ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს ”

საგანგაშო მესიჯი ჟენევიდან : ” ორი თვეა უკვე რაც არ ვიმყოფები იდეალურ ფორმაში . თიაქარი მაწუხებს . თუმცა , ვცდილობთ კონტროლის ქვეშ გვქონდეს ყველაფერი “ – აცხადებს ლეონარდო ბონუჩი და თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა მნიშვნელობის მატჩები აქვს წინ გასამართი მის გუნდს და ასევე ნაკრებს , ეს მართლაც საგანგაშო იქნებოდა , მაგრამ ლეომ სელესაოსთან შეხვედრაში ყველასი დაუმტკიცა რომ მასზე დაყრდნობა და ნდობის გამოცხადება შეიძლება : ” კარგი მატჩი ჩავატარეთ , დასანანია უბრალოდ იმ უამრავი მომენტის განიავება , რომელიც მეტოქის კართან შევქმენით . თანაბარ დონეზე ვეპაექრეთ ბრაზილიელებს , რომელთა რიგებში არა ერთი ინდივიდუალისტი ირიცხება . ისევ და ისევ ხელიდან გაშვებული ეპიზოდები რომ გავიხსენოთ , ჩემი და ბალოტელის შანსი დაგვიდგება თვალწინ . ჟენევეაში მაყურებელმა ძლიერი იტალია იხილა “ .

პირველი ჩაგდებული ტაიმის შემდეგ , პრანდელის გუნდი მეორე ტაიმში მოეგო გონს …

” უმეტესობა მომენტებიდან მეორე ნახევარში შეიქმნა , რადგან ბალოტელი და ჩერჩი , ერთი ერთზე თამაშისას ადვილად სჯაბნიდნენ მეურვეებს . თუმცა , არ ვთვლი რომ პირველი 45 წუთი ჩავაგდეთ , თანაბარ დონეზე ვითამაშეთ . ეს ყველაფერი კი იმ ადამიანის დამსახურებაა , ვინც მოგვამზადა ამ დაპირისპირებისთვისაც და საერთოდ შეუდგა ამ პროექტის შენებას ” .

პრანდელიმ აღნიშნა , რომ აძურის დღევანდელი წარმატება , დიდწილად ” იუვენტუსის ” დამსახურებაა , სადაც მოთამაშეებს უყალიბდებათ სწორი კულტურა …

დიახ – იღიმის მცველი , რომელსაც ანტონიო კონტეს წვრთნები ახსენდება : ” სამშაბათს ან ოთხშაბათს თუ გვეწვევით ამ კულტურის მატარებელი თქვენც გახდებით . მწვრთნელმა ჩამოაყალიბა ბირთვი და ვთვლი , რომ ეს გახლავთ დიდი ბაზა , რომლისგანაც შედეგიან და პროდუქტიულ თამაშს უნდა ველოდოთ ” .

” რაც ყველაზე სასიამოვნოა , არის ის რომ ორი გაშვებული ბურთის შემდეგ არ გავმტყდარვართ და გავაგრძელეთ ფეხბურთის თამაში . თუმცა ვეთანხმები იმ მოსაზრებას , რომ ყოველთვის უნდა ისწრაფვოდე პირადი მახასიათებლების , გუნდურობის და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე ” .

 

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

128 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
11 years ago

მალე დაიწყება ჩვენი თამაში უნდა იომონ ბიჭებმა!

MAXSIMUS
11 years ago

იტალია მოუმატებს თაობათა ცვლა შედარებით უმტკივნეულოდ გადავიტანეთ :italy:

Giorgi kasrashvili
11 years ago

აღფრთოვანებული ვარ ნაკრების თამაშით…

მეტი იღბალი და მოვიგებდით…

ისე პრანდელიმ რაის დეშილიო ათამაშა ნაკრებთან?
პელუზო-ბარძალეტი ეთამაშებია ტოოო
და ეს დეშილიო მალტასთან გამოეცადა…

მაგარს უბერავენ ხოლმე ეს მწვრთნელები თავიანთი ახირებებით

11 years ago

რატოო?? კაია რო ათამაშა, ეგ ბიჭი იტალიის მომავალია, თუ იმას გავითვალისწინებთ რა დონის თამაშში მიიღო მონაწილეობა მე დადაბეითად შევაფასებ მის თამაშს

valeri tokhadze
11 years ago

ძაან მაგარი გუნდი გვყავს მართლა შემადგენლობით მარა ცოტა უნდა მოუმატონ კიდე ტეხნიკით მარტო ესპანეთი გვჯობია

Di Francesco # 1
11 years ago

არა ფრედი დეშილიოს კაცი იყო, სანამ ჩააწვდიდა მანამდე ფრედის ედგა, მერე უშვებს შეცდომას გადადის ბონუჩის პოზიციაზე იქ არაფერი არ ესაქმება რადგან თვითონ ბონუჩი იდგა და კიც მოიგერია
ეს მომენტი იყო სუთა გამოუცდელობის ბრალი ვერ გათვალა ბურთის ტრაექტორია ეგონა ბონუჩის გადაახტებოდა
თამაშის დროს სულ სხვანაირად მომეჩვენა მარა ახლა რაც ვნახე არც ისე სერიოზული შეცდომა დაუშვია მისი ასაკიდან გამომდინარე

Samtrediel90
11 years ago

გეუბნები რააა :givi:
ეგ არი მაგარი კაცი,მსოფლიომდე კიდე მოუმატებს იმედია
:italy: :italy: :italy:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ძაან მაგარი როა თითოეულ მოქმედებაზე ეტყობოდა, რაც მთავარია არანაირი რიდი და შიში არ ქონდა
შეცდომები ქონდა მარა ჩვეულებრივი ამბავია

Di Francesco # 1
11 years ago

wembley2013
ვის გადაახტა? დეშილიოს? მე როგორც მახსოვს დეშილიოს დაასწრო ფრედიმ და დეშილიო უკან ედგა
თუ გადაახტა მაშინ სხვა საქმეა

Samtrediel90
11 years ago

დეშილიო იდგა კარის წინ და მაგის უკან ფრედი
ის მონტოლივო იყო ბოლოს რო მოირბინა ფრედთან

Di Francesco # 1
11 years ago

ბონუჩი სად იყო ეს თვითონ იცის, დეშილიო იქ იმისთვის იდგა რო ცენტრალური მცველი დაეზღვია
პროსტა რას აკეთებდა ის თქვი? რაო იდგა?

Di Francesco # 1
11 years ago

ეუუუუუუუუ პირველი როგორ არ იყო საფეხბურთო სკოლის პირველი კლასია რო ფლანგის მცველმა უნდა დააზღვიოს ცენტრალური მცველი როცა იგი სხვა პოზიციაზე გადადის

Samtrediel90
11 years ago

მერე ხო დააზღვია რა გინდა,ბონუჩის ადგილზე იდგა,მარა გადაახტა ბურთი

Samtrediel90
11 years ago

რა ჩააგდო სხვა თამაშს უყურებდით
თუ იმიტო ცააგდო რო მილანელია? :lool:
პირველ გოლიც არ იყო მთლად მაგის ბრალი,ბონუჩისგან მიუვიდა ბურთი ფრედს და ვერ მოასწრო ამიტო,თან თითქმის მეკარის საჯარიმოში იყო,რა უნდოდა იქ? ბონუჩი სად იყო??
დაახლოებიტ ისეთი ეპიზოდი იყო მაურიმ რო გაუტანა იუვეს,აი ვუცინიჩმა რო აარტყა თავი და დეჩელიეს რო დაასწრო მაურიმ,მარა იქ დეჩელიე მართალი იყო და აქ დეშილიო მტყუანია ხო :blin:

vaxo turqadze
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ამის მერე აზრი არა აქვს შენთან კამათს :lool: :lool: :lool: ,მილანელი რა შუაშია როცა ნაკრებზეა საუბარი?ეგ იგივეა ქუტაისელს თბილისელის შეცდომა გაუხარდეს ნაკრებში :blin: :blin: :blin:

Samtrediel90
11 years ago

1juve
დეჩელიე რო ყოფილიყო არცერთი არ იქნებოდა დეჩელიეს ბრალი
ორივე რატოა,პირველი შეიძლება ხო მარა მეორეში რა შუაშია,აწოდებდა ბურთს, მოიგერიეს ბრაზილიელებმა და წამოვიდნენ კონტრშეტევაზე გაიტანეს
კაციშვილი არ გაახარა გუშინ თავის ფლანგზე,განსაკუთრებით ხალკი არ გაახარა,ფლანგი შეაცვლევინა
2014-ში ეგ არის ძირითადის კაცი
ფორცა მატიააა :italy: :italy: :italy:

d a v i d
11 years ago
Reply to  Samtrediel90

2014-თვის რო ამზადებს პრანდელი ეგ აშკარაა უკვე და მგონია კარგადაც იქცევა… მარა ჩემი აზრით ორივე გოლი მის სინდისზეა :chuvak:

vaxo turqadze
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ძმა,არავინ გედავება რომ ზალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და დიდი მომავალი აქვს,პირიქით,ძალიან გამეხარდება პაოლოს თუ შეცვლის ღირსეულად,მაგრამ გუშინდელი თამაში რომ ჩააგდო ეგ აღიარე,ფლანგები ორივე სუსტი იყო გუშინ იტალიის,ამით კი არ ვცდილობ დავაკნინო,პირიქით,რაც უფრო მიუთითებენ შეცდომბზე,მით მეტს ისწავლის,ჩემგან არა რა თქმა უნდა,ვინც საჭიროა ის :D :D

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ცარიელი რო გაქ ზონა რას გარბიხარ წინ? და რატო იღებს სარისკო გადაწყვეტილებას?
მაქ რა უნდა ექნა თუ იცი? აუტზე უნდა გადაეგდო ბურთი და უკან გამოქცეულიყო, თუ შენი თავის იმედი არ გაქ ასე უნდა მოიქცე
სად აწოდებს 3 კაცი აზის ფეხზე

Di Francesco # 1
11 years ago

ნახე
აი ეს იყო გუშინ დეშილიო

d a v i d
11 years ago

მაგარი სურათია :up: აშკარად ცააგდო დე შილიომ თამაში და მოსალოდნელიც იყო ეს, მარა მეორე მხრიდან შეხედეთ ეს შეიძLება პრანდელი აჩვევს ძირითადს ასეთ დიდ თამაშებში და იმედია გაუმართლებს იმედებს, მარა მე მაინც ვფიქრობ რო პელუზო უნდა წაეყვანა ჩეზარეს ნაკრებში!!!

lasha naxucrishvili
11 years ago

ამ ჩერჩის რა მოგწონთ ვერ ვხვდები ჩვეულებრივი ფეხბურთელია.
ამ პადოინს დაახვევინონ იუვედან მეტი არაფერი არ მინდა ძაან ზედმეტი ჯართია! დე ჩელიესაც მოუწევს დახვევაა, ანელკებს და ბენტნერებს რაც შეეხებათ ჩათვალეთ რო იუვეში აღარ არიან.

Samtrediel90
11 years ago

დეშილიომ დებიუტის კვალობაზე უძალიანმაგრესად ითამაშა რას ერჩით,1 გოლის გარდა შეცდომა არ დაუშვია,თან + მარცხნივ იდგა
ეგ არის მომავალი პირველი მცველი სკუადრასი :love:
:italy: :italy: :italy:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  Samtrediel90

ორივე გოლი მაგან თოხლა და მეტი კი არაფერი არ გაუკეთებია ბრაზილიას :lool: კარგად როგორ ითამაშა?

vaxo turqadze
11 years ago

რავი,მეც მაგას ვამბობ ახლა ერთ მილანის ფანთან,ყველაზე სუსტი იყო გუშინ,კარგი მომავალი აქვს,მაგრამ ეგ არ ნიშნავს ბრაზილიასთან პრინციპულ თამაშში ძირიტადში დააყენო,მითუმეტეს მარცხნივ…

dato_juventino
11 years ago

ჩერჩი კაი სეზონს ატარებს წელს ტორინოში ასევე კაი იყო ნაკრებშიც გუშინ ისე საინტერესი ფეხბურთელია.

Samtrediel90
11 years ago

ჩერჩი მერჩი არ ვიცი მე
ვერატი და სუარესი დაიდოს ამ ზაფხულს და ვსიო,გავდივართ
მერე იჩალიჩონ თუ უნდათ ამ მეორეხარისხოვან ფეხბურთელებზე,ჩერჩი და ოსვალდო და ეგეთები

vaxo turqadze
11 years ago
Reply to  Samtrediel90

მე პირადად ძმა ჩერჩის თამაში პირველად არ მინახავს,როცა ნაკრების შემადგენლობა გაცხადდა,მაშინაც ავღნიშნე რომ სწორად მოიქცა პრანდელი,მე არ ვფიქრობ რომ ეგ ჩვენთან წამოვა,ან თუ წამოვა ძირითადში იქნება,იუვეს დღევანდელ ტაქტიკაში საერთოდ ვერ ჩაჯდება ჩემი აზრით,ეგ უფრო,სიტყვაზე თუ ვაგებთ თამაშს გაამწვავებს,რადგან არავინ გვყავს მარჯვენა ფლანგზე ეგეთი დღესდღეობით,ლიხტა უფრო მცველია როგორც იცი,მარა მაინც არ მინდა მოვიდეს,იმიტომ რომ იუვეში გაფუჭდება,ისევ და ისევ ტაქტიკის გამო,მე უფრო ნაკრების პონტში ვიძახი რომ მაგრად გამოადგება,თუ ისევ ისე იშრომებს რა თქმა უნდა,თორე მაგის თამაშები მახსოვს ბევრად ძლიერი იყო ახალგაზრდულშიმარა მერე როგორც ხშირად ხდება ჩაიკარგა,აი წელს კი მაგრად მომწონს,ეს ჩემი აზრია და ავიტაცეთ და გადმოვიტაცეთ,ნაღდად არ შევეკითხები და არც შევედავები არავის… Read more »

Samtrediel90
11 years ago

ეს ჩერჩი ავიტაცეთ თუ რა ხდება?
მე არ გამიგია რო იუვე დაინტერესებული იყოს მაგითი და თქვენ საიდან მოიტანეთ?
თუ სურვილია უბრალოდ?

vaxo turqadze
11 years ago

დიამანტი მაგარია,მაგრამ ასაკშია უკვე,30 წელი ცოტა არ არის,მე პირადად ვესტ-ჰემიდან დამევასა,ძალიან მაგრად ითამაშაპრემიერლიგაში….აი ჩერჩი კი მაგრად გაასწორებდა,25-საა,მაგრამ ეგ რომაელია,თამაშობდა რომაში კიდეც,ზუსტად იგივე სტილია რაც როსინა იყო ტორინოში,მაგრამ მაგან კარიერა გაიფუჭა ზენიტში წასვლით,იმედია ალესიო გაამართლებს სადაც არ უნდა გადავიდეს….მე სანსონე მომწეონს ასევე და საუ კალიარიდან,ორივე კარგია,იმსახურებენ ყურადღებას,ასევე კაპრარისაც არა უშავს პესკარადან,სწრაფია და ტექნიკური,დახვეწა უნდა,კარგი ახალგაზრდები მოდის იტალიაში და შეიძლება ბევრმა დიდი ფეხბურთი ითამაშოს :italy: :italy: :italy: :italy:

dato_juventino
11 years ago

ისე პრანდელსერთ რამაეში არ ვეთანხმები დე შელიო მართლაც უნიჭერესია და დიდი მომავალი აქ მარა ბრაზილიასთან არ უნდა ყოლოდა სასტარტოში და გამოჩნდა რო ჯერ არა მზად, აი პელუზო უნდა ყოლოდა გუშინ ჩემი აზრით

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  dato_juventino

ანტონელიც მაგრად შემოვიდა

dato_juventino
11 years ago

ანტონელი ეგ ჯენოაში თამაშობს ხო? პელუზო რაც ითამაშა ნაკრებში კაი კუთხით წარმოაჩინა თავი და მე ვფიქრობ რო ბრაზილიასთან ეგ უნდა ყოფილიყა არა დე შელიო :chuvak:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  dato_juventino

კი ჯენოაშია, ყოველშემთხვევაში დეშილიო არუნდა დაეყენებია…

dato_juventino
11 years ago

:yes:

Di Francesco # 1
11 years ago

dato_juventino
კი გაბი ბომბარდირია 20 გოლამდე აქ ნაკრებში
მარონე შეუცვლელია კაცი დაბერდა ნაკრებში :chuvak:

dato_juventino
11 years ago

ბაბიადინზე დიდი იმედებს ვამყარებ და იმედია გამართლებს ძან მომწონს ეგ ბიჭი. ლუკასშანსი არ ეძლევა იუვეში და სამწუხაროა მარა მე მინდა რო გუნნდში დარჩეს და ბოლომდე იბრძოლოს სასტავისთვის მგონია რო თავის სიტყვას იტყვის ახლო მომავალში.

d a v i d
11 years ago

მეკარე: ბუფონი…სტორარი…რუბინიო?! :chuvak: ….

მცველი: ლიხტა.ბარძალი.ბონუჩი.კილინი.კასერესი.პელუზო.ასამოა.

ნახევარმცველი: პირლო.მარკიზიო.ვიდალი.მარონე.პოგბა.ჯაკერინი.პოლი.ჩერჩი

თავდასხმა: ჯოვინკო.ლორენტე. ——-?. ———-?.
სანჩესი? ოსვალდო?

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

1juve

მაგ საკითხში გეთანხმები კლუბი რო უყვარს 2 აზრი არაა

Di Francesco # 1
11 years ago

elli
კაი მცველია მარა იტალიური სტილის არა ჩემი აზრით თავიდანვე არ მომწონდა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

რავი აბა მე მომწონდა ეხლა რას აკეთებს არ ვიცი თან ჯერ ბავშვია რამდენადაც ვიცი ძან ახალგაზრდაა

Di Francesco # 1
11 years ago

20 წლისაა მარა ჩვენ არ გვჭირდება ჯერ ლიხტენშტეინერი გვყავს და მერე კასერესი

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

კასერესის გაყიდვაზე შეიძლება ფიქრი სორენსენის ხელფასშიც გაცილებით ნაკლები დაიხარჯება თან კასო შეტევებში კარგია მარა დაცვაში უჭირს ცოტა

Di Francesco # 1
11 years ago

კასერესი იუვენტინოა, მემგონი მაროტაზე მეტად მაგას უნდოდა იუვეში რო მოსულიყო :chuvak:
თავიდან არ მომწონდა ბავარია და სევილიას გამო(რამოდენიმე თამაში ვნახე და დაცვაში იქაც სუსტი იყო) მარა აქ ალბათ სულ სხვა მოტივაციით თამაშობს და შეცდომებიც ნაკლები აქ მოკლედ საჭირო კაცია ყველა ადგილზე თამაშობს

dato_juventino
11 years ago

21-წლამდე იტალის ნაკრები როდის თამაშობს ვინმე ხომ ვერ მეტყვით?? :italy:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  dato_juventino

დღეს ხამე სასტავში სამი იუვენტინოა მარონე გაბიადინი იმობილე + ფლორენცი როსი ინსიე
ინსიეა არი მომავალი ვარსსკვლავი იტალიური ფეხბურთის დელპიერო ტოტი ინსიე…
:italy: :achuu: :italy:

dato_juventino
11 years ago

ვა უეჭველი უყურებ , მარონე გუნდის ლიდერია და კაპიტანი გაბაიადინი თუ არ ვცდები ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი მაგარი ბიჭები მოდიან ასევე მომწონს ფლორენცი და ინსინიზე აღარაფერს ვამბობ ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და დელპიოს დიდი თაყვანისმცელელია თუ არ ვცდები :italy: :italy:

Di Francesco # 1
11 years ago

ჯენოაში შეტევა კიარა გოლის არ გაშვებაზე არიან :chuvak:
შეტევა კიდე მთლაინდ ბორიალას მიანდეს :lool: ლეგენაა გენუის

d a v i d
11 years ago

მაგარი საზაფხულო ციებ-ცხელება გველოდება წინ :chuvak:

| Newsphere by AF themes.
128
0
Would love your thoughts, please comment.x