ჯიოვინკო : ” ციფრები თავად სცემენ ყველა კითხვას პასუხს ”
სებასტიან ჯიოვინკო კრიტიკოსებს პასუხს სცემს და აცხადებს , რომ იმსახურებს ანტონიო კონტეს გუნდში ადგილს : ” ჩემს მაგივრად ციფრები საუბრობენ . ხოლო იმათ პასუხს ნამდვილად ვერ გავცემ , რომლებიც თვლიან რომ არ ვიმსახურებ გუნდში ადგილს . წარმატებულად ვითარდება მიმდინარე სეზონი როგორც ჩემთვის , ასევე გუნდისთვის . სატურნირო ცხრილს საუკთესო დაცვით და ფაქტიურად თავდასხმით ვლიდერობთ და ამასთან ერთად ევროპაშიც ვასპარეზობთ . მაკვირვებს ის ფაქტი , რომ ჩემთან მუდამ არიან ისეთი ადამიანები , რომლებიც დელ პიეროზე მესაუბრებიან . მაგრამ ყოველთვის იმას ვიძახი , რომ ჯიოვინკო ვარ . ალექსი უნიკალურია და მასთან შედარება წარმოუდგენლად რთული იქნება . დავრჩები თუ არა ? დირექტორი არ გახლავართ და ამ კითხვაზე პასუხი არ გამაჩნია . ეხლახანს მოვედი და საკუთარ თავს სხვაგან ნამდვილად არ წარმოვიდგენ “ . ატომურმა ჭიანჭველამ საჭროდ ჩათვალა კომენტარი გაეკეთებინა იმ ჟესტს რაც გასულ უიკ ენდზე გააკეთა გატანილი გოლის შემდეგ : ” ის მიმართული იყო ჩემი კრიტიკოსების მიმართ . თუ კადრს კარგად დააკვირდებით შეამჩნევთ , რომ იგი კურვას მიმართულებით კი არა ” განსაკუთრებულ სექციას ” ეკუთვნოდა . ტიფოზებს სრული უფლება აქვთ იმას დაუსტვინონ ვისაც საჭიროდ ჩათვლიან “ .
წყარო : Football Italia
სადაც 9 ნომერი უჩინიჩს აცვია, რა ნამუსით ლაპარაკობთ სებამ 10 არუნდა ჩაიცვასო?
pintu-ricchio
უჩინიჩი არაა საუკეთესო გუნდში, წელს რომელი თამაში მოაგებია უჩინიჩმა იუვეს?
ჯოვინკომ შახტარს არ გაუტანა? თუ შახტარის გოლს არ უთვლით ჯოვინკოს მაშინ არც უჩინიჩს არუნდა ჩაეთვალოს სებას რო მოპარა გოლი კარში გასული გოლი გამოაბრუნა და ხელახლა შეაგდო მემგონი
ისე საქმე ჯოვინკოსა და ვუჩინიჩს შორის ასარჩევად რომ დადგეს ყოველმიზეზგარეშე სებასტიანს ავირჩევდი იუვეში დასატოვებლად! განა იმიტომ, რომ ის ჯოვინკოზე მაღალი კლასისაა ან რამეთი ჯობს მას, არაა უბრალოდ ჩერნოგორიელ უფრო მონდომებულია! იმ ბენდიერი დღე როდის მოვა, როცა იუვეს განაცხადში 9 ნომრიანი მაისურით ვუჩინიჩის გვარს ვერ დავინახავ!!!
pintu-ricchio
უამბიციო პადონი და ჯაკერინი არ გვეყოფა?ფეხბურთელს ამბიცია თუ არააქ რაის ფეხბურთელია
neko-neko
ცენზურა დაიცავი ჯიგაროუ
უცენზურო კომენტარები წაიშლება
რამხელა ამბიაცაც გააჩნია ამ ბიჭს, მაგის ნახევარი რომ შეეძლოს კაი იქნებოდა… ჯოვინკო არის პარმას დონე. რით ვეღარ ამოვიდა ამის ვარსკვლავი,მთელი ამის კარის მანძილზე მესმის ამომავალი ამომავალი ვასკვლავიო… ან რა დელ პიეროს შემცვლელზეა საუბარი? დელპირო ამ ასაკში იყო რაც იყო და უფრო ადრე ბაჯო შეცვალა სრულფასოვნად. კონტეს უყვარს მშრომელი ფეხბურთელები, მაგრამ ფეხბურთში ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია ზოგჯერ ვიდრე შრომა… ჯოვინკოს იუვეს თითქმის ყველა მწვრთნელმა მისცა იუვეში თამაშის შანსი, ყველაზე მეტს კონტე აძლევს, თუმცა მაინც არაა ის, რასაც მისგან ელიან და რისი ამბიციაც მას აქვს. პარმას ლიდერობა არ ნიშნავს იმას, რომ იუვეს ლიდერიც გახდება… ჯოვინკო თამაშის საკუთარ თავზე ამღები ვერასოდეს ვეღარ გახდება იუვეში… Read more »
+ 1 … საშუალო დონეა და მეტი არაფერი დანაჩენშიც გეთანხმები
ჯიოვინკოსგან რა უნდათ ვერ ვხვდები

ვუჩინიჩი თორე ხნავს რა ტიპი გათიშულია მძინარე მზეთუნახავი მძინარე ძეგლი მძინარე სტოლბა რაც გინდათ ის დაუძახეთ ყველა შეეფერება
ისე მეტს ველოდებოდი მეც.მარა რაქნას მეტი. მე თუ მკითხავ პარმას დონის ფეხბურთელია. მოუმატოს უნდა. იუვეს გაწრთვნილია რაც არ უნდა იყოს.
სებაა უსვტვენენ? მაგრად ტეხავს, მარა სებაზგან მე პირადათ ყველაზე მეტს ველოდები წელ თუ არა მომავალ წელს გუნდის ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს

მე მომწონს ჯოვინკო და ყოველთვისაც მომწონდა, სხვისი არ ვიცი.
იასნად დარჩება, იუვენტუსში ნამდვილი ბიანკონერების ადგილია..
უ თე გენათალე
ისე მართლა ცუდად ამოიჩემეს ეს.
ამას კი არა ვუჩინიჩს უნდა უსტვენდნენ დაუსტვინონ ხომე თორე მოედანზე ეძინება გამოფხიზლდება მაინც
აი სიმართლე.. ვუჩინიჩის გამოსაფხიზლებლად ორი ვარიანტია, ან გულშემატკივარმა უნდა უსტვინოს, ან ყურთან მაღვიძარა მიაბან.. ყოველ 5-5 წუთში რო დარეკოს, თორე ითენთება ხოლმე ხშირად
მაღვიძარა
ან ზარი ძროხებს რო აქვთ ხომე
მარა ეტყობა მოედანზე ხალხი ვაფშე ვერ ხედავს და ვის დაუსტვინონ

ზარიც კაი ვარიანტია ძროხის პონტში : )) ეგ სულ არ გამხსენებია