ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე – 2011/12 წლის საუკეთესო მწვრთნელი

ფლორენცია – პრემია 2011/12 წლის ” ოქროს სკამი ” , წილად ერგო ანტონიო კონტეს !!! მეორე პოზიციაზე ვინჩენცო მონტელა გავიდა , რომელმაც 11 ხმა დააგროვა , ხოლო მესამეზე უდინეზეს თავკაცი ფრანჩესკო გვიდოლინი 8 ხმით . საერთო ჯამში გამოკითხვაში მონაწილეობა 62 – მა სპეციალისტმა მიიღო  და აქედან 32მა საუკეთესოდ ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი დაასახელა : ” დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკლებლივ ყველას , ვინც მხარი დამიჭირა და პრიზის მოპოვებაში დამეხმარა . ეს გახლავთ აღიარება , რომლისკენაც უკლებლივ ყველა სპეციალისტი მიიღწვის . ეს გახლავთ სტიმული მომავალი გამარჯვებებისთვის . მადლობა კოლეგებს , მათი აღიარება ნამდვილად ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ფეხბურთელების ასოციაციაციასაც გადავუხადო მადლობა სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელის პრემიისთვის . სხვათაშორის ” ბარიში ” მუშაობის პერიოდში ” ვერცხლის სკამი ” მოვიპოვე , ასე რომ პროგრესირება უნდა გაგრძელდეს ” .

კონტემ კომენტარი ვინოვოზე დანიშნულ ადრეულ წვრთნას გაუკეთა , რომელიც ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიმართება …

” ადრეული სესია , რომელიც პირველად ნამდვილად არ ხორციელდება . რამდენიმე ფიზიკური და ათლეტური ტესტი ჩაბარდება , როგორც იყო დაგეგმილი . ეს ყოველივე სადამსჯელო ქმედება არ გახლავთ . არ არის ნამდვილად იმისი საბაბი , რომ ბიჭები დავსაჯო . პირიქით , მათი დახმარებით მოვიპოვე სკუდეტოც და ეს პრიზიც , რომელიც ეხლა ხელში მიჭირავს . წელიწად ნახევრის განმავლობაში გუნდმა გიგანტური ნაბიჯი განახორციელა . რატომ ვკითხე ვინ იყო მზად რომაული მატჩის წინ ? დიდი პასუხისმგებლობით , რომ შეხვედროდნენ ამ დაპირისპირებას ” .

კონტემ არ აუარა გვერდი ტოტის უხეშ თამაშს პირლოს წინააღმდეგ …

” მივულოცე ულამაზესი გოლი , რომელიც გაგვიტანა . ჩვენთან დაპირისპირებისას მან ერთი ლამაზი და ერთი ბინძური სვლა გააკეთა . იმედი მაქვს თავიდან ნახავს ამ ეპიზოდს თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ბოდიში უკვე მოიხადა და ისედაც პირლოსთან მეგობრობს ” .

ჩემპიონთა ლიგა …

” პირველი შემთხვევაა როდესაც ყველა ფრონტზე ვიბრძვით , ნუ ეხლა უკვე იტალიის თასის გამოკლებით . ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას არანაკლები ფიზიკური და მორალური ენერგია მიაქვს . თუმცა ამასთანავე საკუთარ პროექტზე ვზრუნავ , რომელიც მიზნად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებს ისახავს . წელს მნიშვნელოვნად მოვუმატეთ . ეს ყველას კარგად მოეხსენება და გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ მთავარი , გამარჯვებების მოპოვება აშენების გარეშედაც არის შესაძლებელი ” .

” ნაპოლიმ ფრედ ითამაშა შინ ? მე საკუთარ გუნდზე ვარ კონცენტრირებული . ვფიქრობ იმაზე , რომ რაც შეიძლება მალევე უნდა დავუბრუნდეთ გამარჯვების გზას . მარცხი შესაბამისად უნდა გადავიტანოთ და არა სახეზე ღიმილით , შეუძლებელია მარცხში რაიმე პოზიტივს ხედავდე . როგორ გავაჩეროთ მესი ? იარაღით ალბათ … ( იცინის ) ხუმრობით უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ანტონიომ , რომელიც ეფუძნებოდა მილანის მრისხანე კონკურენტს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში . ისეთი მრისხანის , რომ ბერლუსკონიმ ალეგრის ურჩია კიდეც , რომ მესის წინააღმდეგ პერსონალური მეთვალყურეობა დააწესონ : ” საბედნიეროდ ანდრეა ანიელი არასოდეს არ მაძლევს რჩევებს . ხაზი მინდა გავუსვა , საბედნიეროდ არ მაძლევს ” .

 

წყარო : Tuttosport

41 thoughts on “კონტე – 2011/12 წლის საუკეთესო მწვრთნელი

  1. ისე ბავარიას ფანებისთვის რო გეკითხა გომესი საუკეთესო თავდამსხმელი იყო და მანძუკიჩმა ამოაგდო სასტავიდან
    ისე მანძუკიჩი რო ამოგაგდებს სასტავდან მერე უნდა შეეშვა ფეხბურთს :chuvak:

  2. ლიგაზე ჯერ ერტიანი არ ყოფიალ და დღეს წამოვა უეჭველი არსენალი მოიგებს
    ბავარია რა გუნდიცაა თავის მანზუკიჩებით დღეს გამოჩნდება

  3. იუვე-ბავარია 1-4 რა პონტში წამოვიდა არ ვიცი (“დაიგრუზა” ალბათ “იგროკების” ენაზე), მაგრამ ოლიჩმა რომ თამაშგარედან გაიტანა გოლი, როდესაც ანგარიში გახდა მეორე ტაიმში 1-2 / ეგ ცნობილია, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მაშინ.. ფრეზე იუვე გადიოდა ჯგუფიდან და ბავარია რჩებოდა //

  4. რა შანსი აქვს მილანს ბარსელონასთან ? ../ ძალიან მცირე …. ჩემის აზრით საპატას ნაცვლად შუაში იეპესი უნდა დადგეს, ასაკოვანია, მაგრამ იბრძვის და წინაც მიდის, განსაკუთრებით სტანდარტულების დროს არის სახიფათო.. და + ბარსელონასთან 3 შემტევით გამოსვლა არ იქნება გამართლებული ../ ელ შაარავი თუ ჩადგა უნდა დააყენოს../ და პაცინი უნდა იყოს კიდევ, ნიანგი ძალიან გამოუცდელია ჯერ ასეთი დონის თამაშებისთვის.. პაცინის თუ გამოუვიდა (განსაკუთრებით საჯარიმოს ხაზთან ბურთის მიღება და მოულოდნელი დარტყმები) თამაში შეიძლება დუბლიც გააკეთოს / ნიანგს პიკე და პუიოლი გააქრობენ მოედნიდან .. ჩამშლელზე ალბათ ჯერ ამბროზინი უნდა დადგეს, მერე თუ აურია და ჩეხვა დაიწყო მუნტარით შეცვალონ, მის წინ მონტი და ნოჩე, ფორვარდების უკან ბოატენგი ……….// ისე ბოატენგი და ტიაგო სილვა შარშან მილანს (+გატუზო) ბარსელონასთან ვერცერთ თამაშში ვერ დაეხმარნენ .. ეგენი რომ ყოფილიყვნენ ბარსელონა ან გავიდოდა და არა (ჯერ მსაჯმა რეები წაიკადრა მაშინ) …:roll:

  5. M i l a n e l o @@@ cudad ar mitkvams, ar gewyin0s dzma. Ubral0d martla ar vici vinebi gyavs dacvashi… Balo exla gamaxsenda r0 sitis shemadgenl0bashi liga itamasha… Rac sheexeba vals eg araperi. Bavariastan juve pliusshia da mag 1-4 yvela zr0slma icis ra p0ntshic wam0vida. Me piradad mag 2ianze da liverpuli-pi0rentinas 2ze (1-2) magari puli m0vige. Amis axsna, r0m t0talizat0ri ereva matchebshi araa sachir0, ubral0d 1x igruzeb0da mag dr0s. Kargi mag temas sheveshvat. Manchestan martali xar, sul gvichirs da minusshi vart, im naxevarpinalis garda jgupur etaps ra damaviwyebs 3-0 da 2-1 m0gvigo jgupshi manchem. Magram kakas hyavs kargad naxmari manche:-D m0kled imedianad var ganwy0bili, r0m imena manche ar shemxvdeba an barsa. Dalshe m0ushvit gadavuvli vinc iqneba.

  6. Q a s r a
    ბალოტელი ლიგაზე ვერ გვეხმარება, ემანუელსონი ფულჰემში გაანათხოვრეს. დაცვას რაც შეეხება აბატე-მექსე-საპატა-კონსტანტი, რას იზავ სახელებით არ ჟღერს კარგად მაგრამ მექსეს თამაში თუ წაუვიდა კარგად ყომარობს ხოლმე, საპატა წყევლაა და აბატე კოსტანტი მაგრად ითამაშებენ დარწმუნებული ვარ, ძაან სწრაფები არიან და დაცვაში მაგრად დგანან. იუვეს რაც შეეხება მეც მინდა რომ ბაიერნს შეხვდეს იმიტომ რომ ვალი აქ გასასტუმრებელი მაგ გუნდთან და მეოთხედფინალში თუ გამოაგდებს მკაცრად დაუსვავს წერტილს. დალშე მანჩესტერი იმენა შავ ლაქად აქვს სულ უჭირს რაც არ უნდა კარგი გუნდი ყავდეს იუვეს და ბარსას მგონია რომ გააგდებს(თუ მილანმა არ გააგდო მანამდე:D:D:D)

  7. Vento_Di_Passioni აბა რა ძმა უნდა შევბეროთ ლიგაზე ევროპა ლიგაზე კარგადაა საქმე ახლა ბარსა უნდა დაამძუხროს მილანმა აბა მიდი ბალო ელ შო

  8. M i l a n e l o @@@ r0g0r xar dzma? Xval shens gverdit var ic0de! Mteli juves pan0ba aq vinc vart, shav.witlebs vuq0magebt! Chven unda davubrun0t seria-As me4 adgili t0re, nap0ls ki xedav plzeni ap0bs. Aseve lacio 3-3is mere mg0ni gaagdebs am g0rebs da interi ki gavida ukve! Han0veri gavarda paktiurad, gladbaxs lazio gaagdebs, leverkuzenma 0-1 waago benfikastan da gavardnilia paktiurad. Shansi aqvs shtutgarts, magram 1-1 aq natamashebi da gasvlaze ar mg0nia 2iani wam0igos. M0kled evr0pa ligas 4.ve germanuli emshvid0beba. Ligas ki d0rtmundi/bavaria shercha da imedia milani m0axdens saswauls!

    1. მაგრად ძმა შენ როგორ ხარ? გაიხარე, აბა რა მასე უნდა ვიყოთ, შენ არ იცი სელტიკთან ძმაკაცები ვუყურებდით ერთად და სულ მატრი მარკიზიოებს გავყვიროდი:D:D პროსტა ამ კონტეს ვერ ვგუობ რაღაც :lool: ევროპაზე მართალი ხარ ყველა გერმანულს მაგრად გაუჭირდება, ასე თუ ისე შტუტგარტს შეუძლია გავიდეს და ლაციომ რა გმირობაც გააკეთა საღოლ ძმაო მაგარი დადებითად განვეწყვე მაგ გუნდის მიმართ, მაგრამ ლიგაზე ამ ბაიერნს ვინ გააჩერებს აზრზე არ ვარ დღეს ნეტა ისე იყოს სულ კაზორლა პოდოლსკი გვეძახებინოს:D ნაპოლიზე რა ვთქვა ისეთი პატკატი გამიკეთა 700 ლარი ამომაცალა ჯიბიდან რაც მე მაგათ ვაგინე ერთი არ აცდეთ

  9. ერთხელ ხომ შეიძლება რომ მილანს არ წაკბინოს და ყოველგვარი ზიზღის გარეშე ჯიგრულად წარმატება უსურვოს თამაშში, თავი შემაზიზღა ამ კაცმა. ან სად ბერლუსკონის რჩევა და სად ანიელის, კაცმა ამდენი წელი შეალია გუნდს, მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან კლუბად აქცია, რამდენი ლეგენდარული მწვრთნელი გამოიარა და მემგონი ასეთი კაცისგან რჩევა პირიქით უნდა გსიამოვნებდეს მწვრთნელს და ალეგრიც აღიარებს ამას. და ამ ბოღმას რა უნდა სად ბერლუსკონი და სად ღლაპი ანიელი

  10. მართლა მაგარ მწვრთნელის ხელშია იუვე საბედნიეროდ.გუნდს ასეთი მწვრთნელი ესაჭიროებოდა.ყველაფერი კიდევ წინააქვს კონტეს ბევრი გამარჩვებები მინდა იმდენხანს იყოს გუნდში რამდენი არსენ ვენგერი სერ ალექს ფერგიუსონია თავიანთ პოსტზე. :forza: :forza: :forza: :forza: :up: :up: :up:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.