ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პელუზო : ” გლაზგოში საოცარი ატმოსფერო იყო ”

” მეოთხედფინალამდე ერთი ნაბიჯია ? ჩემპიონთა ლიგის ისტორიას თუ გადავხედავთ , ვნახავთ რომ 0-3 ის შედეგია , რომლის აღმოფხვრა საპასუხო დაპირისპირებაში სრულებით შესაძლებელია და ამიტომაც მშვიდად უნდა მივუდგეთ საკითხს.  ბუნებრივია ეს გამარჯვება დამატებით მოტივაციას გვძენს , რადგან მთელი კვირის მანძილზე აქტიურად ვემზადებოდით . ადაპტაცია ? დიახ , აქ მართლაც პროვინციული კლუბის ატმოსფეროა , იმ კუთხით რომ თითოეული ბოლომდე იხარჯება . რაც ყველაზე სასიამოვნო იყო პირველივე დღეებიდან გახლავთ ის გარემო  რაც მოსვლისას დამხვდა . ეს ძალზედ მნიშვნელოვანია , რადგან თავი მართლაც კომფორტულად ვიგრძენი . სწორედ ამაშია წარმატების საიდუმლო . ჩემპიონთა ლიგა ? ეს ჩემი პირველი თავგდასავლი იყო და განსაკუთრებით სტადიონის ატმოსფერომ მომხიბლა , რომელიც ცოცხლობდა ამ მატჩით . არასოდეს მიმიღია ასეთი რანგის შეხვედრაში მონაწილეობა და ბედნიერი ვარ მიღებული ემოციით . სამწუხაროდ ” რომასთან ” დაპირისპირებაში თანაგუნდელებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დავეხმარები , რასაც ძალზედ განვიცდი . თუმცა , იმედი მაქვს სხვა შეხვედრებში მომეცემა თავის გამოჩენის საშუალება . მთავარია კლუბმა წარმატებულად იასპარეზოს დედაქალაქელებთან “ – განაცხადა ფედერიკო პელუზომ .

წყარო : Tuttojuve

13 thoughts on “პელუზო : ” გლაზგოში საოცარი ატმოსფერო იყო ”

  1. როგორ ფიქრობთ წელს პალერმო გავარდება?
    მე არ მინდა რომ გავარდეს სერია ბში მეცოდება ეს გუნდი მაინც გასავარდნად :loool:

      1. ძაან კაი თუ გავარდება ეგ და სამპდორია იტალიაში კერკეტი კაკლები არიან და ევრო ტურნირებზე როცა გადიოდნენ ხან ცსკა სოფია ახევდა სახეს ხან ლეხი

        1. რას ერჩით ბოლონიას და სამპდორიას, ჯილარდინო გაბიადინი დიამანტი პასკუატო ასეთი ოთხეული ჩვენ არ გვყავს :chuvak:
          სამპდორიაც კაი გუნდია
          გავარდნით პესკარა ატალანტა და სიენა უნდა გავარდეს

  2. :up: სერიოზულად უმატებს ეს ბიჭი თამაშს :yeah: ეს არენდიტ გვყავს ხო მოყვანილი? თუ ეგრეა მაშინ უეჭველი უნდა გამოისყიდონ :love:

  3. კონტეს კიდევ ერთი ნიჭიერება იმაში გამოიხატება რომ საშვალო დონის ფეხბურთელები მოყავს ძალიან იაფად კაპიკებში.. რომლებმაც გადაღლილობის ან ტრავმიანობის პრობლემები არ უნდა დაგვატყონ.. პელოზუ, პადოინი, ჯაკერინი ამის ნათელი მაგალითია, და ძალიან გვეხმარებიან ეს ფეხბურთელები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.