ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” კონკურენცია ფინანსური კუთხით შეუძლებელია , თუმცა … ”

ბიანკონერის თავკაცის ანტონიო კონტეს მოსაზრებით , მის კლუბს არ ძალუძს ფინანსური კუთხით კონკურენციის გაწევა სხვა ევროპული გრანდებისთვის , მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას , რომ ისინი დაუმარცხებელნი არიან : ” რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით და მათ შორის ეკონომიურის , ისეთი კლუბები როგორებიც არიან ” ბარსელონა ” , ” რეალი ” და ” ბაიერნი ” უფრო მაღლა დგანან ვიდრე სხვა გუნდები და მათ შორის ” იუვენტუსიც ” . უტოპიაა ნამდვილად იმის თქმა , რომ ერთ დონეზე ვიმყოფებით მათთან . ვაცნობიერებთ , რომ გზის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით ხოლო ფინანსური საკითხის აღმოფხვრა ფაქტიურად შეუძლებელია . არ შეგვწევს უბრალოდ ძალა დავხარჯოთ იმდენივე , რამდენსაც ” პსჟ ” , ” რეალი ” და ” ბაიერნი ” ხარჯავენ . თამამად ვიტყვი , რომ სამი ოთხი საფეხურით ქვევით ვიმყოფებით . მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს რაიმეს , ფეხბურთი 11-11 მიმდინარეობს , მსაჯებით და საფეხბურთო წესებით – ორ რაუნდიან ბრძოლაში . შემდეგ ეტაპზე თუ რომელიმე მათგანს შევხვდებით , არავინ იფიქროს რომ დამარცხებულის რანგში დავიწყებთ მატჩს . ნამდვილად შევეცდებით , რადგან გვესმის თუ სადამდე მიგვიყვანა მუხლჩაუხრელმა მუშაობამ . ბუნებრივია უახლოესი წლების მანძილზე გვსურს სრულყოფილებისკენ სწრაფვა გავაძლიეროთ “ .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zviadi basilaia
11 years ago

დღეში რამდენჯერ შემოვდივარ :/ საიტს მთვლელი გაუფუჭდა მგონი..
სულ ერთი და იგივე სტატიები მთავარ გვერდზე დასანანია.

გამოჩნდეს იქნებ ვინმე ღირსეული ახალბედა ჟურნალისტი :mda:

ოქრო ჩხიკვაძე

უთაო ვუჩინიჩი რომ არ არის სასტავში კაცს გესიამოვნება თამაშის უყურება, შემოიყვნაენ და დაიწყებს სვარკას. მაგრამ კიდევ სვარკის ყურება ჯობია ვუჩინიჩის ყურებას

dato--tifozi
11 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

giorgi melqadze
11 years ago

კონტე ჩვენ გვჯერა შენი….ფორცა იუვე !!!!

achiko demetradze
11 years ago

აუ ტოტენჰემმა რა უქნა ინტერს, ლაციოს მოგება მაგრად გამისწორდა. ამ ტოტენჰემმა სადაც დაიჭირა იტალიური გუნდი ყველგან მოუგო. მთავარი მაინც ლიგაა ფორცა იტალია ფორცა იუვე

arseni
11 years ago

ლაციო ყოჩაღ და ნეტავ ფიორენტინა ყოფილიყო იმ უნამუსო უდინეზეს და ნაპოლის ნაცვლად .. (ნუ უდინეზემ კიდევ რაღაცა გააკეთა .. ბოლო ბოლო ლივერპულს გასვლა მოუგო …)

AKAKI nozadze
11 years ago
Reply to  arseni

+111 :italy:

AKAKI nozadze
11 years ago

ლაციოოო სგ მიუჩინა ადგილი ორივე გერმანულ გუნდს რა :italy: :italy:

arseni
11 years ago

ვა იუვე 19 1-0 უგებს რუსენბორგს / ბელტრამემ გაიტანა

George Sen-Clary
11 years ago
Reply to  arseni

მეც ეგ უნდა დამეწერა ეხლა :chuvak:

:forza: ბელტრამე :forza:

dato_juventino
11 years ago

ძმურად სად უყურებთ ეგ ლინკი დადე :forza:

arseni
11 years ago

ლაციოდან კანდრევა მომეწონა დღეს

arseni
11 years ago

ეს ინტერი რა დღეშია ტო .. ვიღაც პაცანა ჰყავს ტრენერი .. კაი სნეიდერი გაუშვა / კოუტინიო გაუშვა // … ამ გუარინს რას ერჩის … ვინაა ეს კოვაჩიჩი ..??

d a v i d
11 years ago

გენაცვალე ლაციალეეეეეე… გერმანელები მიძუყნა :chuvak: არ მესმის ბუნდეს ლიგამ როგორ უნდა გაასწროს სერია ა-ს!!! :forza:

juve-10
11 years ago

ზუსტად მაგიტომ ჩამორჩა სერია-ა ბოლო წლებში! მართლა რა გახდა რო ფული ჩაიდოს რა. ზოგადად არაბებმა რო იყიდონ ყველა გუნდი მაგის წინააღმდეგი ვარ მარა როცა სხვა გზა არ არის რაღაც პროცენტები მიყიდონ რაა უარს იტყვიან თუ რა) იუვეს კიდე რა უჭირს დღეს მილანი რა დრეშიც არის მაგას მართლა ჯობია რო არაბებმა იყიდონ რა! სირცხვილია მილანი რო 1-2 მილიონზე წუწუნებს ამხელა ისტორიის პატრონი გუნდი. რამდენიმე წლის წინ იმდენი ვარსკვლავი ყავდათ თვალები აგიჭრელდებოდა და დღეს რა შემადგენლობა ყავს პროსტა ტეხავს რა! იგივე ეხება იუვესაც და ინტერსაც…

lasha naxucrishvili
11 years ago

ბენტო და ანელკა დაახვევენ გუნდიდან ასევე ზედმეტია პადოინი რომელიც ჩემი აზრით ზამენასაც არ იმსახურებს.

lasha naxucrishvili
11 years ago

სანჩესი გვათრევინა მეტი არაფერი მინდა ბარსას ეგ კაცი არ ჭირდება გამოუშვან რა ძაან მაგარია იტალიაში მაგარად თამაშობდა. სუარესზე კავანიზე ფალკაოზე და ასეთი დონის ფეხბურთელებზე არც კი უნდა ვიოცნებოთ.

arseni
11 years ago

აუ პასტორე რა კარგი იგროკია რაა .. დროა დაუბრუნდეს იტალიას

arseni
11 years ago

კი მარა რა გახდა ეს ფინანსები .. ??

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x