ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პელუზო : ” გლაზგოში საოცარი ატმოსფერო იყო ”

” მეოთხედფინალამდე ერთი ნაბიჯია ? ჩემპიონთა ლიგის ისტორიას თუ გადავხედავთ , ვნახავთ რომ 0-3 ის შედეგია , რომლის აღმოფხვრა საპასუხო დაპირისპირებაში სრულებით შესაძლებელია და ამიტომაც მშვიდად უნდა მივუდგეთ საკითხს.  ბუნებრივია ეს გამარჯვება დამატებით მოტივაციას გვძენს , რადგან მთელი კვირის მანძილზე აქტიურად ვემზადებოდით . ადაპტაცია ? დიახ , აქ მართლაც პროვინციული კლუბის ატმოსფეროა , იმ კუთხით რომ თითოეული ბოლომდე იხარჯება . რაც ყველაზე სასიამოვნო იყო პირველივე დღეებიდან გახლავთ ის გარემო  რაც მოსვლისას დამხვდა . ეს ძალზედ მნიშვნელოვანია , რადგან თავი მართლაც კომფორტულად ვიგრძენი . სწორედ ამაშია წარმატების საიდუმლო . ჩემპიონთა ლიგა ? ეს ჩემი პირველი თავგდასავლი იყო და განსაკუთრებით სტადიონის ატმოსფერომ მომხიბლა , რომელიც ცოცხლობდა ამ მატჩით . არასოდეს მიმიღია ასეთი რანგის შეხვედრაში მონაწილეობა და ბედნიერი ვარ მიღებული ემოციით . სამწუხაროდ ” რომასთან ” დაპირისპირებაში თანაგუნდელებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დავეხმარები , რასაც ძალზედ განვიცდი . თუმცა , იმედი მაქვს სხვა შეხვედრებში მომეცემა თავის გამოჩენის საშუალება . მთავარია კლუბმა წარმატებულად იასპარეზოს დედაქალაქელებთან “ – განაცხადა ფედერიკო პელუზომ .

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri oqropilashvili
11 years ago

მე ძაან მომწონს ეს ბიჭი კარგი ზამენაა :juvee: :juvee: მიდი პელუზოოოო

dato_juventino
11 years ago

პელუ საღოლ ზამ მასე გაგძელეე :forza: :forza:

ლაშა ცხვარაძე

ეს თავიდან არ მინდოდა და ახლა ვხვდები რო კაი არჩევანია მშვენიერი ფეხბურთელია :forza:

datogafo
11 years ago

როგორ ფიქრობთ წელს პალერმო გავარდება?
მე არ მინდა რომ გავარდეს სერია ბში მეცოდება ეს გუნდი მაინც გასავარდნად :loool:

JuventinoToko
11 years ago
Reply to  datogafo

მე მინდა პესკარა, ჯენუა და ბოლონია გავარდეს :)))

bacho kochlashvili
11 years ago
Reply to  JuventinoToko

ძაან კაი თუ გავარდება ეგ და სამპდორია იტალიაში კერკეტი კაკლები არიან და ევრო ტურნირებზე როცა გადიოდნენ ხან ცსკა სოფია ახევდა სახეს ხან ლეხი

Di Francesco # 1
11 years ago

რას ერჩით ბოლონიას და სამპდორიას, ჯილარდინო გაბიადინი დიამანტი პასკუატო ასეთი ოთხეული ჩვენ არ გვყავს :chuvak:
სამპდორიაც კაი გუნდია
გავარდნით პესკარა ატალანტა და სიენა უნდა გავარდეს

d a v i d
11 years ago

:up: სერიოზულად უმატებს ეს ბიჭი თამაშს :yeah: ეს არენდიტ გვყავს ხო მოყვანილი? თუ ეგრეა მაშინ უეჭველი უნდა გამოისყიდონ :love:

11 years ago

კონტეს კიდევ ერთი ნიჭიერება იმაში გამოიხატება რომ საშვალო დონის ფეხბურთელები მოყავს ძალიან იაფად კაპიკებში.. რომლებმაც გადაღლილობის ან ტრავმიანობის პრობლემები არ უნდა დაგვატყონ.. პელოზუ, პადოინი, ჯაკერინი ამის ნათელი მაგალითია, და ძალიან გვეხმარებიან ეს ფეხბურთელები

Giorgi kasrashvili
11 years ago

Aba peluzooo, diskvalipikacia r0 ara, asam0as x0 dat0vebdi skamze:-D:-D:-D

lasha naxucrishvili
11 years ago

თავიდან იყო საშინელებაა
ამ ბოლო დროს კარგად თამაშობს კაია ასე თუ გააგრძელებს

forza bianconeri
11 years ago

კლუბის ბომბარდირთა სია განაახლეთ რა. არასწორია მგონი.

forza bianconeri
11 years ago

თავიდან ძალიან დაბალ დონეზე თამაშობდა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მოუმატა და იმედია გააგრძელებს განვითარებას :up: :juvee:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x