ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა : ” კარიერა ორი ლამაზი გოლით არ იწყობა ”

” მიკვირს თუ არა ის ფაქტი , რომ ხშირად გამოვდივარ მოედანზე ? თან კი , თან არა . პრინციპში ეს ზუსტად ის არის რაც მსურდა . მანჩესტერი იმიტომ დავტოვე , რომ მოედანზე ხშირად გამოსვლის საშუალება მქონოდა . ეროვნული ნაკრები ? არ ვარ ნამდვილად იმედ გაცრუებული იმ ფაქტის გამო , რომ არ მიძახებენ . თუ დეშამს მიაჩნია , რომ არ ვარ ჯერ ჯერობით მზად , არ უნდა შევხედოთ ამას ისე როგორც კატასტროფას . გავაგრძელებ მუშაობას საკუთარ თავზე და როდესაც ჩათვლის საჭიროდ , ის თავად შემეხმიანება . უდინეზესთან ორი ლამაზი ბურთი გავიტანე , მაგრამ კარიერა ამაზე არ იწყობა და ეს ყველამ კარგად იცის . დაგვიანება ? ყველაფრის ბრალი გაურკვევლობა იყო , დროულად კი მოვედი მაგრამ შემდგომ გახდა ცნობილი , რომ სულ სხვა დროს უნდა ვყოფილიყავი ბაზაზე . ასე მოხდა ორჯერ . ეხლა კი პირველი მივდივარ და ეს საკითხი უკვე დახურულია ” – განაცხადა ბიანკონერის ახალგაზრდა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ .

წყარო : Spaziojuve

7 thoughts on “პოგბა : ” კარიერა ორი ლამაზი გოლით არ იწყობა ”

  1. არ ვიცი რატომ შეიკავა თავი დეშამმა პოგბას გამოძახებისგან, მაგრამ მალე სხვა გზა აღარ ექნება, კიდევ მოუმატებს ჩვენი პოგბუნია :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.