ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” საინტერესო დაპირისპირება გველის ”

ბიანკონერის მეტოქე მიუნჰენის ” ბაიერნია ” . ჰაინკესის კლუბი დომინირებს გერმანიაში და იმსახურებს პატივისცემას ევროპაშიც . კონტეს კარგად მოეხსენება იმ სირთულეების შესახებ , რასაც მათთან გადაეყერება , მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებს , რომ ამ სტადიაზე ნებისმიერი მეტოქე რთულად დასაძლევი იქნებოდა : ” თავიდანვე ვაცნობიერებდით , რომ წარმოუდგენლად რთული დაპირისპირებები გველოდებოდა 1/4 ფინალში . ლონდონის ” ჩელსის ” შემდეგ , ჩვენ შევხვდებით გასული წლის კიდევ ერთ ფინალისტს , რომელიც ევროპაში საკმაო ავტორიტეტით სარგებლობს . გერმანელები ხომ წლების მანძილზე აგროვებდნენ ამ გამოცდილებას და ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის ერთ ერთ უმთავრეს ფავორიტთა შორის იმყოფებიან . ამასთანავე შეუძლიათ მშვიდად მოემზადონ ამ მატჩისთვის , რადგან შიდა გათამაშებაში 20 ქულიანი ჰანდიკაპი გააჩნიათ . დაძაბული მატჩი იქნება , რომლისთვისაც მომზადებას მშვიდ ატმოსფეროში გავაგრძელებთ . ჩვენ განვაგრძობთ ოცნებას და გვსურს თითოეული წამით დავტკბეთ . გასულ წელს ევროპის უპრესტიჟულეს გათამაშებაში შინ დივანზე მოკალათებულნი ვუცქრედით , დღეს კი ერთ ერთი მთავარი მოქმედი პირები ვართ ” . 

შემდგომ საუბარი უკვე შიდა ასპარეზს და ” ბოლონიასთან ” დაპირისპირებას შეეხო …

შევხვდებით კლუბს , რომელიც კარგ ფიზიკურ კონდიციებშია . მათ რიგებში ისეთი ფეხბურთელები გამოდიან , როგორებიც არიან დიამანტი და ჯილარდინო . არიან ასევე კონე , პერესი , ტაიდერი , გაბიადინი , ჩვენი სორენსენიც – რომლის თამაში მესიმპატიურება … ერთი სიტყვით მათ რიგებში წარმატებული მოთამაშეები ირიცხებიან , რომლებსაც ძალუძთ პრობლემების შექმნა ჩვენთვის . ხვალ ძალზედ რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება იუვესთვის . ორგანიზებულ გუნდის წინააღმდეგ გავალთ მოედანზე , რომელიც კარგად იყენებს 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას , პლიუს ჰყავთ ჭკვიანი თავკაცი პიოლის სახით და სავსე არენა . პოგბა ? აქ გადმოსვლით მან საგრძნობლად მოუმატა . დეშამს ვესაუბრე და ვუთხარი , რომ პოლს დიდი კარიერა ელოდება წინ ” .

 

წყარო : Juventus.com

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BAVARIA MIUNXENASHVILI
11 years ago

ბაიერნისტვის იუვე და გალატასარაი ერტმანეტისგან დიდად არ განსხვავდება ორივეს ჰაერში აწევს და ბურთს არ ანახებს

gag100
11 years ago

ასეთი ლაპარაკი არ მევასება იუვეს წარმომადგენლებიდან ისე ლაპარაკობს კონტე თითქოს იუვეს პირველად მოხვდა ლიგაზე და კაით რა კაით რა იყო ჩავარდა იყო!! მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ გალათასარაი გამიგია ასე ლაპარაკობდეს მაგრამ იუვე მიუღებელია ჩემთვის რა :blin: :juvee: :juvee:

MAXSIMUS
11 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x