ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს ”

საგანგაშო მესიჯი ჟენევიდან : ” ორი თვეა უკვე რაც არ ვიმყოფები იდეალურ ფორმაში . თიაქარი მაწუხებს . თუმცა , ვცდილობთ კონტროლის ქვეშ გვქონდეს ყველაფერი “ – აცხადებს ლეონარდო ბონუჩი და თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა მნიშვნელობის მატჩები აქვს წინ გასამართი მის გუნდს და ასევე ნაკრებს , ეს მართლაც საგანგაშო იქნებოდა , მაგრამ ლეომ სელესაოსთან შეხვედრაში ყველასი დაუმტკიცა რომ მასზე დაყრდნობა და ნდობის გამოცხადება შეიძლება : ” კარგი მატჩი ჩავატარეთ , დასანანია უბრალოდ იმ უამრავი მომენტის განიავება , რომელიც მეტოქის კართან შევქმენით . თანაბარ დონეზე ვეპაექრეთ ბრაზილიელებს , რომელთა რიგებში არა ერთი ინდივიდუალისტი ირიცხება . ისევ და ისევ ხელიდან გაშვებული ეპიზოდები რომ გავიხსენოთ , ჩემი და ბალოტელის შანსი დაგვიდგება თვალწინ . ჟენევეაში მაყურებელმა ძლიერი იტალია იხილა “ .

პირველი ჩაგდებული ტაიმის შემდეგ , პრანდელის გუნდი მეორე ტაიმში მოეგო გონს …

” უმეტესობა მომენტებიდან მეორე ნახევარში შეიქმნა , რადგან ბალოტელი და ჩერჩი , ერთი ერთზე თამაშისას ადვილად სჯაბნიდნენ მეურვეებს . თუმცა , არ ვთვლი რომ პირველი 45 წუთი ჩავაგდეთ , თანაბარ დონეზე ვითამაშეთ . ეს ყველაფერი კი იმ ადამიანის დამსახურებაა , ვინც მოგვამზადა ამ დაპირისპირებისთვისაც და საერთოდ შეუდგა ამ პროექტის შენებას ” .

პრანდელიმ აღნიშნა , რომ აძურის დღევანდელი წარმატება , დიდწილად ” იუვენტუსის ” დამსახურებაა , სადაც მოთამაშეებს უყალიბდებათ სწორი კულტურა …

დიახ – იღიმის მცველი , რომელსაც ანტონიო კონტეს წვრთნები ახსენდება : ” სამშაბათს ან ოთხშაბათს თუ გვეწვევით ამ კულტურის მატარებელი თქვენც გახდებით . მწვრთნელმა ჩამოაყალიბა ბირთვი და ვთვლი , რომ ეს გახლავთ დიდი ბაზა , რომლისგანაც შედეგიან და პროდუქტიულ თამაშს უნდა ველოდოთ ” .

” რაც ყველაზე სასიამოვნოა , არის ის რომ ორი გაშვებული ბურთის შემდეგ არ გავმტყდარვართ და გავაგრძელეთ ფეხბურთის თამაში . თუმცა ვეთანხმები იმ მოსაზრებას , რომ ყოველთვის უნდა ისწრაფვოდე პირადი მახასიათებლების , გუნდურობის და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე ” .

 

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

128 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ისე ჩვენი სკანდინავიელი სორენსენი რას შვება რა ისმის მაგაზე? :chuvak:

Di Francesco # 1
11 years ago

ოოოოოო დიდი კონკურენცია აქ გამართული ლეგენდარულ მოტასთან :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

სხვისი არ ვიცი და მევასებოდა ეგ ბიჭი ეტყობოდა რო პოტენციალი ჰქონდა და რავიცი აბა რას შვება აგარ დავკვირვებულვარ :boli:

dato_juventino
11 years ago

ბოლონია მაგრად მევასება და რამისყველა თამაშს უყურებ და ძან კაი ბიჭია ასაკისმიუხედავად კარგად დგას უკან, ამჟამად ტრანვირებულია

dato_juventino
11 years ago

მე პირადათ ყველაზე მაგრად სანჩესი მინდა ფლანგებზეც შეუძლია თამაში თან ძან სწრაფია მოკლედ კაი იგროკია თან იტალაია იცის და მშვენივრად მოერგება იუვეს.ლორენტე-გაბიადინი მომსვლელები და სანჩესიც თუ დაემატებათ ძან მაგარი იქნება

Di Francesco # 1
11 years ago

პოლი კიარა მონტოლივოს მალადეც, არ მეგონა ასე თუ ითამაშებდა მეორე ტაიმში ღირსეულად შეცვალა პირლო, ბრძოლა და მონდომება ისედაც არ აკლია

d a v i d
11 years ago

მოკლედ მომდევნო სეზონიდა პირლოს აუცილებლად სჭირდება დუბლიორი ხშირ შემთხვევაშI რო შეცვალოს და ეს უნდა იყოს პოლიიი ტან ბევრ რამეს ისწავლის პირლოსგან :love:

Di Francesco # 1
11 years ago

ახლა უნდა გამოჩნდეს კონტეს და მაროტას პროფესიონალიზმი, დიდი არჩევანი აქვთ და სწორად უნდა აარჩიონ, ჩემი ფავორიტები იმობილე და ზაზაა

d a v i d
11 years ago

იმობილეს იმედი აღარ მაქ ბოლონიის სკამს ხეხავს უკვე იგივე დაემართა რაც პასკუატოს.

d a v i d
11 years ago
Reply to  d a v i d

ბოლონია რაღა იყო ჯენოა, ბოლონიაში პასკუატო ხეხავს :chuvak:

Di Francesco # 1
11 years ago

ჩიტადელაში ნიკოლა ჯიანეტი ცვენი კაცია?
მოკლედ ძაან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი გვყავს და ელ შაარავიზე არაფრით ნაკლებები არ არიან მთავარი ნდობა ქონდეთ
საუელოში ფერადკანიანი, იმობილე, გაბიადინი, დენტრამე, სკიავონე, პასკუატო

Di Francesco # 1
11 years ago

ზაზა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მე გაბიადინი და სკიავონე მინდა იმობილე ნაკლებად არამგონია მაგან იუვეში გაამართლოს

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

დათკა

ხო უბრალოდ წინა ხაზში გაბიადინი ლორენტე და ვინმე იქნება ოსვალდო აღარ მგონია

პოლი მეც მაგრად მინდა მაგარი ნიჭიერია ეგ ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ამ ზაფხულს შავ თეთრი ფორმა უნდა ჩავაცვათ. ჩერჩი არ მინდა მე საერთოდ ეგ რომადან მახსოვს თუ არ ვცდები.

lasha naxucrishvili
11 years ago

d a v i d
პოლი ზაფხულში გადმოვა მგონი არა ????
რაღაც სტატია იყო აქ ადრე და რავი.

lasha naxucrishvili
11 years ago
Reply to  Dutch

აუ ძაან მომწონს ეგ ფეხბურთელი :)

d a v i d
11 years ago
Reply to  Dutch

კი გეთანხმები კრასიჩის პონტშია მარა მაინც მინდა იუვეში რო ვიხილო პადოინს და ისლას კი აჯობებს მგონი და რიავიცი აბაა :juvee:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  Dutch

:chuvak:

Di Francesco # 1
11 years ago

ლორენტე მოედანზე კომპასით გადის, იმდენი ხანია არ უთამაშია :chuvak:
რთულია მაგაზე აქცენტის გაკეთება აუცილებლად ჭირდება გვერდით კაცი ან კონკურენტად ან შემცვლელი

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მერე ასეთი იქნება გაბიადინი ოსვალდო უფრო დიდი შლანგია ხანდახან მისდის თამაში ეგ არის აი ჩიჩირატო გვათრევინა :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  Dutch

სუარესი არამგონია პირადად მე ეგ ლივერის ფანია თან ძან ძვირი ღირს არადა ეგ რო ვიშოვოთ მერე ვინღა გაგვაჩერებს. ისე იგუანი მევასება მე კიდე იბრას მერე საუკეთესო ცენტრფორვარდია უბრალოდ სათანადო დონეზე არაა დაფასებული

d a v i d
11 years ago

პოლი-ჩერჩი მოიყვანონ და გაუშვა პადოინი-ისლას ესე თუ გააკეთეს სულ არ მინდა თავდამსხმელების ცვლა :chuvak:

Di Francesco # 1
11 years ago

elli
ხო პოგბა მაგარი ბიჭია, ვიდალი უკვე განხილვის თემაც არაა იუვენტინოა უკვე

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  Dutch

დათო მერე პოლი ვიყიდოთ არ ჯობია? ეგ მარონეს ბევრად ჯობია. პოგბა პოლი უძლიერესი იქნება პირლო რო წავა პოგბა პოლი მარკიზიო ვიდალი :forza:

d a v i d
11 years ago
Reply to  Dutch

ჩერჩიზე რას იტყვი დავით არ გაქ სურვილი რო მოიყვანონ? :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  d a v i d

დიამანტი მინდა მე ჩერჩის პონტში. პადოინს და ისლას მოაშორონ და

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  Dutch

საღაცა ვნახე 2–3 დღის უკან შეიძლება დაბრუნდესო…

Di Francesco # 1
11 years ago

elli
კვალი შეიძლება ვესტ ჰემში გაიჩითოს :chuvak:
პრემიერლიგაში დაიწყებს კილომეტრიდან გოლების გატანას :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ჰოდა წარმატებები რაც შეეხება შენ წინა კომენტარს გაბიადინის მოსვლა წელიწადზე მეტია მინდა აი ოსვალდო რად გვინდა? თუ ლორენტე მოდის წინ ოსვალდო რა საჭიროა გაბიადინი სრულიად საკმარისი იქნება ასევე ჩიჩირატომ თვითონაც გამოთქვა მანიუდან წასვლის სურვილი და ესეც რეალურია :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

მოკლედ მე გეტყვით ახლა ვინ უნდა წავიდეს პირველ რიგში ისლა,დეჩელიე, მარონე, პადოინი
შემდეგ უჩინიჩი, მატრი, ანელკა, ბენტნერი
ახლა მომსვლელები ანტონელი,პოლი,პასკუატო,ოსვალდო, გაბიადინი
ამის გაკეთება რეალურია უბრალოდ რამდენად მოინდომებს კონტე სხვა საკითხია, დღევანდელი გადასახედიდან რამე რადიკალურ ცვლილებებს კონტე არ გააკეთებს, შეიძლება არც არანაირი არ გააკეთოს

d a v i d
11 years ago

ვის გავუშვებდი გუნდიდან:

1) მეკარეებიდან—არავის…

2) მცველებიდან—თუ პელუზო დარჩება მაშინ დეჩელიეს თუ არდა არავის…!

3) ნახევარმცველებიდან— ისლას,პადოინს,პეპეს–მოვიყვანდი ჩერჩის და პოლის!

4) თავდამსხმელებიდან:მირკოს,კუალის,მატრის,ბენტოს,ანელკას—დარცებოდა სება და ლორენტე და მოვიყვანდი +2 ფორვარდს და დავხურავდი სატრანსფერო ციებცხელებას :chuvak: ვინ მოვა ის + ჯერ ჯერობით არ ვიცი :lool:

lasha naxucrishvili
11 years ago

მეორე ტაიმში ბრაზილიამ ჩაისვარა რასაც ქვია :givi:

Di Francesco # 1
11 years ago

პასკუატოც შეიძლება დაბრუნდესო, მოკლედ მატრის ყოლას ისევ პასკუტო ჯობია

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

პასკუატო უფრო კვალიარელას პონტია და მატრი ცენტრ ფორვარდია პირდაპირი გაგებით სკამზე 1 ცენტრ ფორვარდი საჭიროა ასე რო მატრი უნდა დარჩეს და კვალიარელათი კიდე ფულის გაკეთება შეიძლება და ჩიჩირატოს მოყვანა :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

1juve
დიამანტი მეც მომწონს სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში სკამზე ეგ კაცი უარს არ იტყოდა.

იტოკში უნდა წავიდნენ ესენი რა
ისლა. ვუჩინიჩი ლორენტე თუ მოდის მირკო უბრალოდ ზედმეტია. მატრი კვალიარელადან მე მაინც კვალიარელას გავუშვებდი მატრის დავიტოვებდი მაინც ეხერხება ხანდახან ამას. ანელკა ბენდტნერი.

მოვიდნენ.
ლორენტე. ჩიჩირატო. დიამანტი. პოლი. დალშე კიდე თუ მიამატებენ ვინმეს მიამატონ :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

პროსტა ბარძალის თამაშ დააკვირდით, ზოგიერთ ჰუნდზე უკეთესი საყურებელია მაგის ყურება :chuvak:
გუშინ ერთადერთხელ შეცდა(ბურთი დაკარგა)და უცებ ვიფიქრე მეთქი დავაკვირდები რას გააკეთებსთქვა, ვინც მოპარა იმასაც ზდია, იმან პასი ვისაც გაუკეთა იმასაც გაყვა და ბოლოს თვითონვე დაიბრუნა ბურთი
მოკლედ უძლიერესის მცველია, ყოველგვარი იუვეს და იტალიის ფანობია გარეშე ბარძალი ობიექტურად № 1 მცველია მსოფლიოში
:italy: :achuu: :italy:

MAXSIMUS
11 years ago

რომ გაგეტანა გაასწორებდა. კარგი ბიჭი ხარ

dato_juventino
11 years ago

პრანდელს მართლა საღოლ მაგრად მომეწონა ნაკრები კაი თამაში აჩვენეს. რაც შეხება ლეოს თამაშიდან თამაშამდე უმატებს რაც ლო მაგარი სასიხარუა. :italy: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

ჩერჩი რომში წავა
არადა მაგარი იქნება ჩერჩისნაირი ბევრია იტალიაში რომლებსაც შენსი არ ეძლევა და დიამანტივით 30 წლის ასაკში ჩნდებიან
მილანმა ფლამინები და ტრაორეები რო არ იყიდოს დიამანტი და ჩერჩი რო ეყიდა რა უჭირდა

d a v i d
11 years ago

მართლა მაგარი თამაში იყო :up:

პ.ს ჩერჩის საბაზრო ღირებულება ხომ არ იცით რამდენია? მინდა იუვეში პეპეს იდეალური შემცვლელი იქნებოდა და ასევე ისლასი და პადოინისიც :givi:

| Newsphere by AF themes.
128
0
Would love your thoughts, please comment.x