ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” იმავე ტემპში უნდა გავაგრძელოთ ქულების დაგროვება ”

” დღევანდელი მატჩებიდან გამომდინარე , ” კატანიასთან ” შეხვედრა ფაქტიურად ექვსი ქულისთვის მიმდინარეობდა და საბედნიეროდ ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა “ – ბუფონი არ მალავს ამ გამარჯვების ფასს და ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე , რომ როდესაც შეიტყო ვერონაში განვითარებული მოვლენები , თავისთვის ქულებს ითვლიდა : ” გამომდინარე იქიდან , რომ სიცილიელებს სახიფათო ფორვარდები ჰყავთ , აუცილებელი იყო კარის მშრალად შენახვა , რადგან 0-0 ის შემთხვევაშიც ნეაპოლიტანელებს შვიდი ქულით გავუსწრებდით . როდესაც არ უშვებ ბურთს , ხარ იმის იმედით , რომ მატჩის ბოლო წუთებზე მოხდება სასწაული . არ ვაპირებთ მოდუნებას , რადგან შესაძლოა ერთ კვირაში შენ გაზარდე ჰანდიკაპი , თუმცა მეორე კვირის ბოლოს არის შანსი რომ ის კვლავინდებურად შემცირდეს “ . ბუფონის სიტყვა , ლიდერის სიტყვაა , მაგრამ ჯიჯის არ მოსწონს ეს ფრაზა : ” იცით , არ მსიამოვნებს მსგავსი სიტყვები , რადგან თითქოს ამით ერთ ადამიანს სხვაზე მაღლა აყენებენ . უპირატესობას ვანიჭებ სიტყვა ” ქარიზმატულს ” . ეს ნიშნავს , რომ ადამიანმა დაიმსახურა საყოველთაო პატივისცემა . ჩვენი კლუბი კი სწორედ ასეთი ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული , რომლებსაც ძალუძთ მძიმე ეპიზოდში გუნდის წაყვანა გამარჯვებისკენ ” .

წყარო : Juventus.com

15 thoughts on “ბუფონი : ” იმავე ტემპში უნდა გავაგრძელოთ ქულების დაგროვება ”

  1. აუ მილანს დაერხა / პაცინი გამოაკლდათ … ჯენოა უნდა მოკვეთონ სერია ა-დან რას ჩეხაობდნენ …

  2. ნეტა დაგვიბრუნონ ორი წართმეული სკუდეტოდან ერთი მაინც… 2006–წლის ინტერს გადასცეს მარა 2005–წლის სულ გააუქმეს და იქნებ 2005–წლის სკუდეტო მაინც დაგვიბრუნონ რომელიც ფეხბურთელებმა მოიგეს მინდორზე. ეხლა ვიღაცა თაღლითობდა და მაქინაციებს ატარებდა ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა რა დააშავეს. ძაან არაადეკვატურად და უსამართლოდ მოექცნენე იუვენტუსს.

  3. რაღაც კალჩოპოლის თაობაზე მიდის საუბარი და შეიძლება გადაიხედოს ეგ საქმეო და რაშია საქმე ხომ არ იცით? სკუდეტოს ხომ არ გვიბრუნებე? :juvee:

  4. იუვე-X
    კიევო-1
    სიენა-2
    ფიორენტინა-2
    ბოლოგნია-2
    5-1+1

    აი ბილეთი ამას ჰქვია…
    იმენა გამოვუცანი იტალიას გუშინდელი ჩანაპიქრი ტურის…

    ნაპოლი რო წააგებდა ვიცოდი და იუვეც გატეხავსთქო ვიფიქრე.
    ინტერს კიდევ კატანიიდან სასაცილოდ წამოღებული 3ქულა უნდა დაებრუნებია.
    პალერმოს ამდენი ფრის მერე მოგებას თხოვდი და მთლად წავაგებიე.
    მაგარი ლაციო შტუტგარტში მოგების შემდეგ საკუთარ კონკურენტთან წააგებდა… :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.