ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” კონტე ჩვენთან დარჩება. იბრა?… “

ტურინის “იუვენტუსი” ხაზს უსვამს, რომ ანტონიო კონტე გუნდში აუცილებლად დარჩება. ასევე დაზუსტდა ის ფაქტიც, რომ უახლოეს მომავალში ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება არ იგეგმება. ზემოთხსენებულ თემებსა და სხვა საკითხებზე “იუვეს” სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა…

 

კონტე, სერია ა…

“ეს უბრალოდ მატჩისშემდგომი განცხადება იყო კონტეს მხრიდან. ანტონიო შესანიშნავი მწვრთნელია და ვიმედოვნებ, ის “იუვენტუსში” კიდევ დიდხანს დარჩება. ვხვდები, რომ ყველა ალექს ფერგიუსონისნაირი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კონტე მომავალ წლებში ჩვენ გვერდით იქნება. რაც შეეხება იტალიაში არსებულ ატმოსფეროს, სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. როცა ჩვენ გასვლით მატჩს ვატარებთ, მუდმივად გვჭირდება დამცავი ესკორტი. მგონია, რომ ძველ დროში დავბრუნდით, რომაულ არენაზე, სადაც გლადიატორები გამოდიოდნენ. საფეხბურთო სამყაროს ამ კუთხით ძალიან ცოტა რამის გაკეთება თუ შეუძლია, ეს კულტურის საკითხია.”

“იტალიის სერია ა-ში საკმაოდ მყარი პოზიციები გვიჭირავს, თუმცა ჯერ კიდევ 27 ქულაა გასათამაშებელი. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ჩვენ შევქმენით კლუბისა და შემადგენლობის მოდელი. გვყავს მწვრთნელი, რომელსაც სურს გამარჯვება, ისევე როგორც მოთამაშეებს. ყოველი ფეხბურთელი დიდი ენთუზიაზმით თამაშობს, იცის ამ მაისურის ფასი და მნიშვნელობა.”

ჩემპიონთა ლიგა…

“როცა ჩემპიონთა ლიგაზე ვსაუბრობთ, ეს ტურნირი “ჩვეულებრივ” ჩემპიონატში არ უნდა აგვერიოს. ძალიან ხშირად აქ დიდ როლს იღბალი თამაშობს. გაიხსენეთ “ჩელსის” შარშანდელი მაგალითი. ჩვენ ბედნიერნი ვართ ევროასპარეზზე დაბრუნებით და ვიმედოვნებთ, რომ იღბალი ჩვენს მხარეს იქნება.”

თავდამსხმელები…

“ნიკოლა ანელკა უფასოდ მოსული ახალწვეული იყო. ჩვენ განვიცდიდით ნიკლას ბენდტნერის დანაკლისს ტრავმის გამო, ამიტომ გვჭირდებოდა ძლიერი შევსება წინა ხაზში. გადადგმული ნაბიჯი იყო შესაბამისი, თუმცა ეს არ მომხდარა შორეულ მომავალზე გათვლით. გადაწყვეტილება კონტიგენტის შევსებისთვის იქნა მიღებული. იბრა? პაველ ნედვედმა მასზე ტექნიკური კუთხით გააკეთა შეფასება, რასაც ყველანი ვეთანხმებით, თუმცა შვედის პარამეტრები ჩვენსას სცდება. იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსის” ფეხბურთელი არ გახდება.”

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

32 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka makharadze
11 years ago

ფეხბურთელებს აწვალებენ. მოყავთ და სკამს ახეხიებენ იმენა.

valeri tokhadze
11 years ago

იბრა გვინდაააააააააა :chuvak:

arseni
11 years ago

ანელკა უნდა ათამაშოს, ბოლო ბოლო ვიზუალურად მაინც გამოჩნდება მოედანზე, აბა იმ ჯოვინკოს ბაიერნის მცველები არც შეხედავენ

arseni
11 years ago

ლორენტე ახსენეს აქ და დააკვირდით / ესპანელები ბოროტი ხალხია, მით უფრო ბასკები, საერთოდ არ აკარებენ მოედანს , ტრამვებს აყენებენ და ისე დაჩეხონ შეიძლება რომ ვერ ითამაშოს იუვეში … ბიქსენტ ლიზარაზიუს რა ტერორს უწყობდნენ ეგ გარეწრები … ცინგლიანმა ხავი მარტინესმა 40 მილიონი ევროთი გაამდიდრა ბილბაოს ატლეტიკის ბიუჯეტი, მაგრამ მაინც მოღალატედ აცხადებდნენ ….. ეგ გათახსირებული და ბოღმა ხალხია ….

neko_neko.
11 years ago

ხო აბა იბრაჰიმოვიჩი რა თქმა უნდა არ გახდება იუვენტუსის ფეხბურთელი მერე ამისმა საშუალო დონის იდეებმა და ფეხბურთელებმა სად უნდა ჰპოვონ თავშესაფარი

zaza kvashilava
11 years ago

გასაგებია აწი თუ რამე გავითვალისწინებ, მაგრამ ახსნა განმარტებებს ვწერდი თუ რა საიტი იყო მაგრამ მაინც იშლებოდა დაა ეგ მიკვირდა

zaza kvashilava
11 years ago

:D :D :D რავი აბა მე, მეგონა მიხვდებოდიით

delpieronedved
11 years ago

უბრალოდ აღა შლის ადმინი ეგრე დაწერილს

delpieronedved
11 years ago

მერე შენც ასე დაწერე …დააკლიკეთ…

zaza kvashilava
11 years ago

ვერ ვასწრებ დაადებას ეგრევე შლიან ტოო, ჩემპიონთა ლიგის და 5 წამყვანი ქვეყნის სტატიები, შეფასებები და ასე შემდეგ.

levani ...
11 years ago

თუ მართლა უნდა მანჩესტერს ვუჩინიჩი გაუცვალონ ისე ჩიჩარიტოში მაგაზე კარგს ვერაფერს იზამს მაროტა, ჯოვინკოც დატოვონ და ერთი შემქმნელი ფორვარდი მოიყვანონ კიდე, მაგალიტად სანჩესი, იოვეტიჩი, ან სუარესს თუ მოახერხებენ ხო საერთოდ გადასარევი იქნება + ლორენტე და კაი თავდასმაა უკვე :) :forza:

zaza kvashilava
11 years ago

არადა მილანის საიტზე რეკლამა გაუკეთეს მაგ სატს ტოო, და ჩვენთნან კი იშლება, ნუ ალბათ გამოუხდელობის ბრალია

levani ...
11 years ago

რა საიტი?

zaza kvashilava
11 years ago

ადმინ იქაც რომ დარეგისტრირდნენ იუვეს გულშემატკივრები არ გინდაათ? ყველა თავის გუნდს აქებს და ჩვენც რომ ვაქოთ და ვადიდოთ ჩვენს გუნდს არა? არადა ძალიან ბევრი წლები დავკარგეთ და დროა რომ პატარებმაც გაიგონ იუვეს საქართველოპში ბევრი გულშემატკივარი რომ ყავს…….

ცოტნე სამსონაშვილი

მე 13 წლის ვარ და ბავშვობიდან იუვეს ფანი ვარ ;) ჩემ ტოლს ბევრს ვიცნობ

zaza kvashilava
11 years ago

გასაგებია და ძალიან კარგი რომ ესეთი პატარა და ჩვენიანი რომ ხარ, მაგრამ კიდევ რომ შევიძინოთ შენნაირი ახალგაზრდები და შემოგვიერთდნენ არ გინდაა?

ცოტნე სამსონაშვილი

ბოლო რამდენიკმე წელი იუვე რო ცუდად ათამაშობდა რამდენს შეეცვალა წარმოდგენა? :loool: :loool: ჩემი ტოლი ფანები თუ იქნებიან ამაზე კაი რაარი? ნამდვილი ფანებიც 2007-2008 წლერბში გამოჩნდნენ ;) მაინც ხელში მეკავა იუვეს ნივთები, მეცვა ნედვედის- ან დელ პიეროს ფორმა და ვუყურებდი სერია ბ-ს კომპიუტერში, მაშინ მხოლოდ 8 წლის ვიყავი, გვერდზე ჩემი ასევე ბიანკჯონირი ძმა მეჯდა რომელიც მამხნევებდა და უახლოეს წლებში გუნდის Gაძლიერებას მპიორდებოდა, ის რომ არა შეიძლება ახლა ფეხბურთისთვიასაც არ მეყურებინა <3 დღემდე ხშირად მოგზაურობს, აქვვს დელ პიეროსგან მაიკა როცა თამაშზე იყო საცა წავა ყოველთვის ჩამოაქვს ჩემთვის ფორმა <3 :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: წინ იუვე !

zaza kvashilava
11 years ago

შეგიძლია მომწერო რატოომ?

lasha naxucrishvili
11 years ago

იბრა არ გვჭირდება ! ეგეთი მოწანწალე ფეხბურთელები მაგრად არ მომწონს. კაია ლიორენტე რო დაგვემატება უფასოდ არ გაამართლებს და გაუშვებენ რა პრობლემაა :) ესეთი დონის ფეხბურთელის დათრევა უფასოდ მშვენიერიაა.

d a v i d
11 years ago

+1

11 years ago

აგერ დორტმუნდს სულ ორი ნომინალური ფორვარდი ყავს, როისი და გიოტცე ასე თუ ისე მაინც თავდასხმელ-ნახევარმცველს შუა არიან..

და რაა ცუდად თამაშობენ თუ რაა

arseni
11 years ago
Reply to 

ლევანდოვსკი ?

11 years ago

მომკალით და ვერ ვხვდები ანელკას დამატების აუცილებლობას.. ბენტნერის დამტვრების შემდეგ 4 ჯანმრთელი ფორვარდი გვყავდა გუნდში.. კუჭი აეშალათ გინდა თუ არა ვინმე უნდა დავიმატოთო, აგერ დაიმატეს ანელკა და აზრადაც არ მოსვლიათ მისი თამაში : DDD

შვიდ თვიანებივით იქცევიან :lool: :juvee:

d a v i d
11 years ago
Reply to 

+1 მეც მაგ აზრზე ვარ :chuvak:

ცოტნე სამსონაშვილი
Reply to 

ანელკა იდეალური ფეხბურთელია ;) უბრალოდ ვინმე თუ არ დაიმტვრა შანსი არ მიეცემა, სელტიკთან იდეალურაი შთაბეჭდილება დატოვა ტექნიკა აქვს რაღაც სისწრაფეც გააჩნია ფიზიკურადაც ძლიერია და დარტყმაც აქვს. :juvee: :juvee: :juvee:

d a v i d
11 years ago

სისწრაფე დარტყმა და ტექნიკა კუალისაც აქ მარა აზრი? ხეხავს სკამს.. 4 თავდამსხმელი გყავს გუნდში რაღად გინდა მეტი თუ საჭიროება გახდა დუბლები რისთვისაა საჭირო მაშინ?

Di Francesco # 1
11 years ago

მაროტა ლორენტეზეც იგივეს იტყვი…

d a v i d
11 years ago

მე დიდი იმედი მაქ ლორენტესი და იმედია გამიმართლებს იმედებს :chuvak:

პ.ს მაროტა მხოლოდ და მხოლოდ 4 თავდამსხმელი იყოს იუვეში არც მეტი და არც ნაკლები :forza:

ცოტნე სამსონაშვილი
Reply to  d a v i d

ლორენტესგან დიდს არაფერს ველი, უბრალოდ ველი,რომ ვუჩინიჩს ამოაგდებს. აი სანჩესისგან ტექნიკურ და სწრაფ თამაშს დაველოდები თუ გადმოვა ;) ისე ჩემი აზრით ლორენტე ათიანს აიღებს, მარა ვუჩინიჩი წავა და 9-ს აიღებს მაინც . ;)

dato beltadze
11 years ago

არ მინდა იბრა მოგალატეა მე მირჩევნია ან ზურეზი მოვიდეს ან სანჩესი მირჩევნია

d a v i d
11 years ago

სიტის თავდამსხმელებზე ჯეკო ან აგუერო და რეალის თავდამსხმელებზე იგუაინი ან ბენზემა ამატზე შეიძLება კაცი რო დაცჩალჩდეს :love: ასევე შესაძლებელია სუარესზე ცალიჩი თუ ლიგაზე ვერ მოხვდებიან მარა შანსები ძალიან მიზერულია :boli:

პ.ს აგუეროს საბაზრო ფასი რა აქვს ხომ არ იცით? როგორ მინდა იუვეში რო გადმოვიდეს :love:

ცოტნე სამსონაშვილი
Reply to  d a v i d

იმასაც ნახავა ამა თუ იმ სეზონში რამდენი გაიტანა, მისი ფასის ზრდა დაკლებას და სხვა :) მთავარია დასერჩო

| Newsphere by AF themes.
32
0
Would love your thoughts, please comment.x