ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” მეტოქეებს ჯეროვნად ვაფასებთ “

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის მომავალ შეხვედრაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გლაზგოში ურთულეს გამოცდას ელოდება. შეგახსენებთ, ხვალ “ბიანკონერები” თბილისის დროით 23:45 საათზე “სელტიკს” დაუპირისპირდებიან: ” თვალყურს ვადევნებდით “სელტიკის” პროგრესს და ვიცით, თუ რა ფრთხილად გვმართებს ყოფნა. სახლში ძალიან სახიფათონი იქნებიან თავიანთ მეთორმეტე მოთამაშესთან, გულშემატკივრებთან ერთად. დიდი პატივისცემით ვეკიდებით მომავალ მეტოქეებს. კარგად შევისწავლეთ მათი სტილი, ვიცით, რომ მთავარი საფრთხე სტანდარტული მდგომარეობებიდან წამოვა. სკოტ ბრაუნი გუნდის სული და გულია, გარი ჰუპერისნაირი ფორვარდი კი იტალიას ძალიან კარგად მოერგებოდა. ბევრ გუნდს ვერ ჩამოთვლით, რომელიც სახლში “ბარსელონას” დამარცხებას შეძლებს, გასვლაზე კი მხოლოდ დიდ ბრძოლაში დათმობს თამაშს. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: football italia

40 thoughts on “კონტე: ” მეტოქეებს ჯეროვნად ვაფასებთ “

  1. მერე ეგ ის სელტიკია ბარსას რომ მოუგო, არ თქვათ ეხლა მხოლოდ გაუვარდათო, გასვლაზეც თავი შეაკლეს მებრძოლი გუნდია, ძალიან რთული მეტოქეა :forza: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.