ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” ” იუვენტუსს ” ყველასთვის შეუძლია პრობლემების შექმნა ”

” მშვენიერი საღამო გამოვიდა , ბედნიერი ვარ რადგან გუნდი როგორც ერთიანი მექანიზმი ისე ასპარეზობდა . განსაკუთრებით მაშინ ჩანდა ეს ყოველივე როდესაც მატჩი საწყისი წუთები მიმდინარეოდაბ და მეტოქის პრესინგის ქვეშ ვიმყოფებოდით . გარკვეული დაძაბულობა იგრძნობდა მატჩის წინ , რადგანაც ჯერ ჯერობით კვლავინდებურად დაუმარცხებელნი ვართ ევროპაში და სასურველია ეს ცილკი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს “.

ხშირად მესმის ” არ მოგწყინდა ასე ყოფნა ” ? ან ერთი სეივი გააკეთე , მაგრამ როგორი ! თუმცა ყველაზე რთული გახლავთ კონცენტრაციის შენარჩუნება 90 წუთის მანძილზე . კარიერის ამ ეტაპზე რაიმეზე სინანულის გამოთქვა ჩემი მხრიდან უადგილო იქნებოდა , რადგან არც მაქვს ასეთი სახის რაიმე შეგრძნება , თავს მოვალედ ვთვლი დავეხმარო პარტნიორებს , ვაძლევ რა საჭირო რჩევებს შეხვედრის მსვლელობის დროს . სასიამოვნოა 1/4 ფინალში გასვლა , რადგან 15 თვის უკან ამაზე ვერავინ ვერ იოცნებებდა . მუხლჩაუხრელად თუ გააგრძელებ შრომას და შეინარჩუნებ ოცნებას შენში , მაშინ სპორტი სათანადო დონეზე დაგიფასებს ამ ყოველივეს . ერთი წამით რომ დავფქირდებით რა ხდებოდა ადრე , მაშინ როდესაც ორი სეზონი ზედიზედ დავასრულეთ სერია ა მეშვიდე პოზიციაზე , მივხვდებით რომ კატასტროფულად მოკლე დროში საოცარი პროგრესი განვიცადეთ , მოვიგეთ რა სკუდეტო , ვიასპარეზეთ იტალიის თასის ფინალში და შევძელით სუპერ თასის მოპოვება . კარგად გვესმის , რომ სამი ოთხი კლუბია ჩვენზე ძლიერი , მაგრამ იმასაც ვაცნობიერებთ , რომ შეგვწევს ძალა თითოეულ მათგანს შევუქმნათ პრობლემები , ყველაზე ძლიერსაც კი . წლევანდელ სეზონში აუცილებელი იყო იმ პატივისცემის დაბრუნება სხვა კლუბების მხრიდან რაც ადრე ჰქონდა ჩვენს მიმართ და ვფიქრობ , ამას მივაღწიეთ ” – განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა .

 

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
11 years ago

:love: :love: :love:

snuff-juve
11 years ago

:love: :forza:

AKAKI nozadze
11 years ago

ჯიჯიიიიიი :love: :love:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x