ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გაბიადინი : ” ეს ერთი რიგით დაპირისპირებაა ”

” ბოლონიას ” ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდი მანოლო გაბიადინი კომენტარს აკეთებს ტურინელებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე , რომელიც უიკ ენდზე გაიმართება . შეგახსენებთ , რომ მანოლო არენდის წესით ასპარეზობს მოკრძალებულ კლუბში და მისი ტრანსფერის 50 % – ს სწორედ ბებერი ქალბატონი ფლობს : ” კარგად მომეხსენება , რომ ქალაქი ამ დაპირისპირებას საოცრად ელის . ჩვენც მაქსიმალურად ვემზადებით ამ საღამოსთვის და პრინციპში უნდა ითქვას , რომ ბოლონია უკლებლივ ყველა მეტოქის წინააღმდეგ სწორედ ასეთი სულისკვეთებით ემზადება . ბიანკონერი ისეთივე მეტოქეა , როგორც სერია ა-ს სხვა კლუბი და მასთან მოდუნება არ შეიძლება. პირადად ჩემთვისაც , ეს მორიგი დაპირისპირება იქნება . იმ მითითებებს მივუყვები რასაც მწვრთნელი მომცემს . დიდი პატივისცემის და მიუხედავად არ მოვიქცევი ისე თითქოს ვინმეზე ვიყო დამოკიდებული . გოლი ? იმედი მაქვს გავიტან ! ვარჯიშებზე თავს არ ვიზოგავ , რომ კიდევ უფრო უკეთესი გავხდე . არ მსურს ვიფიქრო მომავალზე , კონცენტრირებას ბოლონიაზე ვახდენ ” .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
11 years ago

ეს არაა იუვეს დონის

dato_juventino
11 years ago

გაბიადინი მაგარი მომწონს მარა უფრო მეტედ უნდა პროგრესირებდეს

11 years ago

გაბიადინს პრაკტიკა კი აქვს ბოლონიაში მაგრამ მარცხენა ნახევარმცველს თამაშობს, არადა ცენტრალური თავდასხმელია ამის მომავალი.. გოლების გატანა კარგად შეუძლია, დასწრებაზეც მაგარია თავითაც არაუშავს და ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს

zviadi basilaia
11 years ago

უიკ ენდზე არა რა ! კვირის ბოლოს : ))
ნუ თხრით ქართულ ენას ძირფესვიანად :blin:

ცოტნე სამსონაშვილი

გეთანხმები ;)

lasha naxucrishvili
11 years ago

:up: :up: :up:

manvela saakyani
11 years ago

პოგბა ნაკრებშია გამოჯახებული :forza: :forza: :forza: :forza: საფრანგეთის :vashaa: :kenwvla:

d a v i d
11 years ago

იმობილემ მოუკლო და სკამზედაც ზის უკვე :loool: ერთი ეს ფაფხურობს ეხლა და ნელ-ნელა ამის იმედიც მეკარგება :loool:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x