ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” უფრო მეტად უნდა გავზარდოთ სიჩქარე ”

” იუვენტუსი ” შეუჩერებელია და მას უკვე ფორმულა 1 – ის ბილოდსაც ადარებენ . კონტე იღებს ამ შექებას , მაგრამ მოუწოდებს ყველას სიმშვიდისკენ და არ გაუსწრონ მოვლენების განვითარებას : ” დიახ ეს სწრაფი მანქანაა და აუცილებელია იმავე ტემპში მოძრაობა , მაგრამ ჯერ ჯერობით არაფერი მოგვიგია . მიზანს 9 მატჩი და 27 ქულა გვაშორებს . პოზიცია რომელიც გვიკავია კომფორტულია და რაც მთავარია ის დამსახურებულია . ამიტომ ვეცდებით სიჩქარის კიდევ უფრო მომატებას , რადგან სკუდეტოსთან ერთად სხვა ოცნებაც გვაქვს , რომელსა ჩემპიონთა ლიგა ჰქვია “ .

შემდგონ ანტონიომ ახსნა ის სიხარული და ემოციები , რაც რატომღაც არ მოეწონა ბოლონიელთა თავკაცს სტეფანო პიოლის …

” იცით , გულშემატკივრებთან ერთად თუ არ შეიძლება რომ გამიხარდეს , აბა საერთოდ რისი უფლება გამაჩნია ? მესმის , რომ ჩვენი წარმატება ბევრს არ სიამოვნებს , მაგრამ ჩემი ემოციები უხამსი ჟესტების მანიშნებელი ნამდვილად არ ყოფილა . ყოველთვის გვხვდებიან შეურაწმყოფელი სიტყვებით , ხელკეტებით და ქვებით . მოდით ამაზეც ვისაუბროთ . საკუთარ გულშემატკივართან ერთად ვხარობდი . გავიმარჯვე , მივიწევ სკუდეტოსკენ და არ ვიზეიმო ეს ყოველივე საკუთარ ტიფოზერიასთან ? საკმარისია უკვე ეს უაზრო პოლემიკა . კოცნა ? ის ჩემს შვილს ვიტორიას ეკუთვნოდა ” .

კონტემ ” ბოლონიასთან ” გამართულ მატჩს ანალიზი გაუკეთა …

” პელუზო და პადოინი იდეალურად ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს , მათ ზედმიწევნით კარგად შეასრულეს ჩემი ტაქტიკური ჩანაფიქრები . მაქსიმალურად კონცენტრირებულნი მოვემზადეთ მატჩისთვის და არა ერთი თავსატეხი გავუჩინეთ მეტოქეს . დღევანდელი გამარჯვება აუცილებელი იყო სამომავლო გეგმებისთვის . მარცხის შემთხვევაში , მეტოქეებს დამატებით სტიმულს მივცემდით ბრძოლისთვის . დავიმსახურებთ სამი ქულა და მოხარული ვარ შეგირდების მიერ ნაჩვენები შედეგით ” .

დასასრულს კონტემ საკუთარ მომავალზე გააკეთა კომენტარი …

ბუნებრივია მომავალში საკუთარი თავის გამოცდა იტალიის ფარგლებს გარეთაც მომინდება , მაგრამ დღევანდელი დღე  ” იუვენტუსს ” და მის გრძელ და წარმატებულ გზას ეძღვნება . ყოველი მომდევნო გამარჯვება ბიანკონერისთან ერთად , ზრდის ანტიპატიას . სადაც არ უნდა ჩავდიოდეთ , ყველგან უსაშინლესი დახვედრა გვხდება . არ მესმის ეს ყოველივე და ვერ ვხვდები თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან მომავალში ” .

 

წყარო : Tuttosport

23 thoughts on “კონტე : ” უფრო მეტად უნდა გავზარდოთ სიჩქარე ”

  1. კორიბროკი ფინეთში ერთიანი, სიენა იტალიაში ორიანი, ტულუზას ერთიანი და ვისლას ერთიანი პოლონეთში
    ვისლა და სეიენა უეჭველი მგონია კორიბროკი 90% ტულუზა 80%

    1. და სებას დააკვირდით ისეთი დაბალია კურტკა კაბასავით აქვს:D იმენა ჩამძვრალია და დაფოფხიალებს:D მაგარი კაცები არიან :love:

  2. იუპ ჰაინკესი საერთოდ ძალიან სიმპათიური პიროვნებაა, მაგრამ მასთან კონტეს პირადი რევანში აქვს ასაღები, ეგ იყო მგონი მადრიდის რეალის ტრენერი 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს ათენში რეალმა მიატოვიჩის 1000%-იანი თამაშგარედან გატანილი გოლით რომ დაამარცხა იუვენტუსი 1-0 … დელ პიეროს ფერნანდო იერო პირდაპირს მუხლს ქვემოთ ურახუნებდა მაგრამ მსაჯი ყურადღებას არ აქცევდა / დავიდსს ცოტა იღბალი რომ ჰქონოდა სხვანაირად იქნებოდა საქმე …..

  3. ინტერის თამაში არ მადარდებს სკუდეტო უკვე ჩვენია მაინც მე უფრო ბავარიას თამაშზე ვღელავ მარა კონტეს იმედი მაქ მაგას ვენაცვალე ალბათ მოამზადებს გუნდს კარგად ისე რო დედა მოვუტყნათ მიუხენში…………!!!!!!!!!!!!!!!!!!!ფორზა ხომმ ჯუუვეეე :დ :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  4. ახლა ნაპოლიმ უნდა დაგარგოს ქულები და მერე ინტერთან მოშვებულად უნდა ვითამაშოთ ფრეც გვაწყობს და ბავარია უნდა გადავხნათ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.