ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მათეუსი : ” ” ბაიერნის ” დამარცხებით იტალიელები ჩემპიონები გახდებიან ”

ლოთარ მათეუსის მოსაზრებით , იმ შემთხვევაში თუ იტალიის 30 გზის ჩემპიონი შესძლებს ” ბაიერნის ” ძლევას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში , რეალურად შეეძლება ტურნირის მოგებაც : ” საკმადო საინტერესო დაპირისპირება გველის . ფავორიტის სტატუს თანამემამულეებს ნამდვილად არ მივიჩნევ , რადგან ვიხილე საკუთარი თვალებით იტალიელთა შეხვედრა ” სელტიკთან ” და მინდა ვთქვა , რომ საქმე რეალურ ძლიერ კლუბთან გვაქვს . იმ შემთხვევაში თუ ისინი დიდი ანგარიშით არ დამარცხდებიან მიუნჰენში , მაშინ საკუთარი ტრიბუნების დახმარებით შეეძლებათ მომდევნო ეტაპზე გასვლა . დიახ , ” ბაიერნს ” გამოცდილება მეტი აქვს , მაგრამ ამ კონკრეტულ 180 წუთში მერწმუნეთ ამას მხოლოდ მცირედი უპირატესობა თუ ექნება . კიდევ ერთხელ განვმეორდები , თუ კონტეს გუნდი დაამარცხებს გერმანელებს , მაშინ რეალურად შეეძლებათ თასის აწევა , რადგან რწმენა საკუთარ ძალებში ასეთი მატჩის მერე პიკს მიღწევს და მათი შეჩერება უკვე წარმოუდგენელი იქნება ” .

წყარო : Football Italia

8 thoughts on “მათეუსი : ” ” ბაიერნის ” დამარცხებით იტალიელები ჩემპიონები გახდებიან ”

  1. უნდა გავიდეთ და დავუმტკიცოთ ყველას რომ იუვე ნამვილად დაბრუნდა ზოგიერტი გრანდებშიც აღარ თვლის უვკე იუვენტუსს მაგრამ ყველას უნდა ვანახოთ რო ასე არაა :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.