აბატე : ” ასეთ ვითარებაში მუშაობა დაუშვებელია ”
ანტონიო კონტეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი , ჯანკარლო აბატეც იცავს : ” ვეთანხმები იმ მოსაზრებას , რომ აპენინებზე საკმაოდ დაძაბული სიტუაცია სუფევს . ასეთი მიდგომა დაუშვებელია , თუმცა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ხშირად შევხვდებით სხვადასხვა ადგილას მსგავს სურათს . ხშირ შემთხვევაში დაძაბულობა არა უშუალოდ მატჩის დროს , არამედ შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრეც კი იწყება . მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი და მოვიქცეთ კორექტულად , დაწყებული ფედერალური პრეზიდენტისგან და დასრულებული ჟურნალისტებით , ფეხბურთელებით , რომლებიც მოედანზე გამოდიან და რა თქმა უნდა ტიფოზერიით . გარკვეულ საკითხებში ჩვენი ქცევის მანერები აუცილებლად უნდა გამოსწორდეს . საქმე სამწუხაროდ კულტურულ პრობლემასთან გვაქვს : საფეხბურთო სამყაროში , სპორტული აზარტით და ბრძოლით უნდა ვცხოვრობდეთ და რაც მთავარია არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ” .
წყარო : Tuttosport
წადი შე ბერლუსკონის მონა ვერ ვიტან ამ კაცს
აუ ხალხი რას ლაპარაკობს ტოო, რატომ გადარჩნენო, ბუნებამაც კი იცისო ვის უნდა დაატეხოს მეხი თავზეოო, აი ასეთ ქართველ გულშემატკივრებს მოდი და ელაპარაკე სამსობლოს სიყვარულზე, საიდან ესეთი დაბოღმილი ხალხი ვერ გამიგიაა
ვითომ შესტკივა გული, ოხ მე შენი ….. ! ვითომ შეტკივა გული კონტეზე, ამას ერთი ადგილი აეწვა უეფამ რამე სასჯელი არ დაგვაკისრონო რა ხდება იტალიაშიო თორემ ერთი სული აქვს ამას და ალბერტინის კონტე იუვედან რომ წავიდეს და იუვე რომ ჩაძიროონ! ამის ხელში იტალია ვერ გაიხარებს
ოხ შე ძალით დიპლომატი
იტალიის ნაკრების თვითმფრინავს ელვამ დაარტყა
სად წაიკითხე ?
ეს ვითომ იუვეს იცავს სუფთა ინტერის კაცია
ამ ბოლონიას მწვრთნელზე ჯერ კიდევ ნერვები მეშლება