ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განას უარი “იუვენტუსს” : ასამოა მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

ბურკინა ფასოსთან ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ განის ფეხბურთის ფედერაციასა და სამწვრთნელო შტაბს კვადვო ასამოას იტალიაში გამოშვება სთხოვა, თუმცა აფრიკელებმა აპენინელების მოთხოვნას მყისვე უპასუხეს უარით.ანტონიო კონტეს სურდა მარცხენა ფლანგელი ვინოვოს ბაზაზე დაებრუნებინა, რის შედეგადაც კვადვო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა “უდინეზეს” ყოფილ ფეხბურთელს სამხრეთ აფრიკაში დარჩენა და მალის ეროვნულ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება, მესამე-მეოთხე ადგილებისთვის მატჩში.

წყარო : Tuttojuve

42 thoughts on “განას უარი “იუვენტუსს” : ასამოა მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

  1. 1juve
    გუნდს რა უნდა დავუწუნო ვერ ვხვდები…როგორის მოლოდინიც მქონდა,ზუსტად მასეთები არიან ;) რობოტები ხომ არ არიან აბა უკლებრივ ყველა თამაშში ერთი მოტივაციითა და ენთუზიაზმით გავიდნენ მოედანზე, ბოლო წამამდე იბრძოლონ და დაიხარჯონ თუნდაც პესკარასთან ან კიევოსთან მოგების სანაცვლოდ? სეზონის დაუმარცხებლად ჩატარება ბევრს არ შეუძლია, ჩვენ ეს შევძელით და მეტს რას ვთხოვთ გუნდს ვერ გამიგია უბრალოდ…

    სებაზე მე რა აზრიც გამაჩნდა დავწერე ყველაფერი,აი შენ კიდე რა გაინტერესებს და რა არა წარსულსა თუ აწმყოზე მე აღარ მაინტერესებს და რა როგორც გინდა მასე ჩათვალე.:)))
    თუ გაკმაყოფილებს ეგ შედეგი, იყავი კმაყოფილი. ჩემი ასეთი კომენტარები ჯოვინკოს მიმართ, იმით კი არ არის გამოწვეული რომ თუნდაც ფიზიკურ სისუსტეს ვუწუნებდე,ანაც გარეგნულად აღარ მომწონდეს, უბრალოდ მინდა უკეთესი იყოს…რა პერსპექტივა უნდა დავუნაო კაცს 26 წლის არის უკვე და…მიუხედავად იმისა რაც წეღან დავწერე არამგონია რომელიმეზე ნაკლებად გამიხარდეს ჯოვინკოს წარმატება ჩვენს რიგებში.ზოგიერთებისგან განსხვავებით ჩემთვის დე ჩელიეებიც და პადოინებიც თავიანთ პელუზოებიანად იუვენტუსის წარმატებას გარკვულწილად მორგებული გასაღებები არიან და როგორც იუვენტუსის ფეხბურთელებს,უკლებრივ ყველას ვაფასებ,ვინც გუნდში ირიცხება ან ირიცხებოდა თუნდაც. სებას თუ რამე შეეძლო აქამდე უნდა ეჩვენებინა, თუ რამე შეუძლია,მაშ იუვეში რა დროც დაეთმობა მომავალში მაქსიმუმის გაღება მოუწევს, თორე ასე შორს ვერ წავალთ…ამ თავდასხმის ხარჯზე.

  2. _Goga
    რა სუარესი? ვინაა სუარესი? მაგას ნამუსი რო ქონდეს და მის თანაგუნდელებს ან ის მაიკები უნდა გაიძრონ და ან ერთი ადგილი გაანძრიონ
    სუარესი და სება რა შუაშია, ერთი პრემიერლიგაში დასარჩენად ბრძოლობს და მეორე ლიგის და სკუდეტოს მოსაგებად
    მე სულ არ მაინტერესებს ვინ რამდენს აკეთებს გუნდისთვის, მათავარია რო სებაც გუნდის მთავარი ფორვარიდა და სუარესიც

  3. _Goga
    გუნდი არი ისეტი როგორიც მოლოდინი გქონდა? ხოდა მაგ გუნდის მთავარი ფორვარიდა სება და შენ ტუ სებას სიმაღლეს უძუნებ მაგი სხვა საქმე
    აქ ზოგს რო კითხო რატოა სება ცუდი ფეხბურთელი, სუსტია და ყოველ შეტევაზე მინდორზე გდიაო, მინდორზე რო ეცემა თქვენი ტელევიზორები ავტომატურად ითიშება? იმას რა მოყველა აღარ უყურებთ?
    რა სებას ბრალია თუ მის მოქმედებას მცველი ალღოს ვერ უღებს და ჯარიმდება?
    პირლო პენლებივით რო ურტყამს იმ ჯარიმებს ნახევარზე მეტი სებას მოპოვებულია
    წელს კიდე 6 გოლი შეაგდო და ამდენივე საგოლე პასი აქ მეტს რას თხოვ მარცხენა ნახევარმცველს რომელიც დელპიეროს შემცვლელად მოვიდა და მის ადგილზე თამაშობს?
    ახლა არ თქვათ დელპიეროს როგორ ადარებო არც ვადარებ და არც მაინტერესებს აქამდე ვინ რას აკეთებდა(ამ მომენტში) დღეს სება თამაშობს

  4. იუვენტუსის ფან-კლუბი კიარა, ჯოვინკოს ფან-კლუბს უფრო წააგავს აქაურობა. ვარსკვლავი გეგონება კაცს რო გადახედო კომენტარებს. მაშინ, როდესაც მაქსიმუმ შეიძლება საშუალოზე ოდნავ მაღლა მდგომ ფორვარდების რიცხვს მივაკუთვნოთ(ობიექტურად). აი ჩემი სუბიექტური აზრით კი, ერთი “რიგითი/ჩვეულებრივი” ფორვარდია, რომელსაც არაფერი განსაკუთრებულის გამომჟღავნების ძალა არ შესწევს მოედანზე. ვერ ამართლებს ეგ კაცი მასზე დამყარებულ იმედებს…უქომაგეთ რამდენიც გინდათ, ფაქტია რომ ვერ არის ისეთი, როგორის მოლოდინიც გვქონდა.

      1. აბა რაარის? მცველია? ცენტრ.ნახევარმცველი? მეკარე? აჰ, ფლანგელია ხო? :)) კაი რა…დელ პიეროს სავარაუდო შემცვლელს როცა უწოდებენ ფეხბურთელს, მოდის იუვენტუსში როგორც ფორვარდი, უნდა იუვეს მომავალი 10-გახდეს…და მეტს აღარ გავაგრძელებ. ჯოვინკოს გამო ტაქტიკა უნდა შეიცვალოს გუნდმა,ფლანგზე რო ვათამაშოთ და არა ცენტრფორვარდის უკან თუ რა რჩევა გაქვთ კონტეს მიმართ ?
        იუვეს სქემას ჭირდება მოძრავი ხალხი. რაც გუნდში დიდად არ მოითხოვს “ტარანის” ტიპის ფორვარდის ყოლას…მირკო და სება ორივენი (მეორე)ფორვარდები არიან,ანუ რომლებიც ცენტრალური თავდამსმხელის უკან დადგებიან, ათამაშებენ უკლებრივ ყველა თამაშში და შედეგი? არის ეს საკმარისი? 2-0 ის მერე 89წუთზე ჩელსის კარში გოლი და ანგ.3-0, ყოჩაღ. უდინეზესთანაც თუ არ ვცდები მე-3 გოლი. ამასაც არ დავუკარგავ და ყოჩაღ. მაგრამ რეალურად ჯოვინკოს მოგებული თამაში მახსოვს მე 12.12.12… სხვა აღარ მახსენდება ნამდვილად…დანარჩენ შემთხვევებში ან ნორშელანდთან გააქვს მე3 ან კიდე სხვასთან….

        მასე არც სუარესია ფორვარდი, მაგრამ ხომ ვხედავთ რა კარგად იბრალებს და რა კარგადაც გამოსდის? ეგ არის კლასი :)

        1. არ არის რა ეგ ცენტრფორვარდი, არის მეორე თავდამსხმელი და შეუძლია გარემარბად თამაში ……მისი მოვალეობაა თამაშის გამწვავება, მოწინააღმდეგის მცველების მუდმივ დაძაბულობაში ყოფნა, სიღმიდან იერიშების წამოწყება და ა.შ. ისე როგორც ასეთი კლასის აშკარა დეფიციტი აქვს … იოვეტიჩი ჯობია ერთი თავით, მაგრამ იმას სხვა მინუსი აქვს .. ქრონუკული ტრამვიანობა ..

  5. PIto
    რა წარმოდგენის ყოფილხარ ბარსაზე :lool: მესიზე ხო საერთოდ :lool: და აქედანგამომდინარე ფეხბურთშიც მაგრად ხარ
    რა მესი ჩაკეტეს? მესის მთელი საფეხბურთო სამყარო ერთად ვერ ჩაკეტევს
    სება თავბრუსდაახვევს და მერე თვითონ სელტიკი დაახვევს ლიგიდან

  6. მილანი კალიარი ჩვენ სტადიონზე ტარდება. კალიარის სტადიონი უვარგისიაო და ნეიტრალურზე ატარებენ, ტურინში

  7. Q a s r a
    ჯოვინკოს არ გაუჭირდება სელტიკის მცველებთან თამაში, სისწრაფეშიც აჯობებს და ვერც გათვლიან ისინი სებას მოძრაობას
    ხო ანელკა სება კაი წყველი იქნება, მატრი ახლა რას იზამს იმაზეა დამოკიდებული თუ კიდე შეაგდო ალბათ სელტიკთან დააყენებს
    დეჩელიმ სელტითანაც თუ ვერ ითამაშა მერე მართლა უნდა შეცვალოს რამე მის კარიერაში, მე მგონია რო ნელნელა წინ მიდის და თავის საუკეთესო ფორმას უახლოვდება როგორც შარშან იყო
    ბოლო პერიოდში დადებითი უფრო მეტი ჩანს მის თამაშში ვიდრე უარყოფითი და უკვე კაია, ჩაწოდება ალბათ ყველაზე კაია აქ გუნდში

      1. ღადაობთ???? როჯებმა მესი ჩაკეტეს, ჯიოვინკო კბილში არ გაეჩხიროს არავის თავისი მოძრაობით, იმენა ფეხს არ გააშლევინებენ, მაგრად მიტყდება მაგას შავთეთრი რომ აცვია

  8. რა აუცილეებლია ამის თამაში? ასამოას გამო თუ სელტიკს ვერ ვუგებთ მაშინ ჯობია საერთდ შევეშვათ ლიგას, ასამოა კიარა ბუფონი და პირლო რო გამოგვაკლდეს მაინც არუნდა დაეტყოს გუნდს

    1. Celtictan matchshi iqneba swrapi tempi, mat dasakargi araperi ar aqvt da maqsimums gaigeben mat stadionze r0m gamarjvebas miagwion. Aq ar iqneba taktikuri chidili da me2 n0mrad ar iqneba glazg0elebi. Isini dzalisxmier tamashs shem0gvtavazeben da mtavaria am dr0s plangebis gamagreba. Marjvni lixshtaineris imedi maqvs, magram marcxniv?:( dechelie? Peluzo? Giacherini? Pepe mainc iy0s… Centrshi vidali.p0gba.pirlo gaak0ntr0lebs situacias, samarass b0nuchi mixedavs da barzaglis gauval0ba kidev maimedebs. Ai win ki gi0vinco.anelka unda iy0s, radgan seba swrapia da centridan is metad gaixsneba, met tavsatexs gauchens m0winaagmdeges sajarim0s misadgomebtan, ai anelka gind quagliarela ukve sajarim0shi im0dzraveben da sebasgan iqneba tu centridan pasebit m0maragdebian. Didi shecd0ma iqneba matris dayeneba, radgan rbilad r0m vtkvat ,,tlanqia” quagliarela an anelka unda sheuwyvildes sebas, radgan jilkianebi arian. Seba susti kiara pizikurad, magram masze m0dis uamravi jarima da mcvelebis dazapvra r0m ar gaeparot, met yuradgebas miiqcevs da ukve sivrcec gaixsneba. M0kled me ese vpikr0b… Da minimum pres an 1 burtit gamarjvebas m0vip0vebt

  9. ისე მამენტ რატომ ვერ ითამაშებს… 24 წლის არის.. მაგა ჯანზეა.. სამაგიეროდ მერე სერია A-ს ტურშუი დაასვენონ. მთავარია ლიგაზე დაგვეხმაროს

  10. Q a s r a

    ვერ ითამაშებს დასვენება სჭირდება რობოტი კი არაა ))

    ეგეთი მნიშვნელოვანი თუა ბურკინა ფასოსთან პენალტის დარტყმის უფლება მიეცა მწვრთნელს ჯობდა, უნიჭოები რომ მიუშვა ბურთთან..

  11. აუუ რო გამოვრდა განა მეგონა მოვიდოდა რაა და როგორი გამისწორდა ასე რომ მცოდნოდა რათ მინდოდა მგათი გამოვარდნა მოეგო მაინც

  12. ანუ სელტიკთან არ იქნება? მე მეგონა უკვე ტურინში იყო…
    კარგი იქნება ცოტა ხნით მაინც თუ ითამაშებს ანელკა იებთან, ვნახოთ რა ფორმაშია, როგორ არის მოტივირებული, რა შეუძლია და რა აღარ… აბა პირდაპირ სელტიკთან ხო არ უნდა დააყენონ არა?! :lool:

  13. გამეხარდა განა რო გამოვარდა მეთქი ჩამოვა ასამოა სელტიკისთვისთქო მესამესთვის რო იყო თამაში ეგ აღარც მახსოვდა :blin: :blin:

  14. უცებ ასამოა გიანი მეგონა და ……. :lool: :lool: :lool:

    მაგრად მევასებოდა არა და ეგ ფორვარდი, და კიდე ალჟირელი ბელჰაჯი (დე ჩელიეს ეხლაც ჯობია) ……. :boli:

  15. ეეე… ატრაკებენ და უხარიათ ((( მეგონა გამოუშვებდნენ, ვიცოდი იუვე ასამოას გამოშვების თხოვნას რომ გააგზავნიდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.