ბუფონი : ” მორიგი შეტყობინება კონკურენტებს ”
” მორიგი შეტყობინება ” – ამგვარად ასახავს ჯანლუიჯი ბუფონი მეტოქის დამარცხებას . არა გადამწყვეტი , თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანი . მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს , რომ როდესაც საკუთარ ფეხბურთს თამაშობენ მათი შეჩერება უბრალოდ წარმოუდგენელია : ” ნაკლებად მგონია , რომ ” ბაიერნმა ” ჩვენი მატჩი იხილა , მათთან უბრალოდ შევეცდებით საკუთარი შანსის გამოყენებას . კარგად ვაცნობიერებთ , რომ ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი კლუბი იასპარეზებს . მარცხი მათთან სამარცხვინო არ არის , მაგრამ ფაქტი რომ მოგვიწევს შეხვედრა უკვე დიდ რამეს ნიშნავს . რაც შეეხება კალჩოს , კიდევ არა ერთი ტურია წინ , მაგრამ ვფიქრობ ჩვენი შეტყობინება მკაფიო იყო მეტოქეებისთვის . როგორც გასულ კვირას იყო , დღევანდელი შეხვედრა სამ ქულაზე მეტს ნიშნავდა ” .
წყარო : Tuttosport
ამ მომენტში მაგრად გადაგვარჩინა ისე ჯიჯიმ
ბაიერნთან თუ კიდევ გავზრდით ტემპს მაგარად გაუჭირდებათ ხარვიზებს ვხედავ მაგ გუნდის დაცვაში
გუშინ ჯუვემ მოიგო დღეს კიმი რაიკონენმა არაჩვეულებრივი საათEბი მქონდა:-P:-P:-P