მაურინიოს კუალიარელა უნდა
მადრიდის “რეალის” დამრიგებელი ჟოზე მაურინიო ჟურნალისტებთან საუბრისას სატრანსფერო ფანჯარასა და კუალიარელა-იგუაინის გაცვლაზე არსებულ ჭორებს ეხმიანება. პორტუგალიელი სპეციალისტი ფაბიო კუალიარელას მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს და ერთ დღეს მისი თავის დაქვემდებარებაში ყოლის სურვილსაც გამოთქვამს: ” ახლა “ჩემპიონთა ლიგაზე” ვართ გადართულები, ჯერაც არსებობს მისი მოგების შანსი და მისი გამოყენებას გვსურს. კუალიარელა შესანიშნავი ფორვარდია, იტალიაში კი მას ჯეროვნად არ აფასებენ. ყოველთვის პატივს ვცემდი ფაბიოს და ნამდვილად ვისურვებდი ერთხელაც ჩემს გუნდში აღმოჩენილიყო. ” -არის ეს უბრალოდ სიმპათია თუ სერიოზული განზრახვა მალე გამოჩნდება, ესპანური პრესა კი გაცვლის რეალურობაზე წერას განაგრძობს. “იუვენტუსი” თავდამსხმელის ძიებაშია, შევსებას კი “სამეფო” კლუბის მესვეურებიც ეძებენ.
კვალის რომ იგუანის რა პონტში ადარებთ სირცხვილია პროსტა :))) ტიპი 5 წელია რეალშია და უძლიერეს გუნდებს ეთამაშებოდა და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ბოლოს და ბოლოს 25 წლისაა და მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები, როდესაც კვალი 30 წლისაა და უკვე ასრულებს კარიერას და შედეგი დიდი არაფერი
მაურინიო ხედავს კვალოს მადრიდიდან და ჩვენ გვყავს და არ ვაფასებთ კონტე გაახილე თვალები ესეთი თავდამსხმელი ჩვენ არ გვყავს