ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტოტი : ” კონტე სწორად მოიქცა ”

” პირადად ჩემი აზრია , რომ კონტეს არაფერი შეურაწმყოფელი არ გაუკეთებია , მან გამოხატა სიხარული რომელიც საკუთარი ფანების მისამართით განხორციელდა . გამომწვევი იყო თუ არა ? როდესაც ჩემპიონობისკენ მიიწევ , ამაზე საუბარი სისულელეა . მწვრთნელი თუ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავს გამარჯვებას , ამაში რაიმე ცუდს ვერ ვხედავ . მოიგებს თუ არა სკუდეტოს ” იუვენტუსი ” ? ის მან უკვე მოიგო ” – ეს გახლდათ ” რომას ” კაპიტანის ფრანჩესკო ტოტის განცხადება , რომელიც ეხებოდა ანტონიო კონტეს საქციელს ” ბოლონიასთან ” მატჩში , რომელიც რატომღაც სალაპარაკო თემა გახდა .

წყარო : Tuttojuve.com

74 thoughts on “ტოტი : ” კონტე სწორად მოიქცა ”

  1. FeNoMeNo-9
    ელ შაარავი შენი აზრით კაის უკეთებს გუნდს?
    ჰაერზე ნუ ლაპარაკობთ რა მარტო უაზრო სტატისტიკებით
    ელ შაარავიმ რამდენადაც გამოადგა მილანს პირველ წრეში იმდენად ცუდს უკეთებს ახლა
    1 იმიტორო ლიდერი იყო და დღესაც ელოდება ხალხი მისგან ლიდერობას და არ შეუძლია
    2 ალეგრი ვერ ბედავს რო სკამზე დასვას(არადა იმსახურებს) ზკამზე დასმას იმიტო ვერ ბედავს რო მერე ეტყვიან ლიდერი იყო სკამზე რა უნდაო, ახლა ნელნელა აჩვევს სკამს
    3 რაღაცა გონია მისი თავი და შეცვლებს არ კადრულობს ნახე თუ გინდა როგორ მოიქცა როცა გაუყვანა ალეგრიმ მეორე ტაიმში
    4 1 თვიანი ფეხბურთელების არ მჯერა, ყველამ იცის რო იმიტო კი არ მოხვდა სასტავში ელ შაარავი რო ვინმეს ჯობია, უბრალოდ ის ვინმე ვისთვისაც შეიძლება ეჭობნა სულ არ აღმოჩნდა გუნდში
    კაი ფეხბურთელია მომავალში შეიძლება დელპიეროზე უკეთესი თამაში ითამაშოს მარა ბრაზილიასთან მაგის ფორციხი არ მჭირდება ითამაშებს სება და განახებთ კლასს

  2. 1juve ჯოვინკო არის ჩამოუყალიბებელი, ა რ შ ე მ დ გ ა რ ი ფებხურთელი რომელსაც გუნდისთვის ვ ე რ მოაქვს ვერანაირი სარგებლობა პრაკტიკული თვალსაზრისით!!! 19 წლის ელ შაარავის დაუსრულებულ სეზონში აქვს იმაზე მეტი გაკეთებული, რაც ჯოვინკოს თავის საუკეთესო სეზონში (შარშან პარმაში). საქმეც მაგაშია ძმაო, რომ ამ ჩვენს მკვდრებს კატანიებთან და ჯენოებთანაც ვერ გააქვთ გოლები. იუვეს ფანატიკურმა სიყვარულმა კი არ უნდა დაგაბრმავოს მეგობარო და რეალობას არ უნდა მოწყდე. აი ჯოვინკოს მიმართ ხარ სუპერსუბიეკტური, კარგად ვაკვირდები შემს პოსტებს ამ საიტზე. :) ხოლო იმ ჩერნოგორიელ უხსენებელს რაც შეეხება, ჩვენი აზრები ერთი ერთზე ემთხვევაზე ერთანეთს. :D ვიდალს, მარკიზიოს, პირლოსა და პოგბას ჯამში აქვთ გატანილი 20 გოლი სერია A-ში. ხოლო თავდასხმის ძირითად სამეულსაც (უხსენებელი, პუჭურა, მატრი)20! ეხლა მილანის სამეული ავიღოთ: ელ შაარავი + პაცინი + ბალოტელი = 35 გოლი!

  3. FeNoMeNo-9
    კი უფრე შედეგიანია მარა ჯენოასთან და კატანიასთან გატანილი გოლებით ვერც ლიგას მოიგებს და ვერც მსოფლიოს სება რო უფრო მაღალი დონის ფეხბურთელია რათუნდა ლაპარაკი
    თქვენ მითხარით ახლა ელ შაარავი ჩამოყალიბებული ფეხბურთელია? ანუ მისგან მეტს არ ველით? მე მგონია რო მაგან ათჯერ უკეთესი ფეხბურთი უნდა ითამაშოს მომავალში
    სება არი შემდაგრი ფეხბურთელი რომელიც ასეთუისე შედეგს დებს და სტაბილურად თამაშობს
    დღეს რო ჯოვინკოს თამაში ჯობია მაგას ლაპარაკი არ უნდა
    ვნახოთ რა ვინ ითამაშებს და წლის ბოლოს შედეგი რა იქნება ჯოვინკო თქვენ პიროვნულად არ მოგწონთ არადა შეტევაში ერთადერთი ნათელი წერტილია რომელიც სულაც არაა თავდამსხმელი მარა გუნდის გამო ყველაფერს აკეთებს

    1. კაი ტო, ჯიოვენკო თუ უკვე შემდგარი ფეხბურთელია, დავღუპულვართ და ეგაა. მე კიდე იმის იმედი მაქვს, გაიხსნება და გოლების გატანას დაიწყებს. თუ მაგაზე მეტი არ შეუძლია, მაშინ გავუშვათ. პროსტა შენ მითხარი: ლაციოსთან (განმეორებით მატჩში, 2:1 რო წავაგეთ) რაც მაგან (შემდგარმა ფეხბურთელმა) გააკეთა, იმას ელ შაარავი იზამდა?! 100%ით გეტყვი რომ არ იზამდა. ძალიან მინდა რომ ჯიოვენკომ ჩაიცვას 10 ნომრიანი მაისური, მაგრამ თუ გოლების გატანს არ დაიწყებს, მაშინ ტყუილია მაგაზე საუბარი

      1. არაა სება შემგდები მაგან გოლი უნდა შექმნას და დაბოლოვება სხვისი საქმეა
        კონკრეტულ თამაშებზე და ეპიზოდებზე ნუ დაზდევთ სებას მაზე გოლებს ბუფონიც უშვებს ზოგჯერ
        ყველა მეკარემ რო ყველა ეპიზოდიში გაუშვას და ყველა თავდამსხმელამ რო ყველა მომენტი შეაგდოს მაგი რისი ფეხბურთია

  4. juve_alex მე იმაზე ვშიშობ ზუსტადაც, რომ ამ გადაუჭრელმა პრობლემამ ბავარიასთან ჯახში არ იჩინოს თავი.:( ჯერჯერობით თავდასხმის ხაზის გარეშე მოვედით ლიგაზე აქამდე, მაგრამ ბავარია სულ სხვა დონეა. იქ თუნდაც ერთმა ნახევარმომენტმაც შეიძლება წყვილის გამარჯვებულის ვინაობა გაარკვიოს. გომესი კი არის ბავარიული ხისგან დამზადებული დაუმუშავებელი მასალა, მაგრამ გოლებს კი ყრის ეგ შობელძაღლი, მანჩუკიჩი უფორ ნავაროჩენი გომესია, ხოლო პიზაროს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ამათ ფონზე ჩვენ საცოდავ ფორვარდებს რომ ვუყურებ ცუდად ვხდები :D :D მოკლედ კუალიამ, პირლომ, პრინცმა და არტურომ უნდა ივაჟკაცონ გოლების ამბავში, სხვისი იმედი ნამდვილად არ მაქვს. ხო კიდევ იმედია ჩვენი შავი ოქროც დაუბრახუნებს ერთი ორს შორიდან. :)

    1. +1, მართალი ხარ. სხვა რა ვტქვა. ბაიერნი სხვა დონეა. ვუჩინიჩის გამოცდილების იმედად თუ ვიქნებით წინ და იღბალიც უნდა წაგვეხმაროს ცოტა. ჯიოვენკომ რომ თავით გაიტანოს გოლი, ეგ იქნება სასწაული იღბალი :D :D

  5. უკანასკნელი ათიანიი !!! grande totti !!! ამან და დელ პიერომ შემაყვარეს ფეხბურთი :))) ამისგან ერთი გადმობრუნებული სიტყვა არ მახსოვს კაი ხალხზე

  6. 1juve რატომ არ უნდა გამოიძახოს ელ შაარავი რო??? დღესდღეობით ყველაზე შედეგიანი იტალიელი ფორვარდი სწორედ ეგაა, რომელიც 19 წლის ასაკში მილანის საუკეთესო ბომბარდირია + უამრავს საგოლე გადაცემას აკეთებს! და რას შვრება ამასობაში ჩვენი “მარადმწვანე” და “პერპსპექტიული” დელპეიროს მემკვიდრე ჯოვინკო?! არც არაფერს ფარაონთან შედარებით. სეზონის ვერცერთ გადამწვეტ მატჩი ვერ გამოიჩინა თავი. როდემდე უნდა ვუყუროთ მაგ ბიჭის წვალებას (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ვერ ვხდები ტო. მახსოვს როგორ ვეკაიფებოდით იუვეს ფანები მილანის თავდასხმის ხაზს სეზონის დასაწყისში, პაცინი როგორ შეგტენეს და იმ ეგვიპტელი პეტუხის იმედზე ხართო?.. ანდა ამ ზამთარს ბალოტელის გადმოსვლაზე რამხელა აჟიოტაჟი იყო. ეგ მაიმუნი რამ გაყიდინათო და ა.შ. :D არადა ფაკტები სრულიად საპირისპირო რეალობაზე მეტყველებს. ყველასგან მივიწყებულმა პაცინიმ, ლამის სათადარიგო სკამიდან 12 გოლი შეაგდო (მათგან ნახევარზე მეტი უმნიშვნელოვანესი), ხოლო მაიმუნად სერაცხულმა ბალოტელიმ უკვე 7 გოლი გაიატანა 6(!!!) თამაშში. ჩვენს მთავარ “იმედებს” ყველაზე “კლასნი” ვუჩინიჩსა და დელპიეროს დამვიწყებელ ჯოვინკოსაც 7-7 ბურთი აქვთ თავის ანგარიშზე, ოღონდ მთლიანად სეზონში. პროსტა ძაან მიტყდება ამას, რომ ვიძახი, მაგრამ მილანის შეტევის ხაზი ბევრად აღვემატება და ვინ იცის პაცინი და ბალოტელი რომ ყოლოდატ იქნებ ბარსას გამოეგდოთ პლეიოფიდან! ჩვენ კი უკვე მესამე წელია ვერცერთ იუვეს თავდამსხმელს 10 გოლზე მეტი ვერ გააქვს სერია A-ში, რაც უდიდესი სირცხვილია პირვბელ რიგში სირბანა მაროტასი და შემდეგ იუვეს ბოსობის!

  7. მენთეშაშვილი კიარა პელუზო რატო არ გამოიძახა?
    წინა შეკრებაზე დირკები რო ყლაპა იუვეში მაშინ დაუძახა და ახლა კაცი უძლიერესად ათამაშდა და არ დაუძახა…
    ჯაკერინიზე თქვა უნივერსალიო და მაგიტო ვიძახებო
    ამ თავდამსხმელებს კიდე მემგონიპირადი სიმპათიით ირჩევს
    დღეს რეალურად იტალიის შეტევაში საუკესოებია არიან, ბალოტელი, ჯოვინკო, ოსვალდო, კანდრევა და კვალიარელა

    1. თუმცა რას ვერჩი 4 კაცი კი გამოუძახებია :chuvak: უბრალოდ ნერვებს მიშლის ელ შაარავის რო ენდობა და სასტავში ათამაშებს, დღეს ჯოვინკო ბევრად ჯობია
      ელ შაარავიმ ძაან მოუკლო და ასეც უნდა ყოფილიყო, მაგი მესი არაა 20 წლის ასაკიდან ნაკრების ლიდერი რო გახდეს, ჯერჯერობით ბალოს ნახევარიც არაა

  8. ბრატცი რა მაინტერესებს იციი?… ჯაკერინის ვეჩნად რა პონტში იძახებენ ნაკრებში? :lool: :lool: :lool:
    მენთეშაშვილი მახსენდება მის შემხედვარე… სულ ნაკრებში იყო ტიპი

  9. მაგარი კაცია ტოტი, ამ სიტყვებისთვის არ ვამბობ მარტო. ამას აქ ნათქვამი ადრე. რომში მე ვარ მეფეო და იტალიაში დელ პიეროო. მოედანზე მართლაც დაუნდობელია და მაგარი მჩეხავია, მაგრამ მაგარი კაცია და პირველ რიგში იტალიის ნაკრების ბურჯი იყო თავის დროზე ალექსასტან ერთად.

  10. აბა რა მართალია ბოლონიას მწვრთნელის გარდა ყველა კონტეს ამართლებს და არცაა გასაკვირი კაცმა გამარჯვება აღნიშნა:D:D

  11. ხოო, :D :D მათეუსი ბაიერნის გულშემატკივრებს ზევსი ეგონებთ და არ გაიგონ ეს ამბავი თორემ აქ ამბავი ატყდებაააა

  12. გენაცვალე ტოტი, არა ის ყველაფერს გულახდილად ამბობს კაი კაცია იმის გამო რო ჯუვენტინო არაა არაა ლამზი რო მასზე ცუდათ ვილაპარაკოთ ის ხომ იტალიანოა ფორზაა ფორზა ფორზა ჯუუუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

  13. ერთის მხრივ კარგ რამეებს იძახის იუვეს მისამართით მარა მის სიტყვებში შეიძლება “ძაღლის თავიც იყოს დამარხული”, უკვე მოიგესო –რომ ამბობს შეიძლება ამით ცოტა “რასლაბუხას” გვიკეთებს ვინ იცის? :mrgreen: არ უნდა მოვდუნდეთ დროზე ადრე ვინც რა უნდა თქვას. ფორცა იუვენტუს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.