ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მარცხი “იუვენტუსმა” სწორედ “ბაიერნთან” იწვნია
მიუნხენის “ბაიერნი” ის ევროპული გრანდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ტურინის “იუვენტუსი” 2009 წელს დაამარცხა, მას შემდეგ კი ბიანკონერებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში მარცხი არ უწვნიათ.ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში რეკორდმაისტერებმა ბებერი ქალბატონი საკუთარ კედლებში 1-4 დაამარცხეს და იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მესამე ადგილზე დატოვეს.ოთხი წლის წინანდელი გუნდი დღევანდელი “იუვეს” მხოლოდ აჩრდილია, იმ მატჩის შემადგენლობიდან ანტონიო კონტეს განკარგულებაში მხოლოდ ოთხი ფეხბურთელია : ჯანლუიჯი ბუფონი, მარტინ კასერესი, კლაუდიო მარკიზიო და იმ შეხვედრაში შეცვლაზე შემოსული სებასტიან ჯიოვინკო.
“იუვენტუსი” 2009 წელს, “ბავარიასთან” მატჩში : ბუფონი; კასერესი, ლეგროტალიე, კანავარო, გროსო; კამორანეზი, ფელიპე მელო ( ჯიოვინკო 81′ ), მარკიზიო, დიეგო ( ამაური 65′ ), დელ პიერო ( პოულსენი 46′ ), ტრეზეგე
ძლიერი შეგხვდა მაგრამ თუ წარმატება გვინდა არ ვისურვოთ სუსტები. მიხარია რო ძლიერი შეგვხვდა და თან პატივს ვცემ ბავარიას… წინ იუვე!
აცადეთ რა ამ კაცს ცხელ ცხელი სტატიების დადება !
ამოისუნთქა საიტმა და თქვენ კიდე სიახლეებს უშლით
ბავარიას სახეს გავაძრობთ )) მთავარია კონტემ ჩელსისთან როგორც ათამაშა ისე აათამაშოს ბიჭები )) რევანში იქნება !
იქნება რევანში! იმას რატომ არ იხსენებთ ბავარია ალიანს არენაზე პირველად იუვემ რო დაამარცხა დელ პიეროს გოლით ბოლო წუტზე

ნანიზე სტატია რატომ წაშალეთ. გვიფრთხილდებით ? :))