ფელიჩევიჩი : ” ვიდალი ტურინში რჩება ”
დღეისათვის არტურო ვიდალი ორი აზრი არაა , რომ იტალიაში და საერთოდ ევროპაში , ერთ ერთი საუკეთესი ნახევარმცველია და მის მიმართ გამოხატული დაინტერესება ტოპ კლუბებისგან სრულებით ბუნებრივი პროცესია . სიტიდან დაწყებული , რეალით გაგრძელებული და პსჟ-თი დასრულებული . სია სოლიდურად გამოიყურება , რომლებიც არ დაიშურებენ მილიონებს ჩილელის სანაცვლოდ , მაგრამ მისმა აგენტმა ფერნანდო ფელიჩევიჩმა წერტილი დაუსვა ყოველგვარ ჭორებს : ” კონტრაქტი , რომელიც ” იუვენტუსსთან ” არის დადებული ძალა კიდევ დიდხანს ექნება და თავად ფეხბურთელიც კატეგორიულად გამორიცხავს კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებას “ . აქვე ბოლო ინფორმაციას გაგაცნობთ , რომელიც კიდევ ერთ ჩილელს ეხება ვის სახელსაც ტურინს დიდი ხანია უკავშირებენ . ეს ალექსის სანჩესია . საქმე იმაშია , რომ იტალიურმა პრესამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია თითქოს ბარსას ფორვარდის აგენტი აპენინებზე აპირებდეს ჩასვლას და ბეპე მაროტასთან საქმიან შეხვედრას . თუ გავითვალისწინებთ იტალიის 30 გზის ჩემპიონის დაინტერესებას ალექსისის მიმართ , რთული მისახვედრი არ იქნება რა საკითხზე წარიმართება მოლაპარაკებები . არ არის გამორიცხული საქმე ვიდალსაც შეეხოს , რადგან ფელიჩევიჩი მისი წარმომადგენელიც არის .
წყარო : Canale Juve
მაგარი კაცია ვიდალიიმენა უყვარს იუვე
არტურო აბა რა ამ კაცის გაშვება სიდებილე იქნება, აუ მაროტა სანჩესი დადე რა
ბაიერნის საიტზე ნუ შედიხართ და ნერვების მოშლელ კოემნტარს ნუ წერთ. დაანებეთ ტავი. რაც უნდა ის ილაპარაკონ. ისინი არ შემოდიან ჩვენთან და ნერვებს არ გვშლიან და ნურც ჩვენ ვუშლით.
+1
იტალია ბრაზილია როდისააა???
ჯოვინკო მატრი ვუჩინიჩი ბენტნერი ანელკა კუალია
ამ 6 უვარგისის და ფაფხურას ცოდვილობის ყურება არ გყოფნით მეშვიდეც რო არ დაამატოთ? დაჟე მერვე გამოდის.. ლორენტეც ხო მოვა
რა სასწაული თქვი ეხლა ლორენტეა ფაფხურა? ან სანჩესი? ორივე უძლიერეს ტანდემსგაააკეტებს წინ რას ამბობ მთავარია მართლა ინტერში არ მოხიოს სანჩესმა
აბა რაია ლორენტე?
სანჩესი კიდე ინტერში კიარა იმის იქით წასულა თუ უნდა
მაგას ისევ ჩვენების ფაფხურს ვუყუროთ ჯობია,შეჩვეული მაინც ვართ
შანსი არაა ვიდალი რო გაყიდონ

და სანჩესს იმედია არ ვიხილავ იუვეში.. არასდროოოოოოოოს
სანჩესიც თუ დავითრიეთ მაგრა გაასწორენს,ძალისმიერიცაა და მაგარი ტექნიკურიც,ლორენტესთან ერთად მაგარი ტანდემი იქნება!

არ გაყიდიან ვიდალს… იმედია
ან თუ გაყიდვაა პსჟ-ში გაუშვან ვერატის მაგიერ და ფული დაგვიმატონ,არ დამწყდება გული