ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი : ” ფორვარდების როტაცია ? ვერდიქტი მოედანს გამოაქვს ”

ალესანდრო მატრი აღარ ხუმრობს , გლაზგოში პირველი ევროპული ბურთის შემდეგ , მან საპასუხო შეხვედრაშიც მოახერხა თავის გამოჩენა , გაიტანა რა ბურთი დამატებაზე პაოლო როსის სტილში : ” იმედი მაქვს კიდევ არა ერთ ასეთ ბურთს გავიტან . პროდუქტიულად გამოვიყენე ეპიზოდი , რომელიც კუალიარელამ დაიწყო . იგივე სტილში მოვახერხეთ გოლის გატანა , როდესაც შარშანდელ სეზონში ” უდინეზეს ” ვეთამაშეთ . ფაბიო ბრწყინვალე დარტყმით არის დაჯილდოებული და ნებისმიერი მეკარისთვის ძალუძს პრობლემების შექმნა . კმაყოფილი ვარ გატანილი ბურთითაც და შემდეგ ეტაპზე გასვლითაც . თავდამსხმელების როტაცია ? ყველას სურს ასპარეზობა , მაგრამ ვერდიქტი მოედანზე ნაჩვენებ შედეგს გამოაქვს . ბევრს ჰგონია , რომ შოტლანდიელებთან ასპარეზობა გასეირნებას ჰგავდა , მაგრამ ეს ასე არ არის გარწმუნებთ . შესაძლოა გლაზგოში დაფიქსირებულ შედეგს , ამოსუნთქვის საშუალება უნდა მოეცა , მაგრამ საკმარისი იქნებოდა ” სელტიკს ” ტურინში სწრაფი ბურთი გაეტანა , რომ ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა . შევძელით მატჩის სრული კონტროლი და გამარჯვებამდე წყნარად და მშვიდად მიყვანა “ .

წყარო : Juventus.com

3 thoughts on “მატრი : ” ფორვარდების როტაცია ? ვერდიქტი მოედანს გამოაქვს ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.