კიელინი : ” 1/4 ფინალის ბილეთი ჯერ არ მოგვიპოვებია ”
ჯორჯო კიელინიმ დაბრუნება გატანილი გოლით აღნიშნა და თან როგორ შეხვედრაში , როგორი მეტოქის წინააღმდეგ ? თუმცა , დღეისათვის იტალიელი მცველი მთლიანად არის კონცენტრირებული ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩზე : ” კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და არ ღირს თავის მოტყუება თითქოს შემდეგი ეტაპის ბილეთი უკვე ჯიბეში გვედოს . ოთხშაბათს ყოველგვარი ძალების დაზოგვის გარეშე გავალთ მინდორზე , ხოლო საუბარი იმაზე თუ რამდენად შორს გავა კლუბი ევროპულ ბადეში , მომავლისთვის ჯობია გადავდოთ . ვის ვისურვებდი 1/4 ფინალში ? იმედი მაქვს ეს კლუბი ” პორტო ” არ იქნება , რადგან მათ რიგებში არა ერთი მაღალი კლასის მოთამაშე ირიცხება , რომელთაც დიდი მიღწევების რეალიზება ძალუძთ . ” მილანი ” ? ვუსურვებ შემდეგ ეტაპზე გასვლას და საერთოდაც მსურს იტალიური კლუბები რაც შეიძლება დიდხანს ვიხილო ევროპულ ტურნირებზე ” .
წყარო : Calcionews24
პორტო მართლა არ გვინდა მურტალი გუნდია მაგარი
აუ არა კირლინი იუმორში ძაან
ახლა პსჟ-ს მინდა შეხდეს იუვე და გაუმეოროს 1996-97 წლის სეზოინში ევროპის სუპერთასის შედეგი ანუ 9-2 .. (ორი მატჩის ჯამში) . // პსჟ ეს არაბული ნავთობმილიონებით გაქსუებული ყომარბაზების გუნდი ესა / რა ბილეთი წამაგებინა შაბათს.
:D :D უეცჰველი გასულები ვართ ჰანდიკაპით მოვიგებთ მინიმუმ და ძაან მინდა რა ANELKAM დაიწყოს თამაში ძირიტადში
პოგბა ისლა ჯაკე ეს ხალხი უეჭველია სელტიკთან
ალბათ ფლანგებზე კასო და ისლა იქნება დანარცენი არ ვიცი ვინ იქნება
კიელინი შენც მაგარი ყოფილხარ იუმორში