ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი “ნაპოლისთან” დაპირისპირების მოლოდინშია

ჯიანლუიჯი ბუფონი პარასკევს “ნაპოლისთან” დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდება და უშუალო კონკურენტთან თამაშისას ნამდვილი “იუვენტუსის” ხილვა სურს. ამჟამად “ბიანკონერები” შვიდი ქულით უსწრებენ მეორეადგილოსნებს, თუმცა მაცარის შეგირდები თავის თამაშს დღეს საღამოს “უდინეზესთან” გამართავენ: ” “ნაპოლისთან” მატჩისთვის ნებისმიერი გამოთვლების გარეშე ვემზადებით. როცა სხვანაირად ვიქცევით, ხშირად არ მიდის ხოლმე ყველაფერი ისე, როგორც გვსურს. ისევე უნდა მივუდგეთ მომავალ მეტოქეებს, როგორც ყველას, ჩვეული სათამაშო მოდელიდან გადახვევის გარეშე. “სიენა”? კარგი ფეხბურთი თავუპირისპირეთ გუნდს, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იყო. ვიცოდით, იაკინის გუნდი პრობლემებს შეგვიქმნიდა, თუმცა ისინი გონიერი მიდგომით დავძლიეთ. პირადად მე დღემდე დიდი შემართებით ვაგრძელებ მუშაობას, რათა დავამტკიცო, რომ ჯერაც ფასეული მეკარე ვარ, ამ სიტყვებში კი მსოფლიოში მეხუთე ან მეექვსე ადგილზე ყოფნას არ ვგულისხმობ. ჯერაც არ დამიკარგავს პუბლიკის გაოცების სურვილი, ეს კი კონცენტრაციის საშუალებას მაძლევს. როცა კონცენტრაცია მაკლდება, ვიხსენებ “სამპდორიასთან” დაშვებულ შეცდომას და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: football italia

18 thoughts on “ბუფონი “ნაპოლისთან” დაპირისპირების მოლოდინშია

  1. მე მეშინია რო მააგრი სიხისტე იქნება თამაშში და ტრანვებს ავიკიდებთ სელტიკთან თამამშსში ვეღარ დაგვეხმარებიან
    ჯიჯი-numero uno

  2. პირადად მე დღემდე დიდი შემართებით ვაგრძელებ მუშაობას, რათა დავამტკიცო, რომ ჯერაც ფასეული მეკარე ვარ, ამ სიტყვებში კი მსოფლიოში მეხუთე ან მეექვსე ადგილზე ყოფნას არ ვგულისხმობ. ჯერაც არ დამიკარგავს პუბლიკის გაოცების სურვილი
    №1 :love: :love: :love:

  3. ნაპოლი ძაან მიყვარხართ,ძაან მევასებით,დიდ პატივს გცემთ მარა დღეს ვერ უნდა მოიგოთ და მერე უნდა წააგოთ რა ჩვენტან :givi:
    ლიგის 1/4 ფინალში ზედმეტი სანერვიულო და სერია ა-ზე ფიქრი არ გვჭირდება. :givi:
    მეორე ადგილი საკმარისი იქნება წელს თქვენთვის,გაისად ვნახოთ :givi:

  4. ეგეთი დაძაბულობა იყო ამ ორ გუნდს შორის რო მაგარი ჩეხვა წავა და ორივე გუნდი ითამშებს იმიშთვის რო დიდი ანგარიშით მოუგოს და ეგრე უპასხუოს ყველაფერს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.