” და ” ინტერზე ” ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
მაგარი ხარ ლიხშტა

განსაკუთრებით ინტერი მოძლიერდა

იმდენად მოძლიერდა რომ აღარ იცის სად წაიღოს თავის ძალა და სიენასთან აგებს 3-1 :D