კონტე : ” ტურინში ვრჩები ”
” როდესაც დასრულდება ეს გზა , სწორედ მაშინ გამიჩნდება სურვილი საკუთარი თავი იტალიის ფარგლებს გარეთაც გამოვცადო , მაგრამ ეს დღეს უახლოეს პერიოდში ნამდვილად არ დადგება “ . ანტონიო კონტე უარყოფს იმ ჭორებს , რომლის თანახმადაც მას თითქოს ტურინის დატოვება სურდეს : ” არ მესაჭიროება იმის დემონსტრირება , თუ როგორ ვუყვარვარ ტიფოზერიას . ისედაც კარგად ვიცი თუ როგორი ძლიერი გრძნობა აქვთ ჩემდამი და გუნდისადმი “ . დაიანახა რა ანტონიომ ბანერი შემდეგი შინაარსით : ფერგიუსონი – მანჩესტერ იუნაიტედი = კონტე – იუვენტუსს მან უპასუხა : ” შევეცდები დავრჩე ასეთივე პერიოდი და მოვიგო უამრავი ჯილდო , რომ მივუახლოვდე ისეთ პერსონას როგორიც ფერგიუსონია “ .
სატრანსფერო თემაზე კონტემ ჟურნალისტებს მოკლედ მოუჭრა : ” სატრანსფერო თემებზე უმჯობესია სეზონის ბოლოს ვისაუბროთ , რადგან ეხლა ამისი დრო ნამდვილად არ არის . სხვა ყველა საკითხთან ერთად , პატივი უნდა ვცეთ საკუთარ ფეხბურთელებს , რომლებიც სრულებით აკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნებს და სამართლიანად შეგვიძლია ჩავთვალოთ , რომ ძლიერი კოლექტივი გვყავს . თუ გამოჩნდება რაიმე შანსი ბაზარზე , ჩვენ ამას რა თქმა უნდა გამოვიყენებთ . ძლიერ მოთამაშეებს სულ ვეძებთ , რომლებისთვის სიტყვა ” ჩვენ ” გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ” მე ” .
ჩემპიონთა ლიგა არანაკლებ ემოციური თემაა : ” გვსურს სკუდეტოს მოპოვება კიდევ ერთხელ და ვაგრძელებთ ოცნებას ჩემპიონთა ლიგის თასსზე , მაგრამ თავიდანვე უნდა გვესმოდეს , რომ გზის დასაწყისში ვართ . რამდენიმე წარუმატებელი სეზონის შემდეგ ახლიდან მოგიწია გუნდის აშენება და ვფიქრობ დღევანდელი და ხვალინდელი დღე კარგი კურსით მოძრაობს . ფუნდამენტი იმისათვის , რომ ვიყოთ ლიდერები იტალიაშიც და მის ფარგლებს გარეთ ჩაყრილია ” .
წყარო : Tuttosport, TuttoJuve
მაგრად ილაპარაკა საღოლ ანტონიო ეს რო არ წავა იუვედან მაგაში დარწმუნებული ვარ
იმედია ფერგის მიბაძავს კონტე მთელი გულით მინდა კონტე ძან დიდხანს დარჩეს.

ისადა ბიჭებო ანჩელოტის და კაპელოს ისედაც გაუსწრო ეხლა როგორც არის, კაპელოს და კარლოს ისეთი სასტავი ყავდა რომ არ მოეგოთ სკუდეტოები ლინჩის წესით უნდა გაესამართლკებინათ და ასე რომ ამან რაც ქნა მათთან შედარებით მართლა მაღალია რაა, მარა აი ლიპიიი, სხვა თემააა, მინიმუმ 3 სკუდეტო, 1 ლიგა და 1 იტალიიის თასი და საკონტინენტთთაშორისო თასი უნდა დადოს კაკ მინიმუმ და მერე შეიძლება შედარება, მარა ის ემაგარია რააა
კონტე მაგარი კაცი ხარ იმენა ჩვენი ხარ . ლიპის მერე ასეთი ძლიერი მწვრთნელი იუვენტუსსს არ ყოლია . კაპელო ბაზარი არააა მარა მე ვამბობ და ვფიქრობ კაპელოს ჯობია კონტე და დაამტკიცა უკვე !
გრაფმა ორი ლიგა და სადღაც 5-6 კალჩო უნდა დადოს. იტალიის ნანატრი თასიც უნდა მოიგოს. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც უნდა მოგვაპოვებინოს და შემდეგ ვალმოხდილი ამაყად წავიდეს გუნდიდან. ეს არის ჩემი გათვლებით მაქსიმუმ 10 წლის ბაზარი. :D მერე ჩაუდგება სკუადრა აძურას სათავეში და რომელიმე დიდ ტურნირს მოაგებინებს. შემდეგ წავიდეს ევროპაში და იტალიური მასტერკლასები უტაროს იქაურ მწვრთნელებს. :D
კონტე აძურის მწვრთნელად სასიამოვნო სანახავი იქნება წლების შემდეგ ))
დაახლოვებით 10 წლის მერე კონტე ნაკრებში და ბუფონი იუვეში, მე გამიხარდებოდა მაგალითად
მგონი პრანდელის მერე კონტეს ჩააბარებენ ნაკრებს, იუვეს გარდა სხვა გუნდში არ მემეტება ანტონიო, ჩვენთან შეიძლება ბუფონი ან დელპიერო მობრუნდნენ მწვრთნელად, ისე თუ გახსოვთ 2010 წლის მუნდიალზე, ბუფონი აძლევდა მითითებებს ფეხბურთელებს თამაშის დროს, ლიპის გვერდით რომ იდგა, ესეთ ჭკვიან, ინტელიგენტ ფეხბურთელებს ყოველთვის ეტყობათ, რომ მწვრთნელებადაც ივარებენ, კონტეც ესეთი ტიპი იყო, აქტიური, ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით, თუნდაც ნახევარდაცვაში ისეთი პერსონები იყვნენ, როგორიც ზიდანი, დავიდსი, პაულო სოუზა, ტაკინარდი, მერე ნედვედი, ვიეირა და სხვები იყვნენ, მაინც ის იძლეოდა ხოლმე მითითებებს, რატომღაც მგონია, რომ კონტეს ხელში აძური ძალიან სერიოზული ძალა იქნება
კონტე ნუ ტრიპაჩობ და იფასებთავს,უნდა დარჩე,ზუსტადაც როგორც ფერგი,მოიგებ ბევრ ტასებს და დარჩები სულ მუდამ იუვენტინოდ,ამზე კაის ვერ გააკეტებ შენ სადაც არ უნდა წახვიდე
პირიქით არ იძახის რო გინდატუარა მე უნდა ვიყო სამუდამოდ იუვეს ტრეინერიო, აგერ დელპიერო და ბუფონი მოდის რა იცი იქნება და გახდნენ ტრეინერები, კონტე ნაკრებში გადავა და ასე…
აბა რა ბიჭო უნდა დარჩე სანამ ლიგას არ მოიგებ ვერ წახვალ თორრეეეე…!!!!!!!! ერთი კაი თავდამსხმელი და ეგაა რა!

შენ გენაცვალე კონტე აი იუვემ უნდა იჩალიჩოს სანჩესზე რეალურიცაა და ძვირიც არ იქნება გარდა ამისა კარგი იქნება თუ პოლის ვითრევთ სხვა ვინმე პრიმავერადან დააწინაურონ. გაბიადინი გადმოიყვანონ ეგ ვუჩინიჩსაც აჯობებს და მატრისაც
<3