ნედვედი : ” მზად ვართ ევროპისთვის ”
” მოხარულნი ვართ იმით , თუ როგორი განწყობით მიუდგა გუნდი ამ დაპირისპირებას . ფლორენციელები ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ , მათ ძლიერი სპეციალისტი და სახიფათო გუნდი ჰყავთ . თუმცა , დღეს ჩვენ გვსურდა სამი ქულის მოპოვება და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ სასურველ შედეგს . გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა , ყველა ერთი მიზნისთვის იხარჯებოდა . იანვარში მცირედი პაუზა გავაკეთეთ , თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელია მთელი სეზონის მანძილზე იმყოფებოდე ფორმის პიკზე . დღეისათვის უკვე ფორმაში ვართ და მზად ვართ ევროპისთვის . კარგად მომეხსენება თუ რა დახვედრა გველოდება გლაზგოში , რადგან საკუთარ თავზე მაქვს ეს ყოველივე გამოცდილი . ბოლომდე გავსებული არენა გველოდება და ვფიქრობ ფეხბურთელების დამატებითი მოტივირება აღარ არის საჭირო . გაგვიჭირდება თუმცა დავამტკიცეთ , რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეგვიძლია “ – განაცხადა პაველ ნედვედმა.
წყარო : Juventus.com
ჩემი გულიიიიიიიიიიი მიყვარხარ პაშკა
ეჰ რა დრო იყო რო დაქროდა
