ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე – 2011/12 წლის საუკეთესო მწვრთნელი

ფლორენცია – პრემია 2011/12 წლის ” ოქროს სკამი ” , წილად ერგო ანტონიო კონტეს !!! მეორე პოზიციაზე ვინჩენცო მონტელა გავიდა , რომელმაც 11 ხმა დააგროვა , ხოლო მესამეზე უდინეზეს თავკაცი ფრანჩესკო გვიდოლინი 8 ხმით . საერთო ჯამში გამოკითხვაში მონაწილეობა 62 – მა სპეციალისტმა მიიღო  და აქედან 32მა საუკეთესოდ ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი დაასახელა : ” დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკლებლივ ყველას , ვინც მხარი დამიჭირა და პრიზის მოპოვებაში დამეხმარა . ეს გახლავთ აღიარება , რომლისკენაც უკლებლივ ყველა სპეციალისტი მიიღწვის . ეს გახლავთ სტიმული მომავალი გამარჯვებებისთვის . მადლობა კოლეგებს , მათი აღიარება ნამდვილად ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ფეხბურთელების ასოციაციაციასაც გადავუხადო მადლობა სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელის პრემიისთვის . სხვათაშორის ” ბარიში ” მუშაობის პერიოდში ” ვერცხლის სკამი ” მოვიპოვე , ასე რომ პროგრესირება უნდა გაგრძელდეს ” .

კონტემ კომენტარი ვინოვოზე დანიშნულ ადრეულ წვრთნას გაუკეთა , რომელიც ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიმართება …

” ადრეული სესია , რომელიც პირველად ნამდვილად არ ხორციელდება . რამდენიმე ფიზიკური და ათლეტური ტესტი ჩაბარდება , როგორც იყო დაგეგმილი . ეს ყოველივე სადამსჯელო ქმედება არ გახლავთ . არ არის ნამდვილად იმისი საბაბი , რომ ბიჭები დავსაჯო . პირიქით , მათი დახმარებით მოვიპოვე სკუდეტოც და ეს პრიზიც , რომელიც ეხლა ხელში მიჭირავს . წელიწად ნახევრის განმავლობაში გუნდმა გიგანტური ნაბიჯი განახორციელა . რატომ ვკითხე ვინ იყო მზად რომაული მატჩის წინ ? დიდი პასუხისმგებლობით , რომ შეხვედროდნენ ამ დაპირისპირებას ” .

კონტემ არ აუარა გვერდი ტოტის უხეშ თამაშს პირლოს წინააღმდეგ …

” მივულოცე ულამაზესი გოლი , რომელიც გაგვიტანა . ჩვენთან დაპირისპირებისას მან ერთი ლამაზი და ერთი ბინძური სვლა გააკეთა . იმედი მაქვს თავიდან ნახავს ამ ეპიზოდს თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ბოდიში უკვე მოიხადა და ისედაც პირლოსთან მეგობრობს ” .

ჩემპიონთა ლიგა …

” პირველი შემთხვევაა როდესაც ყველა ფრონტზე ვიბრძვით , ნუ ეხლა უკვე იტალიის თასის გამოკლებით . ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას არანაკლები ფიზიკური და მორალური ენერგია მიაქვს . თუმცა ამასთანავე საკუთარ პროექტზე ვზრუნავ , რომელიც მიზნად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებს ისახავს . წელს მნიშვნელოვნად მოვუმატეთ . ეს ყველას კარგად მოეხსენება და გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ მთავარი , გამარჯვებების მოპოვება აშენების გარეშედაც არის შესაძლებელი ” .

” ნაპოლიმ ფრედ ითამაშა შინ ? მე საკუთარ გუნდზე ვარ კონცენტრირებული . ვფიქრობ იმაზე , რომ რაც შეიძლება მალევე უნდა დავუბრუნდეთ გამარჯვების გზას . მარცხი შესაბამისად უნდა გადავიტანოთ და არა სახეზე ღიმილით , შეუძლებელია მარცხში რაიმე პოზიტივს ხედავდე . როგორ გავაჩეროთ მესი ? იარაღით ალბათ … ( იცინის ) ხუმრობით უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ანტონიომ , რომელიც ეფუძნებოდა მილანის მრისხანე კონკურენტს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში . ისეთი მრისხანის , რომ ბერლუსკონიმ ალეგრის ურჩია კიდეც , რომ მესის წინააღმდეგ პერსონალური მეთვალყურეობა დააწესონ : ” საბედნიეროდ ანდრეა ანიელი არასოდეს არ მაძლევს რჩევებს . ხაზი მინდა გავუსვა , საბედნიეროდ არ მაძლევს ” .

 

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
11 years ago

აი ბაიერნი არ შეიძლება ეგრე ლაპარაკი ბაიერნი ძალიან ძლიერია და ნუ დასცინით

lasha dolidze
11 years ago

ბავარიას რა ჭირს დასაცინი? გუნდი კიარა მანქანაა,ძაან მაგარ ფორმაში არიან. კროოსი ყავთ ძაან მაგარი. ჩემი ოცნებსა ვილშერი იუვეში.ძაან მაგარია!!!

Giorgi kasrashvili
11 years ago

Dzma arsenali saxelia darchenili, midi shedi flashsc0rze mainc da naxe ra sastavi yavs. Jer mekaris saxeli ver wavikitxe ena gamityda:-D mere kide arteta-cas0rla-p0d0lski.jiru.wolk0ti.sania.r0sicki.ramsy.wylshiri.c0leshirio da ravici ra chemberlendi da gervini0 yavs kide magrebi:-D chempi0natshi wigan.astonvila.n0rvich.suonsi ap0bs da bavariam tu m0ug0 sag0l germanelebs:-D

lasha dolidze
11 years ago

არსენალი ბაზარი არაა,გეთანხმები მაგრამ ბავარია არ ვარგაო მაგაზე ვერ დაგეთანხმები ვერანაირად, ესეთი ძლიერი შარშან არ ყოფილან. ალიანს არენაზე უშანსოდაა ყველა (ბარსას გაედა,ბარსა სხვა თემაა ვაბშე) არ გეგონოს რო ბავარია მევასება ან გერმანული ფეხბურთი,პირიქით,პროსტა წელს ძაან მაგარ ფორმაში არიან.

datogafo
11 years ago

დღეს არსენალისკენ ვარ რადგან მინდა რომ ბუნდესლიგას წარმომადგენლები რაც შეიძლება მალე გამოეთისნონ და პირიქით სერია ა წინ წავიდეს,ვისურვებ იმასაც რომ მილანიც გავიდეს მეოთხედ ფინალში და მერე იუვეს შეხვედროდეს :forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

Q a s r a
361 თამაშში 219 გოლი, ასეთი შედეგიანო რომელია მესის და რონალდოს გარდა?

Giorgi kasrashvili
11 years ago

Gomesi-Mandzukichi magrebi arian x0?:-D p.s. Martalia ra r0m yvelas sxvadasxva xedva aqvs:) ra g0mesi ra mandzukichi to:-D

arseni
11 years ago

მანჯუკიჩი მშვენიერი თავდამსხმელია, განსაკუთრებით გერმანულ ფეხბურთს ერგება ..

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  arseni

გომესი რატო იყო არამშვენიერი? :chuvak: ერთერტი საუკეთესოა თუ საუკეთესო არა მის პოზიციაზე მსოფლიოში

Di Francesco # 1
11 years ago

ჩვენ თუ ვიყიდით სუპერმარიოებს დაპირისპირება იქნება იუვე – მილანი

| Newsphere by AF themes.
41
0
Would love your thoughts, please comment.x