პოგბა : ” თასის მოგვება გვსურს , თუმცა … ”
” თითოეულმა ჩვენთაგანმა არა ჩვეულებრივად იასპარეზა და ბუნებრივია მიღწეული შედეგით კმაყოფილნი ვართ , რადგან ეს საკმაოდ რთული დაპირისპირება იყო . თავს ტურინში კომფორტულად ვგრძნობ , რადგან ფეხბურთელებსაც და მწვრთნელსაც ჩემი ბოლომდე სწამთ . ნამდვილად არ ვიცი რამდენად შორს გავალთ , მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება რომ გვსურს ეს ფაქტია , ამიტომ მოგვიწევს გზის გაგრძელება და იმის გათვითცნობიერებაც , რომ აწი მოძრაობა სულ უფრო და უფრო რთული გახდება . ” იუვენტუსი ” ვართ და ეს ნიშნავს , რომ მუდამ უნდა ვიმარჯვებდეთ . გულშემატკივრები კარში დარტყმისკენ მიწოდებდნენ , მაგრამ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ეს არ გავაკეთე , რადგან კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას . კონტრაქტის გახანგრძლივება ? ჯერ ჯერობით არანაირი სახის მოლაპარაკებები არ გამართულა “ – განაცხადა ბიანკონერის ახალგაზრდა ფრანგმა ლეგიონერმა პოლ პოგბამ .
წყარო : Football Italia
როგორც კალათბურთშია მეექვსე ნომერი, ისეა ესეც )) მაგარი კაცია !!!
სამუდამოთ იუვეში

საჯარიმოსთან ბურთს რო იღებს სტადიონი ფეთქდება, ესეთი რამე ნედვედის მერე არ მახსოვს
მაგარი ტალანტია

პოგბა ჩვენთან სამუდამოდ
არსად წამსვლელი არაა ეს ბიჭი, მაგრად უნდა თან იუვეში თამაში, სათამაშო დროსაც აძლევენ. არ მეგონა მარკიზიო-ვიდალი-პირლოს პირველი შემცვლელი ეს ბიჭი თუ გახდებოდა.
itogshi amas kontraqti samudamod unda gauformo
