იუგოვიჩი : ” გუნდს ძალუძს ფინალში გასვლა ”
ვლადიმირ იუგოვიჩის მტკიცებით , ბიანკონერის ძალუძს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობა : ” მსურს ამ დროს სწორედ იქ ვიმყოფებოდე “ . შეგახსენებთ , რომ სწორედ მან გაიტანა 1996 წლის ფინალში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ჰოლანდიური ” აიაქსის ” კარში , რამაც ” იუვენტუსს ” ჩემპიონთა ლიგის თასი მოუტანა : ” დღეისათვის ფინალში გასვლა სავსებით რეალური შედეგია . ხედავთ თუ როგორ ხელმძღვანელობს გუნდს კონტე ? მათ ისეთივე მახასიათებლები გააჩნიათ , რაც მთავარ მწვრთნელს ჰქონდა მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო . ისინი არასოდეს ნებდებიან რაც ასე აუცილებელია ევროპული ტიტულის მოპოვებისთვის . რვა საუკეთესო კლუბს შორის შესვლა უდიდესი მიღწევაა . არ დაგვავიწყდეს ასევე , თუ რა ქვე ჯგუფიდან არის გასული იუვე , მათ ხომ მოქმედი ჩემპიონი ” ჩელსი ” დაამარცხეს და იგივე დღე აყარეს კერკეტ კაკალ ” შახტარს ” . იმ შემთხვევაში თუ ლონდონურ ფინალამდე მიაღწევენ , მსურს ასეთ დროს კლუბთან ერთად ვიყო . იმედი მაქვს ანდრეა ანიელის ჯერ კიდევ ვახსოვარ ” .
წყარო : Football-Italia
დაგპატიჯებთ აუცილებლად
მოსაწვევი გინდა ჯიმა?
