კონტე: ” მეტოქეებს ჯეროვნად ვაფასებთ “
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის მომავალ შეხვედრაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გლაზგოში ურთულეს გამოცდას ელოდება. შეგახსენებთ, ხვალ “ბიანკონერები” თბილისის დროით 23:45 საათზე “სელტიკს” დაუპირისპირდებიან: ” თვალყურს ვადევნებდით “სელტიკის” პროგრესს და ვიცით, თუ რა ფრთხილად გვმართებს ყოფნა. სახლში ძალიან სახიფათონი იქნებიან თავიანთ მეთორმეტე მოთამაშესთან, გულშემატკივრებთან ერთად. დიდი პატივისცემით ვეკიდებით მომავალ მეტოქეებს. კარგად შევისწავლეთ მათი სტილი, ვიცით, რომ მთავარი საფრთხე სტანდარტული მდგომარეობებიდან წამოვა. სკოტ ბრაუნი გუნდის სული და გულია, გარი ჰუპერისნაირი ფორვარდი კი იტალიას ძალიან კარგად მოერგებოდა. ბევრ გუნდს ვერ ჩამოთვლით, რომელიც სახლში “ბარსელონას” დამარცხებას შეძლებს, გასვლაზე კი მხოლოდ დიდ ბრძოლაში დათმობს თამაშს. ” -აცხადებს კონტე.
მთავარია გოლი გავიტანოთ და სელტიკი 3 გოლის გამტანი არაა 2-1 რომც წავაგოთ ტურინში მოუგებთ
ითამაშებს და გაიტანს კიდეც.ეგ უნდა გინდოდეს შენც ანელკა მაგარია
temooo
ანელკა თუ ითამაშებს ისაა საკითხავითქვა მაგის თქმა მინდოდა
არ უთამაშია ფიორესთან
თუ მეტყვით ანელკამ ფიორენტინასთან ითამაშა მეორე ტაიმსში გამოიყვანა კონტემ?
დგეს ანელკა შეაგდებს
კი ანელკა თუ შეაგდო კონტემ მოედანზე მაშინ გაიტანს
რას წერ ვერ გავიგე? ანელკა გაიტანს დებიუტი ტუ შედგა რა არ გაუტანია თუ ცუდი მოთამაშეა
მერე ეგ ის სელტიკია ბარსას რომ მოუგო, არ თქვათ ეხლა მხოლოდ გაუვარდათო, გასვლაზეც თავი შეაკლეს მებრძოლი გუნდია, ძალიან რთული მეტოქეა
