ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : ” ორი მიზანი წლევანდელ სეზონში ”

წლევანდელი სეზონის მიზნები ? კლაუდიო მარკიზიოს პასუხი მარტივია : სკუდეტო და უემბლიზე თამაში . ტურინელები ცალი ფეხით უკვე იმყოფებიან 1/4 ფინალში და აქვთ უფლება იოცნებონ გაცილებით დიდ მიღწევაზე : ” ჩვენი მიზანია დავიცვათ იტალიაში ჩემპიონის ტიტული და ვიასპარეზოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში . კარგად ვაცნობიერებ , რომ ამ ყოველივეს შესრულება ურთულესი იქნება , თუმცა მზად ვართ ნებისმიერი გამოცდისთვის . მატჩი ნეაპოლიტანელებთან ? ორი აზრი არაა , რომ დიდი დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით ორი მრისხანე კლუბის მონაწილეობით . რატომღაც ისე გამომიყვანეს თითქოს ისინი მაღიზიანებენ , მაგრამ ეს ასე არ არის , უბრალოდ მათმა შედეგმა ჩემზე საკმაო შთაბეჭდილება მოახდინა . არანაირი აგრესია ” ნაპოლის ” მიმართ არ გამაჩნია , პირიქით როდესაც მეცემა შანსი ჩავიდე ნეაპოლში უზომოდ ბედნიერი ვარ . ღრუბელი უკან რჩება და ვსტუმრობთ მზიან მხარეს სადაც საოცრად თბილი ადამიანები გხვდებიან ” .

წყარო : Football Italia

3 thoughts on “მარკიზიო : ” ორი მიზანი წლევანდელ სეზონში ”

  1. ისე ერთი საინტერესო შეკითხვა მაქვს.. სელტიკთან პირველი გოლი რატო ჩაუთვალეს მატრის და არა მარკიზიოს???.. მატრის მიერ გატანილი მსაჯებმა არ ჩათვალეს და თამაში გაგრძელდა, მერე უკვე მარკიზიოს გატანილი გოლი ჩაითვალა, რავი ჩემი აზრით მარკიზიოსთვის უნდა ჩაეთვალათ, პრინცს რო არ დაემატებინა თამაში ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.