ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” ყველაფერი ჩემი ბრალია “

ანტონიო კონტე “იუვენტუსის” წუხანდელი მარცხის შემდეგ წარუმატებლობის მიზეზებზე საუბრობს. იტალიელი სპეციალისტის აზრით, “ბებერი ქალბატონის” თამაშს დაღლილობამ დაღი დაასვა. ტურინულმა კლუბმა უკვე მეორედ წააგო “ჩემპიონთა ლიგაში” მოპოვებული გამარჯვების კვალად, პირველ შემთხვევაში, “ჩელსის” ძლევის შემდეგ კონტეს გუნდმა “მილანთან” დათმო მატჩი…

ჯერ კიდევ “ფიორენტინასთან” შეხვედრამდე ვთქვი, შვიდ დღეში სამი მატჩის გამართვის იდეა არ მოგვწონდა. იძულებული ვიყავით ძალაგამოცლილებს გვეთამაშა, როცა კიდევ ერთი დღე ძალების აღდგენასა და რეორგანიზებაში დაგვეხმარებოდა. თავის გასამართლებლად მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. გუნდურად ვერ ვითამაშეთ, ხოლო როცა ასე ვიქცევით, ნებისმიერს შეუძლია, გვძლიოს. ეს მაშინ ხდება, როცა სათამაშო ნოტების ფურცელს უგულებელვყოფთ. გულდასაწყვეტია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი თავისთვის, მარტო თამაშობდა.”

ჩემი კომპლიმენტები “რომას”, ეს ახალი გუნდია, ასე რომ არც მათი თამაშის შესწავლის საშუალება გვქონია. ცოტა მეტი ინფორმაცია რომ გვქონოდა, შეიძლება, უკეთესი შედეგი გვეჩვენებინა. ვწუხვარ, რომ ის ერთი დღე არ მოგვეცა დასასვენებლად. იმედია, მომავალში, სათამაშო ცხრილების შედგენისას, იმ გუნდების მიმართ, რომლებიც ევროპაში იტალიის სახელს იცავენ მეტი პატივისცემა იქნება გამოვლენილი.

“სელტიკთან” ორი ნაბიჯით წავიწიეთ წინ, “სტადიო ოლიმპიკოზე” კი ერთი გადავდგით უკან. იმედია, მომავალში შევძლებთ იმ მოწიფულობის ჩვენებას, რაც ჯერაც გვაკლია. გუნდს ვესაუბრე და ვთხოვე ეთქვათ, ვინ გრძნობდა, რომ გადაღლილი ან ემოციურად გადატვირთული იყო. ყველამ მითხრა, რომ კარგ ფორმაში იყვნენ და მეც ის კოლექტივი შევარჩიე, ვინც, ჩემი აზრით, საუკეთესოდ გაართმევდა დავალებას თავს. მოედანზე რომ სხვა გუნდი გამომეყვანა, მაინც მე დამადანაშაულებდნენ, ასე რომ მწვრთნელის ნებისმიერი გადაწყვეტილება ყოველთვის რისკის ქვეშაა. ის თავდამსხმელები, რომ გამომეცვალა, რომლებსაც ბოლო შეხვედრებში რეგულარულად გაჰქონდათ, არც მაშინ გადავურჩებოდი კრიტიკას. ”

საწყენია, რომ წავაგეთ და ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. ვეცდებით ეს გაკვეთილად გამოვიყენოთ. დატვირთული განრიგი მომავალშიც გვექნება, მაგრამ მასთან განმკლავება უნდა ვისწავლოთ, გუნდი გუნდად უნდა დარჩეს, თორემ ადგილიდან ვერ დავიძვრებით. კონკრეტულად არავისზე ვსაუბრობ, მთლიანი გუნდი არ მომეწონა, არცერთი ფეხბურთელი არ მომეწონა. ”

ასამოა ექვსი კვირა ნაკრებთან ერთად იყო და ზოგს ისიც კი უნდოდა, რომ ჯერ კიდევ “სელტიკთან” მიმეცა მისთვის თამაშის საშუალება. წყლიდან ამოყვანილ თევზს ჰგავდა, რადგან რამის თვენახევარი არ ევარჯიშა გუნდთან ერთად. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ უცხო სხეულივით ყოფილიყო გუნდში. ”

გუშინ მაცარის კონტეს მიერ განრიგთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირება სთხოვეს. “ნაპოლის” დამრიგებელმა განაცხადა, რომ მის გუნდს მხოლოდ ორი დღეს მიეცა “სამპდორიასთან” მატჩამდე მოსამზადებლად, მაგრამ ამაზე ჩივილი არც მოსვლია აზრად. მაცარის რეპლიკაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს კონტესაც, მაგრამ “იუვენტუსის” თავკაცმა ემოციების მოთოკვა ვეღარ შეძლო: ” ჩვენ შვიდ დღეში სამი თამაში ჩავატარეთ, რამდენი ჩაატარა “ნაპოლიმ”? ამის გამოთვლა არც ისე ძნელია. “

“ასეა თუ ისე ყველა გუნდს, რომელიც ევროპულ პირველობებზე გამოდის, ანგარიში უნდა გაეწიოს. ” -აცხადებს კონტე

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

43 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Nodari gogaladze
11 years ago

მე პირადათ არავის ვადანაშაულებ გუშინდელ შეხვედრაში, გადაღლილი იყო გუნდი… არაუშავს ყველა მატჩს ვერ მოიგებ მთავარია 1-ზე ვართ და ლიგაზეც საქმეები კარგად მიგვდის… ახლა სიენას დავადებთ და ისევ შევიქმნით განწყობას…მაცარის უსირცხვილო დედა რა ვთქვი პლზენმა რა უქნა …. ფორზა იუვე , ფორცა კონტე :juvee:

valeri tokhadze
11 years ago

შენი რა ბრალია ფეხბურთელები არ გყავს და რას იზამ

Giorgi kasrashvili
11 years ago

Martali xar nachke dzma! Germaniashi bavaria/d0rtmundia da + shalke espanetshi barsa/reali r0mlebic chempi0n0bistvis ibrzvian, dalshe atletiko-valensia-sevilia-malaga sagzurebistvis. inglisshi chempi0n0bistvis manche/chelsi axlad gam0mcxvari siti da arsena-live-t0tenh sagzuristvis. Saprangetshi psj ukve didi xani uk0nkurento iqneba, dalshe li0ni/marseli @ mivadeqit italias: juve-milani-napoli-interi + r0ma-lazio-fi0rentina AI K0NKURENCIA DA CHEMPI0NATI! Seria-A umagresi ligaa tavisi plius/minusebit! Im espanetis chempi0natis dedac, r0melic sh0tlandiis chempi0nats daemsgavsa, gunds me2 adgil0santan m0gebaze 1.57 kushi aq t0:D da es gundi realia:D an germania ras daemsgavsa ra:-q verderi-shalke-shtutgarti qvevit yria da zevit gladbaxi-anitraxti-mainc-fraiburgi at*ra*kebs:-D m0kled ra…

Vento_Di_Passioni
11 years ago
Reply to  Nachke

იმიტომ მევასება სერია ა რომ ბევრი გუნდი თამაშობს, დალშე ბუნდესლიგაში 3 გუნდი, პრიმერაშიც 3, საფრანგეთში 1 :lool: და პრემიერლიგაც მაგარი ჩემპიონატია

Vento_Di_Passioni
11 years ago
Reply to  Nachke

საღოოოლ :lool: ანუ 2 წლის მერე შეიძლება ჩაუჯდე პრემიერლიგასაც:D:D ისე იმ დღეს მომასწრო ლივერპული რომ გახდება ჩემპიონი, პროსტა ისე მუღამისთვის :lool:

levani gordadze
11 years ago

საფრანგეთში რომელია ის ერთი გუნდი?

Vento_Di_Passioni
11 years ago

Nachke
შენ რასაც ამბობ ეგ სხვა დროს თქვა, მე ვამბობ მილანი-იუვეს წინა დღეს რომ გამოვიდა, დაჟე ცნობილაძემაც თქვა თამაშისას და დაასხეს თავზე

levani1992
11 years ago

უნამუსო მაცარის შეახსენოს ვინმემ რო იუვეს 0-3 მოიგო სელტიკთან გასვლაზე და მაგისმა უსირცხვილო გუნდმა სახლში წააგო პლზენთან იგივე ანგარიშით, არაა განსხვავება? მეზიზღება უკვე ნაპოლიც, რა თქმა უნდა ინტერის და მილანის შემდეგ!!!

lasha naxucrishvili
11 years ago
Reply to  levani1992

სირცხვილი ეგაა აბა რა რა სასტავი გაიყვანა და როგორ წააგეს თან ვისთან აი ეგაა მართლა სირცხვილი

lasha naxucrishvili
11 years ago

თავიანთ სტადიონზე ბრწყინვალე ნაპოლიმ :lool:

Di Francesco # 1
11 years ago

Vento_Di_Passioni
არაა მერე სწორი? პარასკევს რო ითამაშა მილანმა რატო ითამაშა?

Vento_Di_Passioni
11 years ago

რა არის სწორი თუ ძმა ხარ :lool: ხოდა გამოვიდა აგერ სტატიაშიც წერია რომ ანგარიში უნდა გაეწიოსო და მაგასთან მაქ საქმე თუ მართლა მასე ფიქრობს შარშან არ უნდა ეთქვა მასე თქო

Di Francesco # 1
11 years ago

Vento_Di_Passioni
რა უნდა ექნა მილანი იყო მთავარი კონკურენტი და გამოსულიყო და რაღცაეები ელაპარაკა მილანს ხელი შეუწყვეთო?
მეც გითხარი როცა დაჩაგრეს ნაპოლი გამოვიდა თქვა თავის სიტყვა, მიალნსაც იგევე რო გაუკეთონ კიდე იტყვის

Vento_Di_Passioni
11 years ago

მილანი-იუვენტუსი რომ იყო შარშან მაგის წინა დღეს გამოვიდა და მილანი რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს კალენდარს სპეციალურად უდგენენო თქვა ამ ცენზურამ და არ უნდა ეთქვა თქო იმას ვამბობ

lasha dolidze
11 years ago

Tqven tqvens pizkulturis maswavlebels mixedet ra :)))))))))) alegrize cudi mgoni Chemi bavshvobis mwvrtneli ar ari)))) da konte ro sauketesoa italiashi shenc ici

datogafo
11 years ago

მილავინს რომ მსაჯები ყველგან და ყოველთვის რომ ეხმარებიან რათ უნდა ამას ბაზარი ყველაფერი ბერლუსკონის ბრალია ეგ მართლა ცენზურა .უდინეზესთან რომ დაუდეს პენალი ეგ რაღა იყო? სად იყო პენალტი?და ამ ყველაფრის შემყურე კონტეს როგორ ფიქრობ რა უნდა ეთქვა?კი იყო პენალი და მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოვო?დიდი უსამართლობაააააააა იტალიაში.

lasha dolidze
11 years ago

Milans vin dachagravs?!)) shors ro ar wavidet,paraskevs atamashes parmastan,magram milans paraskevs kiara 1tvit adre ro etamasha mainc araperi eshveleba barcastan))) tumca me milanisken var mxolod imito ro italiuri klubia

datogafo
11 years ago

აფსოლიტურად მართალია კონტე.კონტე იტალიაში საუკეთესო მწვრთნელია ამში ვერავინ შემედავება იუვე ჩემპიონია წელს.მომავალ წელსაც და კიდევ :forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

Vento_Di_Passioni
ნუ გვილანძღავ რა კონტეს
შარშან მილანმა შეარცხვინა იტალია და წელს იუვე ყველას აოცებს კაი თამაშით მემგონი განსხვავება არი
და კიდე კონტეს არ ეშლება სამართლიანობა როცა საჭირო იყო ნაპოლისაც დაუდგა გვერდით

Vento_Di_Passioni
11 years ago

რომელ შერცხვენაზე ლაპარაკობ 2 პენალი რომ დაუდეს ბარსას მანდ შერცხვა მილანი? და კონტეს სამართლიანობაზე კიდე გარკვევით დავწერე და მაგალითიც მოვიყვანე

Di Francesco # 1
11 years ago

doLLa
წაგებით ყველა აგებს და რომზე უკეთეს ადგილს სად ნახავ წასაგებად უბრალოდ ძალით რატო უნდა წააგო? როცა არი შანსი რო მოიუგო და არ იყენებ ამ შანსს
მატრი – უჩინიჩს რო აყენებს შეტევაში ორ უსაქმურს იქ თუ არ დააჯექი თავზე რომას და კარის ხაზის წინ თუ არ მიუგორე თავდამსხმელებს ბურთი ისე ვერ შეაგდებენ
მე არ მახსოვს გუშინ რომას დაცვაში ვინ იდგა, თქვენ გახსოვთ?
მე თამაშის დროს იუვეს ფეხბურთელებს ვაკვირდები და იქედან გამომდინარე რო იუვეს შემტევებს აარნაირი კონტაქტი არ ქონდა მცველებთან ვერ მცველები შევამჩნიე

Vento_Di_Passioni
11 years ago

“ასეა თუ ისე ყველა გუნდს, რომელიც ევროპულ პირველობებზე გამოდის, ანგარიში უნდა გაეწიოს. ” -აცხადებს კონტე

ეს წურბელა კაცი ეს ეხლა აწუწუნდა კალენდარზე, თურმე 7 დღეში 3 თამაშის გამართვა ძნელია, შარშან დედა მოიხნა ამ ცენზურა კაცმა მილანს რომ შეღავათებს უწევდნენ კალენდარში და თურმე ეხლა საჭირო ყოფილა და მეტი პატივისცემა უნდა იქნეს გამოვლენილი. თფუ, იმენა მეზიზღება ეს მტირალა, როცა მილანზეა საქმე ყველაფერი უსამართლოდაა და როცა იგივე თავის გუნდზეა მაშინ სამართლიანია

david david
11 years ago

შეღავათი გამიკეთეთო თქვა სადმე? ანგარიშის გაწვა და შეღავათის გაწევა სხვადასხვა რამეა,

Vento_Di_Passioni
11 years ago
Reply to  david david

კარგად თუ დააკვირდები ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა

david david
11 years ago

როგორ გეკადრებათ მილანთან უსამართლობას რა უნდა,ეგ ხომ წარმოუდგენეი ფაქტია, მილანსი ნაირი სუფთა გუნდი მეორე არ არის იტალაიში

lasha dolidze
11 years ago

Da xo,Chemi subieqturi azria ro Napoli ver moigebs dges)))

david david
11 years ago
Reply to  lasha dolidze

მეც ეგრე მგონია

lasha dolidze
11 years ago

Iuve kiara barcac agebs,mere ra moxda?! Mtavaria ro pirvelze vart! Da konte ari yvelaze magari… Yvela wagebas tavis tavze igebs. Welsac chven viqnebit chempionebi da liga tu ver moviget arc eg iqneba tragedia. Liga kontem kiara lipim ver moigo,tan ra gundi yavda da seria ac sauketeso iyo mashin,ase rom 2 sezonshi tu moitxovt yvelapris mogebas

suonsi
11 years ago

არა კონტე შენ რა შუაშია ხარ? მე და ტოტი ვართ დამნაშავე :D

lasha naxucrishvili
11 years ago

მაგარი არ გაგვიმართლა რა სელტიკთან გასვლაზე ეხლა რომასთან გასვლაზე :mad: ჩელსის შემდეგ მილანს შევხვდით სელტიკის შემდეგ რომას :mad: კიდევ კაი სელტიკი კარგად გამოვტენეთ თორე ლიგამდე ნაპოლისთან გვაქ თამაში. გუნდი რო გადამწვარი იყო შეიძლებოდა კვალი ჯიოვინკოს ჩასმა თავიდანვე რა არა მასე ?! პირველ ტაიმში არ ვიყავით ცუდები აი მეორე საერთოდ აურიეს.

dito ziraqadze
11 years ago

არა რა რას გვიშვება ეს კონტე გუნდიდან უნდა წავიდეს დაუყოვნებლივ :lool: :lool: :lool:

11 years ago

გუნდი მოიგებს და ცაში აიყვანთ ხოლმე, ერთხელ წააგებენ და მიწასთან ასწორებთ, ხშირად ხდება ამ ბოლო დროს ესეთი რაგაც ამ საიტზე. კარგად ვიმახსოვრებ ვინ რას იძახის ყოველი თამაშის მერე. დელნერი რო იყო და სულ რო აგებდნენ მიჩვეულები იყავით და ამხელა ემოციები არ გქონდათ, კონტეს ხელში წაუგებლად მოიგეს სკუდეტო და რა გინდათ ეხლა აღარ წააგონ არასდროს თუ როგორაა თქვენი საქმე :mrgreen:
ვინც ვერ ხედავს რო ნელნელა გუნდი წინ მიდის ყველანაირი საფეხბურთო თვალსაზრისით არ ცოდნია ფეხბურთი რა არის საერთოდ.
:juventus: :love:

delpieronedved
11 years ago

ისე ნეტა რავის ყიდვას აპირებენ ლორენტეს გარდა ზაფხულში :?:

bacho kochlashvili
11 years ago

ნუ იცით ხომე ბიჭო ესე . სელტიკთან ხო იყვნენ ნიჭიერები ჩემი სასტავიო და ხალხი თავს რო ევლებოდა გადაიღალა ძმაო გუნდი და ყველ თამაშის მერე აზრს ნუ ცვლით ხომე ძალიან კარგად ითამასდეს გუშინაც ნაგიჟარი გლაზგოს მერე

delpieronedved
11 years ago

სება რას შვებოდა საერთოდ მაგას რაღა დაემართა ან მირკოს კიდე

delpieronedved
11 years ago

უნიჭოებითაა სავსე გუნდი

bacho kochlashvili
11 years ago

:forza:

Di Francesco # 1
11 years ago

ის თავდამსხმელები, რომ გამომეცვალა, რომლებსაც ბოლო შეხვედრებში რეგულარულად გაჰქონდათ, არც მაშინ გადავურჩებოდი კრიტიკას. ”არ გეკადრება კონტე, ზუსტად მაგიტო ხა დიდი ტრეინერი რო მასეთი რაღაცეები გათვალო, რას დაეძებ რას იტყვიან
” ასამოა ექვსი კვირა ნაკრებთან ერთად იყო და ზოგს ისიც კი უნდოდა, რომ ჯერ კიდევ “სელტიკთან” მიმეცა მისთვის თამაშის საშუალება. წყლიდან ამოყვანილ თევზს ჰგავდა, რადგან რამის თვენახევარი არ ევარჯიშა გუნდთან ერთად. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ უცხო სხეულივით ყოფილიყო გუნდში.
კიდე კაი რო თქვა თუარა აქ ზოგს კიდე ჯერა რო კონემ შეცდომა დაუშვა რო სელტიკთან არ დააყენა
ისე იძახოდნენ ასამოა რო არ იყოს რა გვეშველებაო ვითო მესი გვაკლდებოდა :chuvak:

| Newsphere by AF themes.
43
0
Would love your thoughts, please comment.x