ბონუჩი : ” ეხლა უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს ”
“ ოცნება გრძელდება “ – ლეონარდო ბონუჩი გახარებულია 1/4 ფინალში გასვლით : ” ამ სტადიიდან უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს . ეხლა უკვე ყველა მეტოქე ტოლსწორია , მიუხედავად იმისა , რომ ფურცელზე ” მალაგა ” , ” შალკე ” , ” პორტო ” და ” გალათასარი ” იოლ მეტოქეებად გამოიყურებიან . თითოეულ შეხვედრაში 100 % – ით უნდა დავიხარჯოთ “ . ნებისმიერ შემთხვევაში ბიანკონერის მართლაც აქვს ისეთი იარაღი , რომელსაც ყველა კლუბი უნდა უფრთხოდეს , მაგალითად გაუვალი დაცვის ხაზი , რომელიც უკვე ხუთი მატჩია არ უშვებს ევროპაში ბურთს : ” ეს თითოეულის დამსახურებაა . თავდამსხმელებმა დღეს უდიდესი სამუშაო გასწიეს და დაგვეხმარნენ , რომ უფრო აგრესიულები ვყოფილიყავი და მეტოქის ნახევრისკენ ავსულიყავით . ” სელტიკს ” სურდა სწრაფი ბურთის გატანა და შეხვედრისთვის სურათის შეცვლა , აკეთებდნენ რა ჩაწოდებებს სამარასის მიმართულებით , მაგრამ ყველაფერს საიმედოდ ვაკონტროლებდით და ჩვენის მხრივ მოვახერხეთ საჭირო დარტყმების ზუსტად შესრულება . ხოლო ჯიჯიმ დღეს საოცარი სეივი განახორციელა . ეხლა კი წინ ” კატანია ” გველოდება და უმჯობესია კონცენტრირება მალე მოვახდინოთ . მართლია ექვს ქულიანი ჰანდიკაპი გვაქვს , მაგრამ არ დავივიწყოთ , რომ შარშან შვიდი ქულით ჩამოვრჩებოდით როსონერის , თუმცა სკუდეტო მაინც ჩვენ დაგვრჩა . ამიტომ მოგვიწევს აქტიურად მომზადება გუნდთთან , რომელიც კარგ სეზონს ატარებს ” .
წყარო : Juventus.com
მივაგენი, ბარზალი 10 945, ბონუჩი 10 605, მარონე 11 157, პადოინი 12 234, პოგბა 12 241, პირლო 9 090, ვიდალი 8 950, პელუზო 8 038,მატრი 10 813, კვალი 11 139
უეფას საიტზე ვინ რამდენი ირბინა როგორ ვნახო?
დათკა კაცი ხარ კაცური ამდენი სტატია ასეთ ცოტა დროში საღოლ ჯიგარი ხარ