ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი კონტეზე , იბრაჰიმოვიჩზე , კავანიზე და …

პოპულარული ტელეგადაცემა ” თერთმეტის ” მორიგი სტუმარი გახლდათ ” იუვენტუსის ” ფუნქციონერი და წარსულში ლეგენდარული ფეხბურთელი ჩეხი პაველ ნედვედი . პიერლუიჯი პარდოსთან ინტერვიუს დროს მან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა . მაგალითად თემა იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებას შეეხო ტურინში , ასევე ანტონიო კონტეს , რომლის მიმართაც პრემიერ ლიგის გუნდები იჩენენ დაინტერესებას …

როგორ ბრძანდებით პაველ ? ბოლო ინფორმაციით თქვენ ბეინასკოს სტუმრობდით . სხვათაშორის ეს ჯიოვინკოს მხარეა …

” დიახ , ის მართლაც ჩვენი პატარა ჯიოვინკოს მხარეა . ეს ერთ ერთი იმ ადგილთაგანია სადაც არცთუ ისე ხშირად ვხვდები ხოლმე და ყოველთვის რაიმე ახალს ვსწავლობ ” .

” იუვენტუსი ” ბოლონიას უპირისპირდება , მაგრამ შაბათსვე ტურინში კონცერტს ” ფინლეი ” გამართავს . წახვალ მასსზე ?

” შაბათს საღამოს დაკავებული ვიქნები და ვნახოთ , იქნებ შემდეგ ჯერზე მოვახერხო ” .

პაველ , მოგწონს დღევანდელი ” იუვენტუსი ” ? მასში იგრძნობა ის ძველი სულისკვეთება და ძალა …

” ორი აზრი არაა . სიმართლე გითხრათ უკანასკნელი შეხვედრის დროს ძალზედ ვნერვიულობდი . ერთი შეხედვითაც კი თვალშისაცემია , რომ კარგ გზაზე ვიმყოფებით ! ეს კონტეს ” იუვენტუსია ” ” .

შენ დირექტორთა საბჭოს წევრი ხარ . როგორ ჩანს ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი და როგორ გადასცემ მას სხვებს ?

” სწორად გაუსვით იმ ფაქტს ხაზი , რომ ეს მართლაც გადადის . სწორედ ამიტომ ამირჩია პრეზიდენტმა . ფაქტია , რომ კონტეში ყველაფერია რისი დანახვაც გვსურდა გუნდში . როგორც ჩანს საწადელს მივაღწიეთ : კლუბი ერთი დიდი ოჯახი გახდა !  ” .

ელოდი რომ ყველაფერი ასე კარგად განვითარდებოდა ? როგორი იყო მინდორზე კონტე ?

” ფეხბურთელობისას , ჩემს უკან ასპარეზობდა და ყოველთვის საჭირო რჩვებს მაძლევდა . როდის წავწეულიყავი წინ და როდის არა . ხოლო მწვრთნელობისას საერთოდ გამაოცა . რასაც ის წვრთნების დროს აკეთებს , ეს საოცარია და მართლაც გარწმუნებს მის სიძლიერეში ” .

როგორ ფიქრობ თავად თუ ხარ მზად მოედანზე გასასვლელად ?

” არ ვიცი . ფიზიკურად მართალია საერთოდ ახლოსაც არ ვარ იმ კონდიციებთან , მაგრამ სურვილი რომ დიდი მაქვს ეს ფაქტია ” .

გუშინ ჯიაკერინის გატანილმა გოლმა , შენი თავი ხომ არ გაგახსენა 2002 წელს ?

” პიანჩენცასთან დაპირისპირება … რა თქმა უნდა მაგრამ მაშინ ბურთი ცოტათი უფრო ადრე გავიტანე ვიდრე ჯიაკმა . მაგრამ ემოციის თვალსაზრისით , ინდენტური იყო . გუშინ ფანტასტიური დღე იყო ” .

პოგბა ? როგორ აირჩიეთ იგი და ვისი გადაწყვეტილება იყო ?

” არა ერთ ადამიანთან ვმუშაობთ , მაგრამ პოლის თამაშის დანახვისთანავე მივხვდით თუ ვისთან გვქონდა საქმე . პლიუს ამასთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მინო რაიოლასთან , რომელთანაც აზრებს ვცვლი . ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , თავად კლუბი იყო დაინტერესებული მისი შესყიდვით . თავად , როდესაც პირველად ვიხილე მისი ასპარეზობა , ვთქვი რომ დიდი ფეხბურთელი დადგებოდა ” .

არ მახსენდება მის ასაკში მისნაირი ძლიერი მოთამაშე …

” გეთანხმებით , თუმცა ამ მაისურს თავისი წონა გააჩნია ისევე როგორც სხვა ევროპულ გრანდებს , მაგრამ … 19 წლის ასაკში ის უკვე გამორჩეულია . მას უკვე ეხლა ძალუძს ბიანკონერის ნახევარდაცვაში ასპარეზობა , არადა ეს ძალზედ ცოტას შეუძლია მის ასაკში . ვფიქრობ ის უნიკალურია ” .

იცოდი , რომ ბარძალის და ვიდალის ტრანსფერები გადამწყვეტი იქნებოდა ? არტურო , ის საერთოდ შენ ძალზედ გგავს ხასიათით …

” როდესაც ჩილელს ვყიდულობდით ვხვდებოდით თუ რა მნიშვნელობის მოთამაშეს ვიმატებდით . იგივე სიტუაციაა ბარძალისთან დაკავშირებით . საერთოდაც ვფიქრობ ანდრეას ჯეროვნად არ აფასებენ , იგი დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესო მცველია , რომელიც არასოდეს სცდება – ის ნამდვილი ჩემპიონია ” .

მზად არის კლუბი ფორვარდისთვის 30-40 მილიონის დასახარჯად ?

” ვფიქრობ ჩვენი ტიპის ფორვარდებს , ეფექტურად ვიყენებთ . კონტე გენიალურია ამ მხრივაც . რა თქმა უნდა კარგად გვესმის თუ რა ასპექტებში გვიჭირს და ვმუშაობთ ამ მიმართულებით , მზად ვართ გავაძლიეროთ კონკრეტული პოზიცია , მხოლოდ საჭიროებისამებრ . სურვილი კი ასეთი თანხა დავხარჯოთ არ გაგვაჩნია ” .

უყურე ამაურის თამაშს ? გასულ უიკ ენდზე მან ჰეთრიკი შეასრულა და ჩემპიონატში საერთო ჯამში უკვე ცხრა ბურთი დაუგროვდა . რა არ წაუვიდა მას ტურინში ?

” ნამდვილად არ ვიცი . გუშინ ვუყურე მის ასპარეზობას და შემიძლია თამამად ვთქვა , რომ ეს სწორედ ის ამაური ვიყო ვის მხარდამხარ ვთამაშობდი . მაშინ ვიცოდი , რომ ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო , რომელმაც იცოდა გოლის გატანა ” .

გსმენია თუ არა ინგლისური კლუბების დაინტერესების შესახებ კონტეს მიმართ ?

” სანამ ტურინში ვარ ანტონიო არ დატოვებს კლუბს . ვხუმრობ რა თქმა უნდა , უბრალოდ მესმის მისი ფასეულობების შესახებ . მანამ სანამ მას სურს ჩვენთან ყოფნა , ის იქნება ჩვენთან ” .

გსურს , რომ იბრა ტურინში დაბრუნდეს  ?

” სიმართლე გითხრათ , ძალიან . იბრა იმ სამეულში შედის სადაც მესი და რონალდო იმყოფებიან . მას თავისუფლად შეუძლია გადამწყვეტ მომენტში მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი . მსურს თუ არა რომ დაბრუნდეს ? დაუფიქრებლად დიახ ” .

პაველ , მოგწონს ჰარლემ შეიკი ?

” არა რა თქმა უნდა , ეს ახალგაზრდებისთვის არის ” .

და რამდენიმე წლის წინ იქნებოდი მზად შეგესრულებინა თავადაც ?

” ახალგაზრდებისთვის ეს მშვენიერი გასართობია . ალბათ მე ნიღაბსაც კი არ გავიკეთებდი ” .

არასოდეს გიფიქრია სამწვრთნელო კარიერა რომ დაგეწყო ?

” არ ვიცი . იმ პერიოდში აუცილებელი იყო დამესვენა , უკვე შემდგომ კი არ შემეძლო მეგობრისთვის – ანდრეა ანიელისთვის უარი მეთქვა . ამიტომ მოხარული ვარ , რომ დავბრუნდი და ის ემოციები განვიცადე , რასაც ფეხბურთელობისას ვიღებდი ” .

პატარაობისას სულ იმაზე ფიქრობდი , რომ ფეხბურთელი გამოხვიდოდი ?

” დიახ , ისეთი პატარა ვიყავი რომელიც დილიდან საღამომდე ფეხბურთს თამაშობდა . დედა ხშირად მეჩხუბებოდა ამის გამო , რადგან შინ ყოველთვის ბოლომდე დასვრილი მაისურით მივდიოდი საფეხბურთო მოედნიდან . თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არა ჩვეულებრივ დროს ვატარებდი და ვთამაშობდი იმდენს რამდენსაც მოვისურვებდი ” .

მართალია , რომ ერთხელ ბაბუასთან ერთად 20 წუთი ირბინე მატარებელს რომ დასწეოდით ?

” დიახ . სხვათაშორის ბაბუა ჯერ კიდევ ცოცხალი მყავს . დატვირთული მივრბოდით , რადგან მანქანა ჩემს ოჯახს მაშინ არ ჰყავდა , ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობდით ” .

რას გახსენებს ეს ფოტო სურათი ?

” 96 წლის მუნდიალს , რომელშიც სამწუხაროდ დავმარცხდით . მატჩს იტალიელი არბირტრი პაიეროტა სჯიდა , მეტოქე გერმანიის ნაკრები და საბოლოო შედეგი 2-1 . ოლივერო ბირჰოფმა ორი ბურთის გატანა მოახერხა ჩვენს კარში ” .

რა მოგონებები გაკავშირებს ” ლაციოსთან ” ? გულშემატკივრობ მათ დღემდე ?

” ვფიქრობ ლაციოს ბევრ ქომაგს დაავიწყდა უკვე ის კლუბი რაც მათ ჰყავდათ , მაგრამ ყველამ კარგად იცის რომ ყოველთვის 100 % – ით ვიხარჯებოდი ამ კლუბისთვის . არ მეშინია ამ ყოველივეს თქმის , პირიქით მივესალმები მათ და სწორი საქციელია . ეს იყო ლამაზი წლები ძლიერ კლუბთან ერთად , რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეეძლო ” .

არასოდეს არ ყოფილხარ რომის ცენტრში ?

” ხუთი წლის წინ აღმოვჩნდი პირველად და ძალზედ ნასიამოვნები დავრჩი ” .

შეხვედრილხარ თუ არა პაპს ?

” საბედნიეროდ ორჯერ მოვახერხე და ხელზეც ვაკოცე . შვილის შეძენის შემდეგ , ეს ალბათ ერთ ერთი ყველაზე ემოციური რამ იყო ჩემს ცხოვრებაში . გამორჩეული პაპი იყო და ბედნიერი ვარ , რომ მოვახერხე მისი ნახვა ” .

შემდეგი ფოტო სურათი … 2002 წელი უდინე …

” ამ ფოტოზე რომ იცოდეთ პობორსკის ვხედავ , რომელსაც მატჩის წინ ვესაუბრე და მეხუმრა , რომ ორი ბურთის გატანას მოახერხებდა . მაშინ ბევრი ვიცინეთ ამაზე . რეალურად კი მოხდა რა ? კარელმა მართალაც შესძლო ინტერის წინააღმდეგ დუბლის გაკეთება და შედეგად იუვენტუსსმა , ნერიაძურის მარცხით ისარგებლად და სკუდეტო მოიპოვა ” .

ფოტო სურათი , რომელიც ნაკლებად სასიხარულოა … 2003 წელი , შეხვედრა მადრიდის რეალთან …

” შვეიცარიელი არბიტრი . ვფიქრობ მან სამართლიანად მომცა გაფრთხილება , რადგან წესების დარღვევა აშკარაა . ამ სურათზე ჩანს ჩემი ტრაგედიაც და ასევე ბედნიერებაც , რომელიც ” იუვენტუსის ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით არის გამოწვეული ” .

გაცვლიდი ოქროს ბურთს ჩემპიონთა ლიგის თასსზე  ?

” დაუფიქრებლად გავცვლიდი , რადგან ფეხბურთი კოლექტიური სპორტია და სიხარულიც კოლექტიურია შესაბამისად ” .

ეს იყო სკუდეტო კაპელოსთან ერთად . როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ თასებთან ?

” ვფიქრობ რომ სრულებით დამსახურებული სკუდეტოებია , ჩვენ იგი მოედანზე მოვიგეთ ” .

ბოლო სურათი . პაველ ნედვედი სერია ბ-ში . რა გამოცდილება შეგმატა იმ პერიოდმა ?

” წარსულში რომ გავიხედო , ” იუვენტუსსში ” დარჩენა სწორი გადაწყვეტილება იყო . სერია ა-ში დაბრუნება არ იქნებოდა ისეთივე ადვილი , ყველა რომ წასულიყო . ბიანკონერი დღეს არ ისაპარეზებდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში , ამიტომ ვამაყობ ყველა ფეხბურთელის გამო ვინც მაშინ დარჩა ტურინში . იგივე ფეხბურთი იყო , იგივე მოედანი , ბურთი და პარტნიორები ” .

მოგწონს ავტომობილები ?

” ადრეულ ასაკში მსიამოვნებდა და გატაცებულიც კი ვიყავი ” ფერარით ” . მყავდა კიდევაც ამ მარკის მანქანა , მაგრამ რატომღაც გარაჟში იდგა სულ . იმიტომ რომ ეს ცოდვა იყო ” .

პაველ , რამდენად ხშირად ფიქრობ კავანის შეძენაზე ?

” ეჰ … მარტო მე მის შეძენას ვერ მოვახერხებ , არადა ძალზედ მომწონს იგი . პირველ რიგში არა იმიტომ რომ გოლების გატანა იცის , არამედ იმიტომ რომ ისევე მუშაობს გუნდზე როგორც ნახევარმცველი . ასეთ მახასიათებლებს ფორვარდში ხშირად ვერ ვიხილავთ . გადაჭრით შეიძლება იმის თქმა , რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს . ჩვენი ” იუვენტუსისთვის ” ის იდეალური ფეხბურთელი იქნება ” .

ქალაქური ლეგენდები : ამბობენ , რომ ვარჯიშზე ერთი საათით ადრე მოდიოდი და ერთი საათით გვიან მიდიოდი …

” ყველა ისე აქცევს ყურადღებას საკუთარ ფიზიკურ კონდიციებს , როგორც ის თვლის საჭიროს . უძლიერეს ფეხბურთელებთან ვთამაშობდი , ამიტომ სხვებზე მეტად უნდა მევარჯიშა . დიახ , ასე ვიქცეოდი და ვთვლი , რომ სწორსაც ვაკეთებდი ” .

2009 წელი  , 31 მაისი – ” იუვენტუსი ” – ” ლაციო ” 2:1

” ბოლო მატჩი იყო , რომელმაც უდიდესი ემოცია დამიტოვა . ვხედავდი თუ რამდენი ტიროდა და რამდენი იცინოდა და მე ბედნიერი ვიყავი . ეს დიდი სიამოვნება იყო ” .

პაველ , მოგწონს ბარსელონას საფეხბურთო ფილოსოფია ?

” მომწონს როდესაც ისინი მიზანდასახულად მოქმედებენ . მილანში მე ვერ ვიხილე სახიფათო და ასეთი მიზანდასახული კლუბი . ისინი უბრალოდ აგორავებდნენ ბურთს და ასეთ ფეხბურთს შედეგი არ მოაქვს . მათ ხიფათი უნდა შეექმნათ მეტოქის კართან , ხოლო ის რასაც აკეთებდნენ , დროის კარგვაა და მეტი არაფერი ” .

2009 წლის მაისში ინტერს და კერძოდ მოურინიოს ჰქონდა გიჟური იდეა შენ გაფორმებასთან დაკავშირებით . უარი შენ თქვი , თუ რაიოლამ ?

” არა , გადაწყვეტილება თავად უნდა მიმეღო ერთპიროვნულად . არ ვიყავი ამისთვის მზად , ამაზე რაიოლამაც ისაუბრა ” .

მატჩების მსვლელობის დროს , ტიფოზები ხშირად ასრულებენ სიმღერებს შენს საპატივცემლოდ …

” მრცხვენია ასეთ დროს . დღეს უკვე აღარ ვთამაშობ და უმჯობესი იქნება თუ ისინი იმ ბიჭებზე იმღერებენ , რომლებიც მოედანზე იუვენტუსის ღირსებას იცავენ . მიუხედავად ამისა , როდესაც ასე მეგებებიან უბედნიერესი ვარ . მეორეს მხრივ მრცხვენია როგორც უკვე გითხარით , რადგან აღარ ვარ ფეხბურთელი ” .

იყო მომენტი როდესაც შეგეშინდა ინტერის , რომელმაც სტუმრად დაამარცხა ” იუვენტუსი ” ?

” გამაკვირვა ნერიაძურიმ , რომელამც შინ დაგვამარცხა და თან საკმაოდ იოლად . ვფიქრობდი , რომ სწორედ ისინი გაგვიწევდნენ სკუდეტოსთვის კონკურენციას , მაგრამ მათ მალევე გაუშვეს სადავეები ხელიდან ” .

შეგვიძლიათ ვთქვათ , თუ არა რომ ნაპოლის კრიზისი დაეწყო და როგორ იმოქმედებს ეს კავანიზე ?

” ბევრი ქულა დაკარგეს ბოლო პერიოდში და პლიუს ამასთან ევროპა ლიგასაც გამოემშვიდობნენ . ვუყურე მათ დაპირისპირებას , რადგან ეს ჩეხური კლუბის წინააღმდეგ ვითარდებოდა . დღეისათვის მათი საზრუნავი მხოლოდ შიდა გათამაშება იქნება და ვფიქრობ ყველა ღონეს იხმარენ , რომ ამაღლებულ ნოტაზე დაასრულონ იგი ” .

აირჩიე მეტოქე ვისაც ფინალში შეხვდებით …

” სასიამოვნო იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და ვინ იქნება მეტოქე ამას შემდეგ შევხედავთ ” .

რევანში მილანის წინააღმდეგ ?

” ვნახოთ რა იქნება 10 წლის შემდეგ .  ცოტათი მოურინიოს რეალი მაფიქრებს ” .

მილანი გასცდება ბარსელონას ?

” დიახ , დიახ , დიახ . ვერ ვხედავ დღევანდელ ბარსელონაში იმ ბრწყინვალებას , რომელიც მილანს შეაჩერებდა ” .

რას ფიქრობ ბუფონზე , წლები ხომ მიდის …

” ბუფონი უკონკურენტოა , ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა . არა ერთ ძლიერ მეკარესთან ერთად მითამაშია – ლაციოში მარკეჯანი , პერუცი … ბუფონი … ჩეხი ეროვნულ ნაკრებში , მაგრამ ჯიჯიზე საოცარი პირველი ნომერი არსად მინახავს ” .

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის პაველ …

” თქვენც დიდი მადლობა მოწვევისთვის ” .

 

წყარო : TuttoJuve.com

 

 

56 thoughts on “ნედვედი კონტეზე , იბრაჰიმოვიჩზე , კავანიზე და …

  1. PIto
    რა შუაშია წუთები? ისლამ ერთი პერიოდი რო ამოაგდო ლიხშტაინერი სასტავიდან არ იცი?
    არა მე იუმორში მაგარი ვარ მარა შენ ძაან სუსტი ხარ იუმორშიც და ფეხბურთშიც
    რა ისლაზე მელაპარაკები კაცი ერთერთი უსუსტესია იუვეში, თუ ვინემა სამარცხვინო რო იუვეს ფორმა აცვია ისლა მოწინავე სამეულშია

    1. ვახ ვახ ვახ რა ბიჭიააა, რა დუხზე ხარ, თან თავის ქებაც როგორ ყვარებია, სად შემიძლიაა :loool: იმ სამეულში პირველი ლილიპუტი ჯიოვინკოაა, არსად არ დაგეკარგოს ჯიბეშიც ჩაგეტევა… დასაფასებელი ის კაცი არ არის, რომელიც ბევრს ლაპარაკობს და ერთის ნაცვლად ორასს აბრუნებს, დასაფასებელი უფრო ის კაცია თავისი შეცდომის აღიარება რომ შეუძლია და მთელი სიჯიუტით თავისმიერ წარმუთქმულ ადრინდელ აფსურდს რომ არ აწვება.

  2. ესაა იუვეს სასტავი, თქვენ ალბათ არ იცით რო კონტე ხან უფორვარდოდ თამაშობს ხან ერთი ფორვარდიდ
    Attacking Midfielders
    12)Giovinco
    24)Giaccherini
    Strikers
    9)Vucinic
    17)Bendtner
    1 )Anelka
    27)Quagliarella
    32)Matri
    35)S Beltrame
    იუვეს შეტევა არის ეს სადა სება და ჯაკე არის შემტევი ნახევარმცველები დანარჩენები თავდამსხმელები

  3. რას იშლით წინასწარ ნერვებს ვინ მოვა და ვინ წავა დაველოდოთ ზაფხულის ციებ-ცხელებას :chuvak:

    პ.ს ჩემი სურვილია გუნდიდან გაუშვან:

    ისლა, დეჩელიე, პადოინი, მატრი, კუალი, მირკოც და შეიძLება ჯაკეც…

    მოსვლით მარტო მოდიან:ლორენტე და პოლი. დანარჩენი ვინ მოვა კაცმა არ იცის :juvee:

  4. PIto
    ისლამ რაც იცირკაჩა არ ეყო? :lool: ისალს თუ არ მიეცა სათამაშო დრო აბა კვალიმ რა თქვას? :lool:
    ლიხშტაინერი გაოგნებული სახით რო იძახოდა ფლანგელისთვის არაა აუცილებელი სულ სასატვში ყოფნა და მიტო არ ვთამაშობო მაშინ სად იყავი?
    ისლამ იმაზე მეტი შანსი მიიღო ვიდრე დაიმსახურა ბოლობოლო კონტემ ლიდერი დასვა სკამზე მაგის გამო და ამან 1 მიზეზიც არ მიცა კონტეს რო სასტავში დაეტოვებია
    ისლა ლიხშტაინერის მეათედიც არაა

    1. არ ვიცი რომელი იუვენტუსის თამაშებს უყურებდი, ან ისლას ვის ეძახდი მაგრამ ციფრები შენი ფილოსოფიის საწინააღმდეგოდ მეტყველებს.

      2012-2013 ისლა – 313 წუთი
      2012-2013 ჯიოვინკო – 1715 წუთი
      2012-2013 ლიხშტა 1600 წუთი
      2012-2013 დე ჩელიე 716 წუთი ( გაცილებით მეტი იქნებოდა რო არა ტრამვები)

      ისე ძაან მაგარი კაცი ხარ, ყველაფერზე შენს სუბიექტურ აზრს დაუზარებლად რო აყალიბებ და იუმორიც რო არ გელევა, ხშირად პოსტე ხოლმე :loool:

  5. ისლა რატო მოგწონთ? შარშან მაგარი იყო 20 წლის წინ მარადონა იყო მაგარი
    ფაქტია რო ვერ გაამართლა, მარცხენა ფლანგს პელუზო ასამოა მიხედავს ზოგჯერ პეპე იქნება ხან იქეთ ხან აქეთ, მარკვნივ კიდე ლიხშტაინერი კასერესი და იგივე პეპე
    ჯაკერინი შეიძლება მარკიზიოს ზამენად დატოვონ მარა მეტი დრო უნდა მიეცეს
    დეჩელიე ჯობია წავიდეს, რომას მოუხდებოდა ან მილანს კონსტანტას კი აჯობებს, გუშინაც გამოჩნდა რო უბრალოდ ფიზიკურად ძლიერია და მეტი არაფერი
    მატრი ისეთი ფეხბურთელია თუ სტაბილურად არ ითამაშა ვერ გამოიყენებ, კვალი კიდე შეიძლება თვეში ერთხელ ათამაშო და თამაში გაამწვავოს

    1. ჯიოვინკო რომ მოსწონს ისეთი კაცი ისლაზე ცუდს როგორ ლაპარაკობს?? იმდენი სათამაში დრო რომ მისცა ხზ რას იზამდააა, თუ ვინმე უნდა წავიდეს მოდით, ჯიოვინკოთი დავიწოთ

  6. მოკლედ მაგარი სატრანსფერო ფანჯარა გველის რა…

    პადოინი-ვუჩინიჩი-კვალიარელა წავლეეენ
    მოვა ლორენტე-პოლი და იმედია 1 ტოპ ფორვარდი და პლიუს იმობილე ან გაბიადინი…

    დაცვაში ბარძალი-ბონუჩი-კიელინი-კასერესი-მარონე საკმარისია ჩემის აზრით…

    ფლანგებზე ასამოა-ლიხშტაინერი-დეჩელიე-პელუზო-ისლა საკმარისია. ასევე ჯაკერინი-პეპე გვყავს… ცენტრში ვიდალი-პირლო-მარკიზიო გვყავს + პოგბაააა და პოლი იმედია მოვა…

    წინ კი ჯოვინკო-ლორენტე-მატრი + ტოპი და + გაბიადინი ან იმობილე და უმააააააააგრესი იქნება…

    1. დეჩელიეც მიდის, შემტევებიდან ან ყველა დარჩება ან ყველა წავა, ჯოვინკოს გარდა
      აუცილებლად უნდა გაუშვან პადოინი და ისლა, ამათ შეიძლება მიაყოლონ ჯაკერინიც მომავალ სეზონში პეპე მოვა და ამას საერთოდ არ ათამაშებენ თან ნაკრების კაიცია და ჯობია საშუალო დონის კლუბში წავიდეს
      ეს მარტინესები და იაკინტები კიდე საბოლოვოდ უნდა მოვიცილოთ

      1. მე პირადად ჯაკერინისა და ისლას გაშვება მეწყინება…
        მაგათზე კარგი ზამენა ვინ მოვა რო?
        პადოინივით ბანძი თუ მოვა…

        ჯაკე-ისლა კარგი ზამენა… სხვებს დაასვენებს და ჯაკე-ისლა დადგება… დეჩელიეც წავიდეს კი ბატონო… მაქეთ პელუზო-ასამოა-პეპე იქნება. აქეთ კასერესი-ლიხშტაინერი-ისლა

        წინ კი მატრი მინდა რომ დარჩეს მე-5 ფორვარდად კაია…

        ჯოვინკო-ლორენტე-მატრი და + 2

        1. ჯაკე-ისლა- ში გეთანხმები ჩემი აზრით უნდა დატოვონ ისლასბევრი გაუცდა წინა სესონში და ვერ და ვერ ჩადგა ფორმაში ამ ბიჭს ბევრისსარგებელს მოტანა შეუძლია ასევე ჯაკესაც მუშა რამის ყველა პოზიციაზე შეუძია ნახვერ დაცვაში უნვერსალია მაგ ყველაფერსრო თავი დავანებოთ იტალის ნაკრების წევრია :italy: :forza:

  7. კაი იყო მაგარამ მაგრად გამიკვირადა დელ პიერო რო არ იყო ამ ინტერვიუში მოხსენიებული ნედვედის მხრიდან არადა მაგარი ძმაკაცები იყვნენ.!! ბრაო ავტრო კაი იყო ჯიგარ დავით :up:

        1. ბევრ თემას შეხო შეკითხვის გარაეშეც მეგონა რო დელპოზეც იტყოდა ერთ ორ სიტყბას ძველი ბრატები არაიან ეს თავშიც ავღნიშნე.

  8. დზმებო როგორ ვნატრობ მოჯის,რა მაგარი კაცია,ერტი წელი და ხველაპერს დაალაგებდა,მილანის ადგილას იუვე გავიდოდა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  9. გუშინ სხვადასხვა ბილეთებში მეწერა: ბარსელონას გასვლა (2.2) ტაიმბოლი (1/1) ….. პირველი გოლი . // მილანის მეტი ყვითელი .. 0-1 1 და სხვა ცოცხალის შედეგები // მაგრამ მაინც მაგარ გატეხილში ვარ ..

  10. გვინდა ვითომ ზლატანა?.. ბეილი მინდა მაგრად!… ტორესი ეხლა აღარ ვარგა მარა მგონია რომ იუვეში ათამაშდება თან ძვირიც არაა…

  11. სება იმედია მოუმატებს იუვეს ტეიშეირა უნდოდა და იგუაინი და ახლა გაჩუმდნენ აუ ნერვებზე თამაშობენ, მოკლედ ინტერნეტში იუვეზე ტრანსფერებზე ნიუსებს აღარ ვკითხულობ

    1. იბრა როგორ არ გვინდა ..??
      ისე იუვეს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე ფერნანდო ტორესიც კარგი ვარიანტია, მერე რა რომმ ეხლა ისე ვერ ბრწყინავს, ძალიან ჟილკიანი ფეხბურთელია და მასში იგრძნობა პოტენციალი …
      ბეილი – იუვესთვის ოცნების სფეროა ..

  12. მატრი ვუჩინიჩი უნდა გააგდონ ტავისუფალ აგენტებად რა მეტ გზას ვერ ვხედავ ან გაყიდონ 3-3 მილიონად მეტს არავინ გადაიხდის დაგვცინიან იუვეს ქომაგებს რა ეს ნაძირლები ვინეებს ყიდულობენ ეს მაროტა ფუ როგორ მინდა შევაგინო

    1. იასნია ძმაო ანდა ეგ ანელკა რატო იყიდეს პროსტა მე ვერ ვხვდები რაში სჭირდებოდათ ახალგაზრდა მაინც იყოს ეგ … კაცი 40წუთი ვერ ითამაშებსს. კაროჩე როგორც იუვეს ფანი ვიტყვი რო ვუჩინიჩი,მატრი,ქუაგი,ანელკა,ბენტნერი,ისლა და პადოინი უნდა გაყარონ ყველა.

      იუვესთვის საუკეთესო შენაძენი იქნებოდა ვან პერსი,სანცჩეზი,ბეილი და იბრა აი ესაა ჩემი აზრი სანამ ამ ფეხბურთელებიდან ერთი ორს მაინც ტუ არ იყიდიან ფსო წასულია მისი საქმე მერე

  13. ზლატანას დაბრუნებაზე კარგს ვერაფერს იზამენ ! ოღონდ ეს არავის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ან უნდა მოხდეს მატრისა და ვუჩინიჩის ხარჯზე სება და კვალი ჩვენია :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  14. პაველ პაველ შენნაირი იუვეს და ალექსასნაირის იბრას ნაირი შემტევი ეღირსება სანამ ცოცხალი ვარ ნეტა

  15. იბრას შვილი იუვეს ქომაგია როგორც მახსოვს და რო მოინდომოს ნედვედმა კაროჩე შეუძლიათ იბრას გადმოყვანა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.