ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” ბრძოლა ბოლო წამამდე ”

” კარგი გამოცდა გველოდებოდა წინ , რომელიც წარმატებით გავიარეთ . მიუხედავად იმისა , რომ მოედანზე დაძაბული ატმოსფერო იყო , ფეხბურთელებმა ზედმიწევნით კარგად შეასრულეს ჩემი დავალებები . პირველი ტაიმის შემდეგ , მოთამაშეებს გამარჯვებისკენ და ანგარიშის გაზრდისკენ მოვუწოდე . თუმცა , საფეხბურთო წესები ასეა და ვერაფერს ვიზავთ . მანამ სანამ საბოლოო შედეგი კითხვის ნიშნებს ტოვებს , მეტოქეს სიტუაციის შეცვლის საშუალება ეძლევა . დასანანია , რომ დღეს არ ვიყავით ბოლომდე ზუსტნი , რადგან 2-0 ის შემთხვევაში ნეაპოლიტანელებს გაურთულდებოდათ საქმე . მეორე ნახევარში კი მეტოქე გაცილებით აქტიური იყო და კარგად იყენებდა კონტრ იერიშებს . საერთოდ კი ბუნებრივია ასეთ ვითარებაში , ფეხბურთელების თავში იყო აზრი შეენარჩუნებინათ მატჩზე სადავეები “ – საუბრობს ჟურნალისტებთან ანტონიო კონტე .

” ექვსი ქულა ბრწყინვალე ჰადიკაპია , მაგრამ არ დაგვავიწყდეს 11 შეხვედრა დაგვრჩა ჩასატარებელი და თან ვინებთან ? მილანი , ლაციო , ინტერი … შემდეგ ტურში კი საერთოდ ჩემპიონატის აღმოჩენასთან – ” კატანიასთან ” გველის შეხვედრა . გაცილებით ცივ სისხლიანები უნდა ვიყოთ და გავაკეთოთ ყველაფერი , რათა გავიმეოროთ შარშანდელი მიღწევა . შეცდომის დაშვების დრო აღარ არის , უნდა გვახსოვდეს საკუთარი მიზანი და ვეცადოთ პირველები მივიდეთ ფინიშის ხაზთან ” . 

” მიმდინარე სეზონში ” იუვენტუსი ” საკმაოდ გადაიღალა ფიზიკური და სულიერი  კუთხით . ამიტომ მინდა მივმართო ყველას , რომ დავრჩეთ ერთიანნი , რადგან თითოეული მათგანი დაგვჭირდება ჩემპიონატის ბოლომდე . გვსურს კიდევ ერთხელ მოვიპოვოთ სკუდეტო და ვიასპარეზოთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში . ჩვენს მხარეს სამი უპასუხო გოლია , მაგრამ მშვიდად იქამდე არ ვიქნები სანამ მსაჯის საფინალო სასტვენის ხმას არ გავიგებ ოთხშაბათს ” . 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი 

23 thoughts on “კონტე : ” ბრძოლა ბოლო წამამდე ”

  1. ვუჩინიჩზე ბევრი უკვე ჩაიციკლეთ.. გუშინ კარგად ითამაშა, ბურთს კარგად იჭერდა და საგოლე მომენტებს ქმნიდა.. მაგარი ბურთები კი მაზა მაგრამ მოდი აბა და დამისახელეთ იუვენტუსში ფორვარდი რომელიც მაზილა არ არის.. ჯოვინოც მაგარი მაზილაა..
    ხო მართლა, ჯოვინკომაც მაგრად ითამაშა გუშინ

    1. :roll:
      ბურთს იჭედა რასქვია? ცენტრში რო დაეყუდება ერთი საათი და ფიქრობს რა გააკეთოს? მაგას უძახი შენ ბურთის დაჭერას? :lool:
      საგოლე მომენტს კი არ ქმნიდა აფუჭებდა, ერთი გადაუკიდა სებას თამაშის დასაწყისში მის მერე არ გაუკეთებია არაფერი

  2. ზარმაცი კი არა დებილია. რატომ აძლევენ ამდენ შანს ასეთ უნიჭო ფეხბურთელს? იმიტომ რომ კოტემ მოათრია და დელ პიერო გაუშვა და უნდა როგორმე თავი იმართლოს, დელპო 80 წლის ასაკში ბევრად კარგად ითამაშებს ვიდრე ეს უნიჭო ახლა “თამაშობს”.

  3. რაც მირკო გადმოვიდა სულ მაგაზე ვღადაობ რომ ზარმაზია… და გუშინ ეგ რო თქვა ძააან ბევრი ვიცინე :D

  4. ალბატ ვარჯიშზე იგიჯებს ტავს ლუჩინიჩი და მაგიტომ აკენებს სულ ელტხელ კვალი დაკენოს რა მოხტება

  5. :forza: :forza: :forza: :forza: :forza:
    ამ 11-თამასჰიდან 8-მოვიგებთ 2-ფრეს და 1-მარცხი
    სკუდეტო ს მაინც მოვიგებტ ნაპოლი კიდე ისე ჩაისვრის რო სამეულიდან გავარდება
    :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  6. მირკო რა გჭირს ბიჯო რაააა… კონტე დააყენე ეს კაცი მის ადგილას არაა მაგის საქმე გამთამაშებლის პოზიცია არაააა, სება ჩამოწიე უკან და მირკო აწიე ზევით, თუ მაშინაც არ გაამართლა მერე სკამი უნდა ხეხოს ცოტა ხანი :chuvak:

  7. ერთი არ მესმის ამ კონტესი, ეს პადოინი რა დაიჩემა ყველლა თამაში რო შემოყავს? ჯაკერინი მარონე ან ისლამ რა დაუშვა ნეტა? :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: ნეტა ესეთი მაგარია ეს პადოინი ამ 3 ფეხბურთელს რო ჯობია? :blin:

  8. კონტე ყველაფერს სწორად აკეთებს.. გუშინდელი მთავარი მისია არწაგება იყო. კონტემ და ბიჭებმა თავი გაართვეს, ახლა გვდიოს ნაპოლიმ :lool: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.