სანაკრებო ბატალიებისთვის 14 ბიანკონერო გამოიძახეს
მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირაში საფეხბურთო სამყარო სანაკრებო მატჩებზეა გადართული. ჩეზარე პრანდელის იტალიის ნაკრებს 21 მარტს ბრაზილიასთან ამხანაგური შეხვედრა ელის, ამის შემდეგ კი “სკუადრა აძურა” 26 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტასთან გასვლით შეხვედრას გამართავს. ამ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად 8 ბიანკონერო იქნა გამოძახებული: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, მარკიზიო, პირლო, ჯაკერინი და ჯოვინკო…
იტალიის ნაკრების წევრების გარდა ანტონიო კონტე საწვრთნელ სესიებზე კიდევ 6 ფეხბურთელს მოისაკლისებს. არტურო ვიდალს ამ ეტაპზე დისკვალიფიკაციის გამო ტურინში უწევს დარჩენა. რაც შეეხება მაურისიო ისლას, მას ჩილეს ნაკრებში კვლავ უხმეს და დიდი ალბათობით იგი პერუსთან ( 22 მარტი ) და ურუგვაისთან ( 26 მარტი ) გასამართ ორივე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
დიდიე დეშამმა პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახა. ახალგაზრდა ტალანტისთვის ეს ეროვნულ გუნდში თამაშის პირველი შანსია. ფრანგები მიმდინარე კვირაში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
მირკო ვუჩინიჩნსა და სტეფან ლიხტშტაინერს მხოლოდ თითო-თითო სანაკრებო მატჩების ჩატარება მოუწევთ. ჩერნოგორიელი თავდამსხმელი პარასკევს, 22 მარტს, მოლდოვას წინააღმდეგ ითამაშებს, შვეიცარიელი მარჯვენაფლანგელი კი შაბათს, 23 მარტს, კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაც შეეხება კვადვო ასამოას, მას განის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მოედანზე გასვლა კვირას, 24 მარტს მოუწევს, სადაც იგი სუდანის წინააღმდეგ იასპარეზებს.
ლუკა მარონე კი იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში დაიბარეს. “იუვენტუსის” ახალგაზრდა მოთამაშეს რუსეთისა ( 22 მარტი ) და უკრაინის ( 25 მარტი ) ახალგაზრდულ გუნდებთან მოუწევს შეხვედრა.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
ლეალიც არის გამოძახებული 21-წლამდელთა ნაკრებში
კაია მერე რა დიდი არაფერი არ დატვირთავენ ეხლა წინ მნიშვნელოვანი თამაშებია, პოგბა წესით უეჩველი უნდა იყოს ძირითადში საქართველოსთან
ვიდალი 4ever