ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უეფას განახლებული რეიტინგი

დღეს უეფამ , იმ კლუბების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა , რომლებიც ევრო თასებზე იღებენ მონაწილეობას . რეიტინგი დაფუძნებულია კლუბების მიერ ნაჩვენებ შედეგზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში როგორც ჩემპიონთა ლუგაზე , ასევე ევროპა ლიგაზე . საერთო რეიტინგით პირველ პოზიციაზე კვლავინდებურად ” ბარსელონაა ” , ხოლო პირველი იტალიური კლუბი ისევ და ისევ ” ინტერია ” , რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს ” მილანს ” ( 13 ადგილი ) და ” იუვენტუსს ” ( 24 ადგილი ) .

პირველი ათეული ასე გამოიყურება ( ეს გახლავთ კლუბების საერთო რეიტინგი სრულად კოეფიციენტების დათვლის შემდეგ )

 

1. ბარსელონა 150.919

2. მიუნჰენის ბაიერნი 133.151

3. მანჩესტერ იუნაიტედი 129.707

4. მადრიდის რეალი 127.919

5. ჩელსი  122.707

6. არსენალი  110.707

7. პორტო  104.366

8. ინტერი  101.262

9. ვალენსია  100.919

10. მადრიდის ატლეტიკო  96.919

 

თუმცა გაცილებით საინტერესოა თუ იმ კოეფიციენტებს შევხედავთ , რომელიც კლუბებმა წლევანდელ სეზონში დააგროვეს . აქ ბიანკონერიმ უკან მოიტოვა ესპანური ფეხბურთის გრანდები და გახდა ერთადერთი იტალიური კლუბი , რომელიც პირველ ათეულში მოხვდა …

1. პსჟ  23.116

2. ბორუსია დორტმუნდი   22.814

3. მიუნჰენის ბაიერნი 22.814

4. იუვენტუსი  22.316

5. პორტო  21.883

6. ბარსელონა  20.857

7. რეალი  20.857

8. ვალენსია 20.857

9. მალაგა  20.857

10. შალკე  20.814

 

დანარჩენი იტალიური კლუბების შედეგები არცთუ ისე სასიამოვნოა . ” მილანი ” 15 – ე პოზიციაზეა , ” ლაციო ” 25- ზე , ინტერი 26 – ზე , ხოლო ” ნაპოლი ” 51 ზე . ევროპა ლიგიდან გამოვარდნილი ” უდინეზე ” კი საერთოდ 65 პოზიციაზეა განთავსებული .

 

წყარო : Tuttojuve

72 thoughts on “უეფას განახლებული რეიტინგი

  1. ყოჩაღ მილანს, ვულოცავ მილანის გულშემატკივრებს შესანიშნავ გამარჯვებას, რასაც ქვია, გაგუდეს ბარსელონა, არ მისცეს თავისი თამაშის საშუალება, სხვანაირად ვერ მოუგებ მაგათ, კი იმუქრებიან კამპ–ნოუზე დიდი ამბავი იქნებაო, მაგრამ მეეჭვება, 2:0 შემოატრიალოს, თვითონაც არ სჯერათ ალბათ ამისი, მე მაგრად გამისწორდა ეგ ამბავი, არანაკლები სიხარული მივიღე, ვიდრე სელტიკთან იუვეს გამარჯვების დღეს (ნუ მთლად მასეთი არა, მაგრამ მაინც… :yeah: ) უნდა დაიბრუნოს ნელნელა იტალიამ თავისი მეოთხე ადგილი ლიგაზე :italy:

  2. მილანის მოგება გამიხარდა ეს იტალიას დაუბრუნებს თავის სახელს ევროსარბიელზე ჩვენი იუვე და მილანი იმედია გავა შემდეგ ეტაპზე :juvee:

  3. მილანის მოგება გამიხარდა ეს იტალიას დაუბრუნებს თავის სახელს ევროსარბიელზე ჩვენი იუვე და მილანი იმედია გავა შემდეგ ეტაპზე :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.