ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : ” ჩვენი ძალა ერთიანობაშია ”

” იუვენტუსი ” ბოლონიაში მატარებლით გაემგზავრა , სადაც ორიოდ საათში ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდება სერია ა-ს 29 ტურში : ” ანტონიო კონტემ თავიდანვე გვითხრა , რომ ჩვენ ” იუვენტუსმა ” აგვარჩია , კლუბმა რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის არსებობს და არა მეშვიდე პოზიციაზე გასასვლელად . გვაგრძნობინა , რომ მოედანზე მაქსიმუმი უნდა გაგვეღო . ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა . წვრთნების პირველივე დღიდან არავის დაუწყია წუწუნი , ყველანი მუხლჩაუხრელად ვშრომობდით . მას სწორედ ასე სურდა , რომ ყოფილიყო და ყოველი ჩვენთაგანი თვალდახუჭული გაჰყვა მას .

ჩემპიონთა ლიგა …

” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ნებისმიერი ფიქრობს და რა გასაკვირია , რომ გაორმაგებულად ჩვენ , ფეხბურთელები . გულშემატკივრებთან საუბრისას ხშირად ვეხებით ამ საკითხს , მათი სურვილია გამარჯვება მოვიპოვოთ ამ ტურნირში . თუმცა მსურს სიმშვიდისკენ მოვუწოდო თითოეულს , ეს ჯერ კიდევ პირველი სეზონია და უკვე არცთუ ისე ცოტა გავაკეთეთ . ეს არის ოცნება და შესაბამისად უნდა მივუდგეთ . არ ვიცი გავალთ თუ არა ბოლომდე , მაგრამ ვიბრძოლებთ და არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან , რადგან საკმაოდ მაღალი დონის გუნდი გვყავს ” .

ბიანკონერის დაცვამ ,  ყურადღება არამარტო იტალიაში მიიპყრო …

” ორი აზრი არაა , იუვეს დაცვა ყველაზე ძლიერია იმათაგან , რომელშიც მე მომიწია ასპარეზობა . ჩემს უკან კი ბოლო 20 წლეულის და ალბათ საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე ძლიერი მეკარე თამაშობს . გვერდით მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო მცველი ჯორჯო კიელინი მიდგას და რა თქმა უნდა ლეონარდო ბონუჩი , რომელსაც გასულ სეზონში არცთუ ისე ცოტა კრიტიკა ხვდა წილად , მაგრამ მან სრული კონცენტრაციით განაგრძო მუშაობა , მნიშვნელოვნად მოუმატა და დღეს სამართლიანად ითვლება ევროპის ერთ ერთ საუკეთესო მცველად . ერთი სიტყვით ძლიერი უკანა ხაზი გაგვაჩნია , ორგანიზებული და სწორედ ამაშია ჩვენი ძალა – ინდივიდუალურად შესაძლოა ნახოთ ფეხბურთელები რომლებიც გვჯაბნიან , მაგრამ ორგანიზებულობა ერთ ერთ საუკეთესოებად გვხდის ” .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
11 years ago

:love:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x