ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სევალოს და პეპიჩს ” იუვენტუსში ” თამაშის უფლება მისცეს

დაიწყო ახალი თავგდასავლი ხოსე ფრანსისკო სევალოსისთვის ტურინის ” იუვენტუსის ” მაისურით . გუშინ ფეხბურთელმა და კლუბმა ყველა ბიოროკრატიული პრობლემები გადალახეს საერთაშორისო თანხმობით და ეკვადორელს უკვე სრული უფლება აქვს იასპარეზოს ბიანკონერის ოფიციალურ მატჩებში . ახალგაზრდა ფეხბურთელი არენდის წესით ჩაირიცხა ტურინულ გრანდში ” დეპორტივა უნივერსიტარიადან ” , ხოლო სეზონის ბოლოს იტალიის 30 გზის ჩემპიონს აქვს უფლება სრულად გამოისყიდოს სამხრეთ ამერიკელის კონტრაქტი . თუმცა , მხოლოდ სევალოს როდი მიეცა ასპარეზობის საშუალება , ანალოგიური უფლება ჰასან პეპიჩმაც მოიპოვა , რომელიც იტალიაში დრეზდენის ” დინამოდან ” გადავიდა : ” 31 იანვარს ჰასან პეპიჩმა და დინამო დრეზდენმა ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს კონტრაქტი . ჩერნოგორიელმა მომენტალურად გააფორმა კონტრაქტი ” იუვენტუსსთან ” , სადაც პრიმავერას ღირსებას დაიცავს . დინამო დრეზდენი მადლობას უხდის პეპიჩს ყველაფრისთვის და წარმატებებს უსურვებს ”  . ჰასანი 1993 წელს არის დაბადებული და ამპლუით შემტევი ნახევარმცველია .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

9 thoughts on “სევალოს და პეპიჩს ” იუვენტუსში ” თამაშის უფლება მისცეს

  1. ესენი კაია მარა იუვეს რუსულ საიტზე წავიკითხე პსჟს გამტამაშებელია კინგსლი კომანა,16 წლის და იმის ყიდვა უნდათ,კადრებით თუ ვიმსჯელებთ :wow:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.