კონტე : ” ოცნება გრძელდება ”
ბიანკონერის მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი , ორ რაუნდიან შეხვედრაში ” სელტიკი ” იქნა დამარცხებული ჯერ სტუმრად 0-3 და შემდეგ შინ ” იუვენტუსს არენაზე ” 2-0 . ტურინელები რვა საუკეთესო ევროპულ კლუბში შევიდნენ და არ აპირებენ ამაზე შეჩერებას : ” პირველ შეხვედრაში მიღწეული შედეგის გათვალისწინებით , საკმაოდ რთული იყო საჭირო დონეზე განმეწყო გუნდი , მაგრამ საბედნიეროდ მივაღწიეთ სასურველ შედეგს . პირველ ტაიმში უკიდურესად ფლანგებზე ვასპარეზობდით და ამან ზეგავლენა იქონია თავდასხმაზე . შესვენების შემდეგ კი გაცილებით აგრესიულად ვმოქმედებდით და ამან გამოიღო სასურველი შედეგი . არა ერთი ცვლილება განვახორციელეთ და მოხარული ვარ თითოეული მათგანის ნაჩვენები ხარისხით . შევძელით შემდეგ ეტაპზე გასვლა ისე , რომ ერთი ბურთიც არ გაგვიშვია , ხოლო თავად ფორვარდების დახმარებით შევძელით შედეგის დაფიქსირება . აწ უკვე გასრულებული სამუშაოსთვის ბიჭები შექებას იმსახურებენ , ისევე როგორც ტიფოზები მხარდაჭერისთვის და არა მარტო ჩვენები , ეს შოტლანდიელებსაც ეხებათ , რომელთა ქომაგობა ბოლო წამამდე ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა გახდეს მისაბაძი . ეხლა კი უკვე 1/4 ფინალი გველოდება , ოცნება გრძელდება და მივუყვებით სეზონის წინ არჩეულ კურს . თუმცა , მანამ ჯერ ჯერობით ” კატანია ” არის რიგში . კალჩოში ფავორიტად მოვიაზრებით , მაგრამ არა ერთი რთული დაპირისპირება გველის , რომელთაც სათანადო დონეზე უნდა შევხდეთ “ .
წყარო : Juventus.com
ახლა ბაიერნს უნდა დავეტაკოთ და მაგარი იქნება
იუვე პსჟ-ს გადაეყრება ..
ეხლა დაველოდოთ კენჭისყრაას

ასე ამბობდა შარშან ამ დროს, სერია ა-ს მოსაგებად ოცნება გრძელდებაო… სკუდეტოსავეთ აგხდენოდეს ლიგის თასის ოცნება წელსვე…